საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ფეხბურთელის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც სოსო გრიშიკაშვილის მხრიდან "დინამოს" მიმართ არსებული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციას ეხება.

ფეხბურთელთან ინტერვიუ გაზეთ "ლელოში" 9 ივლისს გამოქვეყნდა.

თბილისის "დინამოს" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"9 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ფეხბურთელ სოსო გრიშიკაშვილის მხრიდან "დინამოს" მიმართ არსებული პრეტენზიების შესახებ.

იმისთვის, რომ საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები და გულშემატკივრები არ იყვნენ შეცდომაში შეყვანილნი, გაცნობებთ კლუბის პოზიციას, რომელიც ეფუძნება ფეხბურთელთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტაციას.

სოსო გრიშიკაშვილი ირიცხებოდა საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" შემადგენლობაში 2011 წლის 01 ივნისის შრომითი კონტრაქტის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრებოდა 1 წლით, 2012 წლის 01 ივნისამდე.

კონტრაქტის დასრულების მომენტისთვის საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მიერ ფეხბურთელისთვის ანაზღაურებულია იმაზე მეტი, ვიდრე ეს საკონტრაქტო ვალდებულებიდან გამომდინარეობდა. ბუნებრივია, კლუბს გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მზადაა, წარადგინოს ნებისმიერ ინსტანციაში.

აქვე გაცნობებთ კლუბის პოზიციას სოსო გრიშიკაშვილის მხრიდან ოპერაციის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით:

სოსო გრიშიკაშვილის ოპერაცია, რომელიც მან ჩაიტარა საზღვარგარეთ, არ ყოფილა შეთანხმებული კლუბის ხელმძღვანელობასთან და არც კლუბის ექიმის მხრიდან გაკეთებულა ოფიციალური მომართვა აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, კლუბს ოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია.

სოსო გრიშიკაშვილსა და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისს" შორის 2011 წლის 01 ივნისის შრომითი კონტრაქტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფეხბურთელი: "...ვალდებულია მკურნალობა გაიაროს კლუბის ექიმთან და ამ უკანასკნელის მიერ შერჩეულ სპეციალისტთან დამსაქმებლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ მოთამაშე თავისი შეხედულებისამებრ მოინდომებს მკურნალობას, დამსაქმებელი თავისუფლდება ხარჯებისაგან..."

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ფეხბურთელ სოსო გრიშიკაშვილის პრეტენზიები საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" მიმართ უსაფუძვლო და მიუღებელია".

ასევე იხილეთ:

სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა

123212
კლუბის ექიმი ვინაა? კაცს ამხელა ტრამვ ქონია და ვერ გაიგო?
dudu
ეს ტაკიმასხარები სანამ მართავენ ფეხბურთს, მანამდე ესე იქნება ჩამყაყებული ყველაფერი. ვინმეს გჯერათ, რო ფიფიამ თავის ნებით ჩაიბარა დინამო და ეხალისება ფულის ხარჯვა? ფედერაციის ჩაბანძებული არჩევნებით დაწყებული და ბიუჯეტის ფულის გორის დილაზე ხარჯვით დამთავრებული, ერთი ხალხის "დამსახურებაა" ყველაფერი. მერე ჟორდანიას ნაჩალიჩარ სუპერთასზე გამოდიან და, რა მაგრები ვართო.
Leo Rey
***** თქვენს განცხადებას და კაცობას, თუ ხართ მანდ ვინმე მასეთი. და ფიგიას რა უნდა დიანმოში და საერთოდ ფეხბურთში? გულისამრევია...
chala
ეხა რა ხდება...დღეს ძაან სამარცხვინო ხალხია ამ კლუბის სათავეში,დარწმუნებული ვარ სოსო 100% მართალია. და კიდევ ფეხბურთი არცერთს არ უყვარს და არცარასდროს უთამაშია თორე ვისაც ტრამვა აქ გადატანილი ეგრე არ მოიქცევა.
irakli
dat - გეთანხმები 100 პროცენტით, ეს ბიჭიც მაგას იძახდა იმდენი ხანი არ გამიკეთეს ოპერაცია რომ განგრენა მეწყებოდაო, ესენი ისე ლაპარაკობენ გეგონება ეხვეწებოდნენ წამო ოპერაცია გაიკეთეო და ფეხბურთელი უარზე იყო. სამარცხვინოა ეს ყველაფერი სამარცხვინო. იმედია ფიფაში ან სადმე ავტორიტეტ ორგანიზაციაში იჩივლებს და მაგრად განანებთ ასეთ მოპყრობას. ეს ამბავი რომ შეგრჩეთ მერე სხვებსაც ასე მოექცევით როგორც ამას
ოთარი
ეს პრეტენზიები ახლანდელ პრეზიდენტ ფიფიას ეხება თუ მანამდე იყო ვინმე სხვა ?
იმანო
დინამო დინამო დინამო! არ გრცხენიათ?!შეიძლება ჩემპიონობა და თამაში დააკარგვინო სახელოან გუნდს,მაგრამ ღირსებას რატომ ართმევთ ყველა ქართველისათვის საამაყო გუნდს!წადით მოსორდით ამ გუნდს! დიდების მოტანის მაგივრად ღირსებას უკარგავთ!
dat
ეს წერილობითი პასუხი სულაც არ ცემს პასუხს სოსო გრიშიკაშვილის პრეტენზიებს..მეტი ფული თუ აქ აღებული ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ბოლო თვის თუ რამდენიც იყო ხელფასი აღებული აქ.. და მეორე საკითხი ხო საერთოდ არაფერს ხდის ფარდას, რო არ დაუფინანსეს ოპერაცია მაგას არ ლაპარაკობდა ის კაციც? და ამდენი ხანი თუ მართლა ტრავმირებული იყო რატო არ მიცეს ოპერაციის ნებართვა..
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის