"ყენიას აყვანა სარისკოა, მაგრამ ყველანაირი ლაპარაკი მოთავდება, თუ ფეხბურთელი, რომელიც ნიჭს არ უჩივის, ათამაშდება"
ლევან ყენიას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადასვლას იქაური მედიაც ეხმაურება. ვებგვერდ "სპორტდიალოგზე" წერილიც გამოქვეყნდა ლევან ყენიას "ზენიტში" ტრანსფერის თაობაზე.

"ზენიტი" ნახევარდაცვას აძლიერებს და გათვლას პერსპექტივაზე აკეთებს. თითქოს ასეთი მიმართულება "ზენიტის" გულშემატკივრებისთვის სასიხარულო უნდა იყოს, ოღონდაც ახალგაზრდა ქართველი შუახაზელის, ლევან ყენიას ტრანსფერი ძალიან საკამათოა - თუ სურვილი არის, ამ 21 წლის ფეხბურთელს ძალიან ბევრ პლუსს გამოუძებნით, მაგრამ მისი ტრავმიანობა იბიექტურად იწვევს შიშსაც", - ასე იწყება ეს სტატია.

"საქართველომ ამ ბოლო დროს მოულოდნელად დაიწყო ვუნდერკინდების საფეხბურთო ბაზარზე გამოყვანა.

მაგალითად, ის დითირამბები, რომელსაც ჯანო ანანიძეს უძღვნიდნენ, ჯერ კიდევ მის დებიუტამდე მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში, უკვე ალბათ თეთრ-წითლების გულშემატკივრებსაც მობეზრდათ. ლევან ყენიაც ამ კოჰორტიდან უნდა იყოს", - იუწყება "სპორტდიალოგი" და როგორც ჩანს, კარგად არ არის გარკვეული ყენიას ბიოგრაფიაში, რადგან ლევანმა ჯერ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაამტკიცა თავისი ნიჭი და მერე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგა. მხოლოდ ამის მერე მოხვდა გელზენკირხენის "შალკეში".

სამაგიეროდ, რუსებს კარგად სცოდნიათ, რომ ყენია ჯერ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში იყო. ჩვენი მეზობლები საკითხს ასე აყენებენ - ან "დინამომ" ვერ დაინახა ყენიაში ნიჭი, ან ყენიას სხვა კლუბში უკეთესი პირობები შესთავაზეს, ან სხვა მიზეზი გამოჩნდა - ფაქტია, რომ ყენიას "დინამოდან" წასვლა მოუწიაო.

"თბილისის "ლოკომოტივის" ძირითადში 16 წლის ყენიამ სადებიუტო მატჩი ითამაშა; 2006-07 წლების სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა; მომდევნო სეზონში კი 4 მატჩში 1 ბურთი შეაგდო", - რუსებს ეს ყველაფერიც სცოდნიათ.

რუსებს შეეშალათ და დაწერეს, ყენიამ, ლევან მჭედლიძემ და გიორგი მაკარიძემ ერთდროულად გაიკვლიეს გზა ევროპულ კლუბებშიო.

"სპორტდიალოგმა" ის თანხაც გამოამზეურა, რომლის საფასურადაც ყენია "შალკეში" გადავიდა - 500 000 ევრო, თუმცა არ არის მითითებული წყარო, რაზე დაყრდნობითაც დაასახელეს თანხა.

"სპორტდიალოგი" სიმართლეს წერს: "ყენია "შალკეს" ძირითადს უახლოვდებოდა, დაიწყო თამაში, საკუთარი თავი ნიჭიერ, ძალიან ტექნიკურ შემტევ შუახაზელად წარმოაჩინა, მაგრამ რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ყენიას ხელი ტრავმიანობამ" შეუშალა. კოჭი მას ადრეც აწუხებდა, 2009 წლიდან კი სიტუაცია გართულდა".

"ერთ ოპერაციას მეორე მოსდევდა, მაგრამ ხეირი აქედან არ ჩანდა. 2011 წლის დასაწყისში მან მოედანზე დაბრუნება სცადა, მაგრამ სექტემბერში ისევ დაშავდა და კვლავ გაურკვეველი დროით მოუწია მოედანთან განშორება, რითაც ერთგვარ უნიკალურ შედეგს მიაღწია - საქართველოს ნაკრებში უფრო მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ვიდრე "ლოკომოტივში" ან "შალკეში".

მალე ახალგაზრდა შუახაზელი ყველამ დაივიწყა. ცოტანი როდი იყვნენ ისეთები, შეუმჩნევლად რომ წავიდნენ ფეხბურთიდან".

სტატიის ავტორმა ან არ იცის, ან, უბრალოდ, არ ჩათვალა საჭიროდ, რუსი მკითხველისთვის ეთქვა, რომ ყენია თემურ ქეცბაიამ ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა და რამდენიმე წუთით მოედანზეც შეუშვა, რომ ქეცბაიამ მას თურქეთთან მატჩისთვისაც დაუძახა, ხოლო ალექსანდრე ჩივაძემ ორჯერ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მათ შორის, ახალგაზრდულის შესარჩევშიც ესტონეთთან.

"როცა გაჩნდა ინფორმაცია ყენიას "ზენიტში" შესაძლო გადასვლაზე, ყველამ დაიწყო იმის გადამოწმება, თუ რას წარმოადგენს ეს ფეხბურთელი და როცა გადაამოწმეს, პეტერბურგული კლუბის ხელმძღვანელობას ქოქოლა დააყარეს.

ვაღიაროთ, ეჭვის საფუძველი არსებობს. ორ წელიწადზე მეტი ხნით უთამაშებლობა მსუყე მინუსია ყენიას საფეხბურთო ბიოგრაფიაში. ისიც მართალია, რომ "ზენიტმა" ყენია მუქთად აიყვანა და ფრთხილი კონტრაქტიც გაუფორმა 1+2 სისტემით. თუმცა კითხვები "ზენიტის" მისამართით ისევ არის.

შეთქმულების თეორიის მომხრეებმა უკვე გაიხსენეს, რომ პეტერბურგულ და გელზენკირხენულ კლუბებს საერთო სპონსორი ჰყავთ.

რა თქმა უნდა, ყველანაირი ლაპარაკი მოთავდება, თუ ფეხბურთელი, რომელიც ნიჭს არ უჩივის, ათამაშდება. ახლა ყველაფერი ყენიაზეა დამოკიდებული, მის ჯანმრთელობაზე და ზენიტელი ექიმების კვალიფიკაციაზე.

მეორე შანსს, როგორც ცნობილია, ყველას არ აძლევენ".

სტატიის ბოლოს "სპორტდიალოგის" ჟურნალისტი დასკვნის მაგვარს აკეთებს და ყენიას დადებით და უარყოფით მხარეებს თავისებურად აყალიბებს.

პლუსები:

ყენია ტექნიკური და სწრაფია, არცთუ ურიგო დარტყმა აქვს, მოედანს კარგად ხედავს, შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება და პარტნიორისთვის ჩინებული პასის შესრულება. თუ ჯანმრთელად იქნება, "ზენიტს" მოედნის ცენტრში კიდევ ერთი შემოქმედებითი ფეხბურთელი გაუჩნდება, თანაც, მუქთად მოპოვებული.

მინუსები:

ყენიას აყვანა სარისკოა, მაგრამ არის იმედი, რომ "ზენიტში" ესმით, ვინ უნდა აიყვანონ და რომ უკვე კარგად გამოიკვლიეს ეს ფეხბურთელი.

კიდევ ერთი მინუსი ფეხბურთელის ფორმაა. როგორც უნდა იყოს, ორი გაცდენილი წელი, თანაც, ასეთი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, სერიოზული რამეა.

ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ ამბობენ, ყენიას დიდად არ უყვარს დაცვაში ჩამოსვლაო.

აი, ასეთია ერთ-ერთი რუსული საიტის პოზიცია. ვფიქრობთ, არ არის ურიგო, რომ ყენიას "ზენიტში" მისვლას უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

არა გვგონია, რომ ყენიას ეთნიკური ნიშნით ვინმე კრიჭაში ჩაუდგეს, რუსული პრემიერლიგის მოწინავე კლუბებში არაერთ ქართველს უთამაშია და ასეთი რამ არავის არასდროს უთქვამს.

წლობით უთამაშებელ ყენიას რუსეთის ჩემპიონმა შანსი მისცა და ეს ცოტას არ ნიშნავს. ჯანმრთელობა და ყენია რუსულ პრემიერლიგას თავს მოაწონებს - ასე მგონია და, ალბათ, ასეც იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენიას რუსები აყოვნებენ

რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს

1+2 - ლევან ყენიამ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" კონტრაქტი გააფორმა

"ლელოსა" და Sportall.ge-ს პასუხად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" საიტიდან ლევან ყენიას ფოტო გააქრო

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ლევან ყენია ვერ დამალა

ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]

domenti
"არა გვგონია, რომ ყენიას ეთნიკური ნიშნით ვინმე კრიჭაში ჩაუდგეს"-ო? ერთი შებრძანდით თუნდაც championat.com-ზე რა კომენტარები არის და იყო იქ მოთამაშე ქართველებზე
"კვარაცხელია შეიძლება "ლილთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს" - Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს
ლომინაძემ გაიტანა, შეცვალეს და Flashscore-სგან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა