65 წლის კრუიფს ყველაზე მეტად ის არ მოსწონს, რომ ჰოლანდიის ნაკრების მესაჭედ 60 წლის ვან გაალის დანიშვნას წინ ორკვირიანი "იაფფასიანი პროპაგანდა" უძღოდა
როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა იოჰან კრუიფი ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუის ვან გაალის დანიშვნას კრიტიკულად შეხვდა.

65 წლის კრუიფს ყველაზე მეტად ის არ მოსწონს, რომ 60 წლის ვან გაალის დანიშვნას წინ ორკვირიანი "იაფფასიანი პროპაგანდა" უძღოდა.

"ჩემი აზრით, ვან გაალის დანიშვნა არ გადაწყვეტილა ისე სწრაფად, როგორც ამაზე ჰოლანდიური ფეხბურთის მამა-მარჩენალები საუბრობენ," - წერს 1974 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გაზეთ "დე ტელეგრააფის" საკუთარ სვეტში ვან გაალზე, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებს 2000-დან 2002 წლამდეც წვრთნიდა და იქვე დასძენს:

"სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება? ამ კითხვაზე სერიოზულ პასუხს ვერავინ გასცემს, რადგან ვან გაალის წარმატება თუ წარუმატებლობა მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაზე იქნება დამოკიდებული. მე სწორედ ეს არ მომწონს!"

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა ლუის ვან გაალი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 6 ივლისს გამოაცხადა და ლუისმა ამ პოსტზე ევროპის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ გადამდგარი ბერტ ვან მარვიიკი შეცვალა. ამ უკანასკნელის ხელში ჰოლანდიელებმა ევრო 2012-ზე ჯგუფური ეტაპიც კი ვერ გადალახეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა