Bild-ის ინფორმაციით, ძმები თავიანთი მორიგი ბრძოლების ორგანიზებას ისე აპირებენ, რომ ვიტალი კლიჩკოს კარიერის დასრულების შემდეგ მისი ტიტული უმცროს კლიჩკოს დარჩეს
გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა გამოაქვეყნა პატარა სტატია სახელწოდებით - "კლიჩკოების კლანის ბოლო დიდი გეგმა".

გაზეთის ინფორმაციით, ძმები თავიანთი მორიგი ბრძოლების ორგანიზებას ისე აპირებენ, რომ WBC-ის ჩემპიონის, ვიტალი კლიჩკოს კარიერის დასრულების შემდეგ მისი ტიტული უმცროს კლიჩკოს - ვლადიმერს დარჩეს, რომელიც, თავის მხრივ, ოთხი ვერსიით (WBA/WBO/IBF/IBO) არის მსოფლიოს ჩემპიონი.

გერმანელ მანუელ ჩართან სექტემბერში დაგეგმილი ბრძოლის შემდეგ ვიტალის სურვილია, კარიერაში გამოსათხოვარი ბრძოლა ბრიტანელი დევიდ ჰეის წინააღმდეგ ჩაატაროს. იმ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ვიტალი გაანთავისუფლებს WBC-ის ტიტულს.

ამის შემდეგ ვლადიმერი მოიპოვებს WBC-ის ვაკანტური საჩემპიონო ქამრის დაუფლების შანსს ამ ორგანიზაციის რეიტინგის პირველ ნომერთან და გამარჯვების შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესი საკრივო ფედერაციების ყველა მთავარი ტიტულის მფლობელი გახდება.

აბსოლუტური ჩემპიონის "შექმნა", სავარაუდოდ, გამოაცოცხლებს სიტუაციას სუპერმძიმე წონაში და გაზრდის ვლადიმერ კლიჩკოს ბრძოლებისადმი ინტერესს.

სტატისტიკის მიხედვით, უმცროსი კლიჩკოს ბოლო სამ ბრძოლაში მაყურებელთა რაოდენობა შემდეგნაირად იკლებდა: კლიჩკო-ჰეი: 15 მილიონი, კლიჩკო-მორმეკი: 12 მილიონი, კლიჩკო-ტომპსონი: 8 მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა