"სოხუმის" კალათბურთელს იმედი აქვს, რომ ნაკრების შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს
ბოლო, ვინც შარშან ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელ საქართველოს ნაკრებს გამოაკლდა, ლევან ფაცაცია იყო.

ათლეტური აღნაგობის ფორვარდს, რომელსაც სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ცოტა დააკლდა.

ფაცაციამ ნაკრებთან სრულფასოვანი შეკრება გაიარა და ბოლო მომენტში მის მიღმა დარჩა. ახლა ფაცაციას ხელახლა ეძლევა შანსი, ნაკრებში მოხვდეს. ის იგორ კოკოშკოვმა კვლავ გამოიძახა.

ლევანმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში. სოხუმელთა რიგებში ის მატჩში საშუალოდ 18.2 ქულას და 9.4 მოხსნას აგროვებდა. მოხსნათა შედეგით ის მთელ სუპერლიგაში მესამე იყო დინამოელი ქიან კარტერისა (13.7) და ქუთაისელი რიჩარდ მათიაშვილის (9.7) შემდეგ და ეს მაშინ, როცა მისი სიმაღლე 2 მეტრიც არ არის. სწორედ ამ ცოტა უცნაური მოვლენით დავიწყეთ ფაცაციასთან საუბარი...

- საქართველოს სუპერლიგაში ხშირად აკეთებდი ორმაგ დუბლს და საერთოდ, მოხსნებში სულაც მესამე ადგილზე გახვედი. როგორ ახერხებ, რომ შენზე გაცილებით ტანმაღალ ოპონენტებზე მეტ მოხსნას აკეთებ?

- მონდომება და პატარა ალღო იმისა, თუ საით წავა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. ამასთან, ფიზიკური მონაცემებიც ხელს მიწყობს, რომ მაღლა ავხტე და ბურთი ისე შევიმაგრო ხელში, რომ ის სხვამ არ წამართვას.

რომ ვთქვა, განსაკუთრებული ნახტომი მაქვს-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის. ყველაფრის მიზეზი მონდომება და ფიზიკური მზადყოფნაა.

- ფიზიკური ფორმა არც ახლა დაგეწუნება. ნაკრების წევრები ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად მუშაობენ. შენ კი, როგორც ნაკრების ექიმმა თქვა, ყველაზე კარგ ფორმაში ხარ...

- სეზონი რომ დასრულდა, მხოლოდ 1 კვირა დავისვენე, ისიც იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა.

სეზონის მანძილზე დახარჯული ენერგია უნდა აღმედგინა. 1 კვირის შემდეგ უკვე ვარჯიშებს შევუდექი. ინდივიდუალურად ვემზადებოდი, მინდოდა, საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი.

- რისთვის ემზადებოდი, იცოდი, რომ ნაკრებში კვლავ გამოგიძახებდნენ?

- მე სპორტსმენი ვარ და მინდა, ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო, გინდა ნაკრებში და გინდაც - გუნდში.

დასვენება რომ გამეგრძელებინა, შემდეგ ფიზიკურ ფორმაში ჩასადგომად დრო დამეკარგებოდა. რაც შეეხება ნაკრებს, ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი გამოძახებას. შარშან ბოლო მომენტში ვეღარ მოვხვდი ძირითად შემადგენლობაში და ვიცოდი, რომ შანსი კიდევ მომეცემოდა.

მიხარია, რომ კვლავ ნაკრებთან ვარ, ვვარჯიშობ და ძალიან მოხარული ვიქნები, წელს მაინც თუ მოვახერხებ 12 კაცში მოხვედრას.

ჩემი მხრივ, მე მზად ვარ, რომ ნაკრებს გამოვადგე. ერთი სული მაქვს, როდის წავალთ ავსტრიაში. საკუთარი თავის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ნაკრებში ადგილს დავიმკვიდრებ.

- ნაკრებში ვინც გამოიძახეს, ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. შენ კი მხოლოდ ერთხელ, 20-წლამდელთა ნაკრებში გაქვს ნათამაშები. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ის პროგრესი, რომელიც ბოლო პერიოდში განიცადე და ნაკრებში მოხვედრის რეალურ კანდიდატად იქეცი?

- მუდამ საკუთარ თავზე ვმუშაობდი. შეიძლება, ისეთი პერსპექტიულობით არ გამოვირჩეოდი, როგორც სხვები, მაგრამ მონდომებით ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა ნამდვილად მიყვარდა და ახლაც ასეა.

გასული სეზონი საქართველოს ჩემპიონატში გავატარე, სადაც "სოხუმში" თავისუფლება მქონდა. ბევრს ვთამაშობდი და ვფიქრობ, ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაზე. საკმაოდ მაღალი კლასის ოპონენტებთან მიწევდა თამაში და ეს მე, როგორც მოთამაშეს, გამოცდილებას და კლასს მმატებდა.

- "სოხუმში" ბევრს თამაშობდი არაერთ პოზიციაზე. თავად როგორ მიიჩნევ, რომელი ამპლუის კალათბურთელი ხარ?

- "სოხუმში" სამ პოზიციაზე ვთამაშობდი: მსროლელად, მსუბუქ და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე - გააჩნია, გუნდს როგორ სჭირდებოდა.

- მძიმე ფორვარდისთვის სიმაღლე გაკლია...

- მაკლია, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა წარმატებით ვართმევდი თავს. სწრაფ შეტევაში ჩემს ოპონენტთან უპირატესობა მქონდა, რადგან სისწრაფეში აშკარად ვჯობნიდი. დაცვაში კი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე გავდიოდი ფონს.

- ნაკრებში რომელ პოზიციაზე გათამაშებდნენ ამხანაგურ თამაშებში?

- მსუბუქ ფორვარდად და ახლაც, ალბათ, ასე იქნება. ისე კი, მზად ვარ, სადაც დამაყენებენ, როგორც შემეძლება, ნაკრებს გამოვადგე.

- შენს პოზიციაზე არსებულ კონკურენციაზე რას იტყვი?

- საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ვიქტორ სანიკიძეს გამოვარჩევ, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მას ორ პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში. არიან საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდებიც.

- ახალგაზრდებიდან ვის აქვს ნაკრებში მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი?

- დუდა სანაძეს. მშრომელი ბიჭები არიან აკაკი დვალიშვილი და ბექა ბექაურიც. დანარჩენები ავსტრიაში შემოგვიერთდებიან.

- საქართველოს ნაკრებს დიდი ბრძოლა მოუწევს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად?

- რა თქმა უნდა. კარგი გუნდია ჰოლანდია, რომელსაც შარშან ამხანაგურ მატჩში ვეთამაშეთ. ლატვიას წვრთნის ჩემი ყოფილი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი და ვიცი, რომ საკმაოდ მებრძოლი გუნდი იქნება.

ფინალური ეტაპის საგზური აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. ჯგუფიდან ვერგასვლა მიუღებელი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო