ყველაზე დიდ ინტერესს "ტვენტე"-"აიაქსის" შეხვედრა იწვევდა და აქედანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩმა გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საყაიმო რეზულტატით დასრულა.

ყველაზე დიდ ინტერესს "ტვენტე"-"აიაქსის" შეხვედრა იწვევდა და აქედანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩმა გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საყაიმო რეზულტატით დასრულა. ამსტერდამელებმა ორჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და ორივეჯერ იანსენის გოლს უპასუხეს. ჰოლანდიელი ჟურნალისტების ცნობით, გამარჯვებასთან უფრო ახლოს მაინც სტუმრები გახლდნენ, როლებსაც შეხვედრის მიწურულს ორჯერ შეეძლოთ გადამწყვეტი გოლის გატანა. თავის გამოჩენა ორივეჯერ სუარრესს შეეძლო, რომელიც იმ დღეს ძალიან აქტიური უყო, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. საბოლოო ჯამში, დაფიქსირებული შედეგით ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა, რაზეც ამსტერდამელთა თავკაცის, მარტინ იოლის კომენტარი მეტყველებს:

"ჩვენი მიზანი ნებისმიერ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვებაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაფიქსირებული საყაიმო რეზულტატი წარუმატებლობად მივიჩნიოთ. "ტვენტე" ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და მასთან გასვლაზე ქულის აღება აქტივში უნდა ჩავიწეროთ, ეგ არის, რომ საგოლე მომენტების რეალიზებაზე გვმართებს მუშაოიბა - ამ კუთხით, ბევრი პრობლემა გვაქვს".

ლიდერის წაფორხილებით ვერ ისარგებლა პსვ-მ და საშინაო შეხვედრაში "გრონინგენთან" მხოლოდ ფრეს დასჯერდა. ფრედ რუტენის შეგირდები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ უკანასკნელ წუთებზე კონცენტრაცია დაკარგეს და გარსია-გარსიასგან გამათანაბრებელი გოლი მიიღეს. "გრონინგენმა" კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ საკმაოდ სერიოზული გუნდია და მიმდინარე სეზონში, მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლია. ჰოლანდიელი ჟურნალისტების ცნობით, სტუმრებმა კონტრშეტევებზე ააგეს თამაში, ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ და მოპოვებული ქულა სრულიად დაიმსახურეს.

და ბოლოს, "ვიტესზე" უნდა ვთქვათ, გუნდზე, რომელიც როგორც ჩანს აღმავლობის გზას დაადგა და ამ გზაზე "ექსელსიორს" გასვლითი პაექრობა მოუგო. სასიხარულოა, რომ გურამ კაშიამ ამჯერადაც სრულად იასპარეზა.

ჰერენვეენი-როდა 2:2

გოლები: 1:0 დოსტი (15), 2:0 დოსტი (35), 2:1 დიუმი (70), 2:2 იუნკერი (76)

დენ ჰააგი-ჰერაკლესი 3:2

გოლები: 0:1 პლეტი (17), 1:1 იმერსი (29), 2:1 ბულიკინი (44), 2:2 ევერტონი (66), 3:2 ბულიკინი (70)

პსვ-გრონინგენი 1:1

გოლები: 1:0 ტოივონენი (63), 1:1 გარსია-გარსია (88)

ალკმაარი-უტრეხტი 1:0

გოლი: 1:0 ელმი (43)

ტვენტე-აიაქსი 2:2

გოლები: 1:0 იანსენი (11), 1:1 ჰამდაუი (15), 2:1 იანსენი (62), 2:2 ენოი (68)

ბრედა-ვილემი 2:1

გოლები: 0:1 ლანდგრინი (7), 1:1 ლუიცკი (65), 2:1 კოლკა (80)

ნიიმეგენი-ფეიენოორდი 3:0

გოლები: 1:0 ხონე (19), 2:0 ვოორდე (83), ნოუტინკი (90)

ექსელსიორი-ვიტესი 0:2

გოლები: 0:1 სტევანოვიჩი (50), 0:2 აისატი (62)

ვენლო-დე გრაფსხააპი 1:0

გოლი: 1:0 ბოიმანსი (62)

თ მ ფ წ ბ ქ

1. აიაქსი 7 5 2 0 20-7 17

2. პსვ 7 4 3 0 18-6 15

3. გრონინგენი 7 4 3 0 12-5 15

4. ტვენტე 7 3 4 0 11-3 13

5. როდა 7 3 3 1 11-9 12

6. დენ ჰააგი 7 3 2 2 16-16 11

7. ნიიმეგენი 7 3 1 3 14-13 10

8. ბრედა 7 3 2 2 9-7 10

9. ექსელსიორი 7 3 1 3 10-13 10

10. ჰერენვეენი 7 2 3 2 12-12 9

11. ალკმაარი 7 2 3 2 7-8 9

12. უტრეხტი 7 3 0 4 10-12 9

13. ფეიენოორდი 7 2 1 4 11-12 7

14. ვიტესი 7 2 1 4 8-14 7

15. დე გრაფსხააპი 7 2 1 4 9-18 7

18. ვენლო 7 2 0 5 7-11 6

19. ჰერაკლესი 7 1 2 4 9-11 5

20. ვილემი 7 0 0 7 6-22 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე