ბრაზილია. სერია A. VIII ტური
ნეიმარი, ლუიშ ფაბიანო, ვაგნერ ლავი, ლეანდრო დამიაო, ჟო, ჟუნინიო პერნამბუკანო, რონალდინიო, ანდრეს დ'ალესანდრო... ახლა უკვე კლარენს ზეედორფი და დიეგო ფორლანი - ვარსკვლავთცვენა, რომელსაც ბრაზილიის მორიგ ჩემპიონატში ნახავთ. ამიტომ "ლელომ" გადაწყვიტა, ამიერიდან ბრაზილიურ სერია A-ს სათანადო ყურადღება მიაქციოს (როგორც გასულ სეზონში). ჩემპიონატის დაწყებიდან კი სულ 8 ტურია გასული. ასე რომ, დიდად არც დაგვიგვიანია.

სერია A ბრაზილიაში, რომელსაც სპონსორის გამო ოფიციალურად ბრაზილეირაო პეტრობრასი ეწოდა, 57-ედ იმართება.

"კორინთიანსი" მოქმედი ჩემპიონია, თუმცა სტარტი კატასტროფული აქვს - ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. ოთხი გუნდი პირდაპირ სერია B-ში ვარდება, პირველი ოთხეული კი ლიბერტადორესის თასზე ითამაშებს.

ჩვენი კარგი ნაცნობი

თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ "კორიტიბაში" მოთამაშე 26 წლის ანდერსონ აკინოზე, რომელმაც 2009/10 წლების სეზონი საქართველოში, რუსთავურ კლუბში გაატარა და 26 გოლიც გაიტანა.

წლეულს მან "კორიტიბაში" ხუთჯერ ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა (რესიფეს "სპორტის" კარში). შარშანდელი სეზონი აკინომ 21 მატჩში 5 გოლით დაასრულა.

რიო, სან პაულუ და სხვები

მოგეხსენებათ, ბრაზილიის ჩემპიონატს თავისებურ ხიბლს რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუს კლუბების ტრადიციული ხიშპობები ანიჭებს. სერია A-ში რიოს 4 გუნდია: "ბოტაფოგო", "ფლამენგო", "ფლუმინენსე" და "ვასკუ და გამა". ასევე 4 კლუბითაა წარმოდგენილი სან პაულუ: "კორინთიანსი", "პალმეირასი", "პორტუგეზა" და "სან პაულუ".

2-2 კლუბია პორტუ ალეგრედან ("გრემიო" და "ინტერნასიონალი"), ბელუ ორიზონტედან ("ატლეტიკო მინეირო" და "კრუზეირო") და რესიფედან ("ნაუტიკო" და "სპორტი"). თითო წარმომადგენელი ჰყავთ ელიტაში: გოიანიას (ატლეტიკო), სალვადორს (ბაია), კურიტიბას (კორიტიბა), ფლორიანოპოლისს (ფიგეირენსე), კამპინიასს (პონტე პრეტა) და სანტოსს (სანტოსი).

8 ტურის შემდეგ სერია A-ს 32 წლის რონალდინიოს ახალი კლუბი, "ატლეტიკო მინეირო" ლიდერობს (19 ქულა), რომელსაც მხოლოდ ქულით ჩამორჩება "ფლუმინენსე" და ორით "ვასკუ და გამა".

ვარსკვლავების წარდგენა

შაბათს, პორტუ ალეგრეში "ინტერნასიონალისა" და "კრუზეიროს" მატჩის წინ, პუბლიკას "ინტერის" ახალი ფორვარდი, ურუგვაელი დიეგო ფორლანი წარუდგინეს, რომელიც აქ მილანის "ინტერიდან" მოხვდა.

ფორლანი ჯერ განაცხადში არ იყო, "ინტერმა" კი 2:1 მოუგო "კრუზეიროს" და ლიდერებს მიუახლოვდა. ჯერ ანდრეს დ'ალესანდრომ 20 წლის ნიჭიერ ნახევარმცველ ოსკარს გაატანინა. ოსკარმა, სხვათა შორის, საკმაოდ უხერხული პოზიციიდან გაიტანა ახლო კუთხეში, შემდეგ კი დაგობერტოს პასით თავი 22 წლის ლეანდრო დამიაომ გამოიჩინა.

ამის მიუხედავად, მეორე ტაიმში მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ. ლეომ გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა და ამის შემდეგ დაძაბულობას "ინტერის" კართან ბოლო წუთამდე არ მოუკლია.

ახალწვეულის პრეზენტაცია შედგა რიოშიც. "ბოტაფოგო" "ბაიას" მასპინძლობდა და პუბლიკამ ჰოლანდიელი ვეტერანი კლარენს ზეედორფი გაიცნო. არც ზეედორფს უთამაშია ჯერ.

"ფოგაუმ" გაანადგურა სალვადორული კლუბი - 3:0, რაშიც დიდი დამსახურება 19 წლის სიდინიოს მიუძღვის. მან ჯერ თავურით გახსნა ანგარიში, შემდეგ კი მეორე გოლი შორიდან გაიტანა. 47-ე წუთზე ელკესონმა ეფექტური დარტყმით მესამე გოლი გაიტანა.

პირველი გამარჯვება იზეიმა სეზონში "სანტოსმა" და თან ეს დამაჯერებლად გააკეთა - "გრემიოს" 78-ე წუთამდე 4:0-ს უგებდა და მხოლოდ ამის მერე გაუშვა ორი გოლი. ერთ-ერთი გოლი ნეიმარმა გაიტანა. რიო დე ჟანეიროს დერბიში "ფლუსა" და "ფლას" შორის ფრედის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი "ფლუმინენსეს" სასარგებლოდ.

პატოც?

ამასობაში ლიბერტადორესის თასის მფლობელმა "კორინთიანსმა" გამოაცხადა, რომ "მილანის" ფორვარდის, ალეშანდრე პატოს შეძენა არ სურს. "პატო რომ ოლიმპიურ გუნდში არ შეეყვანათ, მისი შეძენა კიდევ შეიძლებოდა. ახლა კი შანსი არ გვაქვს, ეს ტრანსფერი გამორიცხულია", - განაცხადა კლუბის დირექტორმა რობერტო დე ანდრადემ.

მიდი-მოდი ბრაზილიურად

ცოტაც და, ნახევარმცველი ელანო კარიერას "გრემიოში" გააგრძელებს. ელანომ თავად დაწერა "ტვიტერზე", რომ "სანტოსი" მისი გაყიდვითაა დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ელანო მსოფლიომ "მანჩესტერ სიტიში" თამაშით გაიცნო. მას ბრაზილიის ნაკრებში 50 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

აი, 23 წლის პაულინიომ კი განაცხადა, რომ "კორინთიანსში" სურს დარჩენა და სულაც არ სურს მილანის "ინტერში" გადასვლა.

არადა, იტალიური პრესა წერდა, რომ ბრაზილიელი უახლოეს დღეებში მილანში გადაბარგდებოდა. როგორც ჩანს, ყველაფერი ასე მარტივადაც არაა. "სან პაულუს" ლიდერმა ლუკას მოურამ კი განაცხადა, რომ გარანტიას ვერავის მისცემს, რომ კლუბს უერთგულებს.

კონტრაქტით ლუკასი 2014 წლამდე "სან პაულუში" უნდა დარჩეს, მაგრამ მასზე ევროპულ გრანდებს, "ინტერს", "რეალს" და სხვებს ნამდვილი ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

ასევე შეიძლება "ფლამენგოში" ვიხილოთ გერმანული "ვოლფსბურგის" პლეიმეიქერი დიეგო, რომელმაც გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა მადრიდულ "ატლეტიკოში".

ბრაზილიელებმა ფეხბურთელს მოსაფიქრებელი ვადა 10 ივლისამდე მისცეს. მერე კი სხვა ტრანსფერზე გადაერთვებიან.

და ტრაგედია

ძალიან ცუდი ამბავი მოხდა საფეხბურთო ბრაზილიაში - თამაშის დროს გარდაიცვალა 17 წლის ფეხბურთელი არჟუნა ლუის რამოსი, რომელიც "სან ბერნანდუში" თამაშობდა.

ბრაზილიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში არჟუნა მოულოდნელად დავარდა მინდორზე და გონება დაკარგა. ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სერია A. VIII ტური

ბოტაფოგო-ბაია 3:0

გოლები: 1:0 სიდინიო (7), 2:0 სიდინიო (45), 3:0 ელკესონი (47)

ინტერნასიონალი-კრუზეირო 2:1

გოლები: 1:0 ოსკარი (8), 2:0 ლეანდრო დამიაო (37), 2:1 ლეო (65)

ატლ. გოიანიენსე-ნაუტიკო 0:1

გოლი: 0:1 არაუჟო (23)

ფლუმინენსე-ფლამენგო 1:0

გოლი: 1:0 ფრედი (11)

სანტოსი-გრემიო 4:2

გოლები: 1:0 ედუ (28), 2:0 ფელიპე ანდერსონი (39), 3:0 ნეიმარი (62), 4:0 ფელიპე ანდერსონი (70), 4:1 ვილსონი (78), 4:2 მარკინიოსი (90)

სან პაულუ-კორიტიბა 3:1

გოლები: 1:0 ჟადსონი (15), 2:0 მაიკონი (41), 2:1 რობინიო (71-პენ), 3:1 ოსვალდო (80)

შენიშვნა: ანდერსონ აკინო (კორიტიბა) 76-ე წუთზე შეცვალეს.

ფიგეირენსე-ვასკუ და გამა 1:1

გოლები: 0:1 დიეგო სოუზა (22), 1:1 რონი (78)

ატლ. მინეირო-პორტუგეზა 2:0

გოლები: 1:0 მარკოს როჩა (24), 2:0 ლეონარდო სილვა (52)

პონტე პრეტა-პალმეირასი 1:0

გოლი: 1:0 რიკარდინიო (16)

სპორტი-კორინთიანსი 1:1

გოლები: 0:1 ლიედსონი (75), 1:1 მარკინიოს გაბრიელი (89)

გაძევება: ფელიპე აზევედო (76. სპორტი)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 8 6 1 1 12-3 19

2. ფლუმინენსე 8 5 3 0 15-5 18

3. ვასკუ და გამა 8 5 2 1 15-11 17

4. სან პაულუ 8 5 0 3 11-9 15

5. ინტერნასიონალი 8 4 3 1 12-7 15

6. კრუზეირო 8 4 2 2 11-8 14

7. ბოტაფოგო 7 4 0 3 17-13 12

8. გრემიო 8 4 0 4 9-8 12

9. ფლამენგო 8 3 3 2 13-12 12

10. პონტე პრეტა 8 3 3 2 9-8 12

11. ნაუტიკო 8 3 1 4 9-15 10

12. სპორტი 8 2 3 3 8-10 9

13. პორტუგეზა 8 2 2 4 5-10 8

14. სანტოსი 8 1 5 2 7-7 8

15. ფიგეირენსე 8 1 5 2 8-10 8

16. კორიტიბა 8 2 1 5 13-16 7

17. ბაია 8 1 4 3 6-10 7

18. პალმეირასი 8 1 2 5 7-10 5

19. კორინთიანსი 7 1 2 4 4-8 5

20. ატლ. გოიანიენსე 8 0 2 6 4-15 2

ბომბარდირები

5 - ალექსანდრო (ვასკუ და გამა), არაუჟო (ნაუტიკო); 4 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულუ), ხერმან ერერა (ბოტაფოგო), ველინგტონ პაულისტა (კრუზეირო), ვაგნერ ლავი (ფლამენგო).

გამოტოვებული მატჩი

11 ივლისი: კორინთიანსი-ბოტაფოგო.

მომდევნო ტური

14 ივლისი: კორინთიანსი-ნაუტიკო, ფიგეირენსე-ატლ. მინეირო, პონტე პრეტა-კორიტიბა.

15 ივლისი: ბოტაფოგო-ფლუმინენსე, ინტერნასიონალი-სანტოსი, კრუზეირო-გრემიო, ბაია-ფლამენგო, ვასკუ და გამა-ატლ. გოიანიენსე, პალმეირასი-სან პაულუ, სპორტი-პორტუგეზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს