ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ კადეტი მუშკეტერებისთვის შარშან თასი დააწესა, რომლის გათამაშების ორ ეტაპზე მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელიც ახლა კონტინენტზე კლასიფიკაციით მერვეა, მესამე ადგილები დაიკავა...

ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ კადეტი მუშკეტერებისთვის შარშან თასი დააწესა, რომლის გათამაშების ორ ეტაპზე მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელიც ახლა კონტინენტზე კლასიფიკაციით მერვეა, მესამე ადგილები დაიკავა.

ამას წინათ მსგავს შეჯიბრებაში დაშნით მოფარიკავენი ჩაებნენ ანკარაში. პირველობისთვის 9 ქვეყნის 64 წარმომადგენელი იბრძოდა. საქართველოს სპორტულ ღირსებას ქუთაისის საფარიკაო სკოლის (დირექტორი ვახტანგ ჭოლაძე) წარმომადგენლები ირაკლი ამბროლაძე, ლევან ფცქიალაძე, თორნიკე მემანიშვილი, ირაკლი ფანცხავა (მწვრთნელი _ მალხაზ ძნელაძე) იცავდნენ. პირად პირველობაში ფანცხავამ, მემანიშვილმა და ამბროლაძემ, შესაბამისად, XII-XIII ადგილები დაიკავეს, ფცქიალაძე კი 28-ე იყო. სამაგიეროდ, რიონისპირელმა კადეტებმა გუნდურ პირველობაში იყოჩაღეს. მეოთხედფინალში დანიელები დაამარცხეს _ 45:31, ნახევარფინალში თურქებს სძლიეს 45:38, ფინალური პაექრობა კი რუმინელებთან დათმეს 39:45 და მეორე ადგილს დასჯერდნენ.

გუშინ კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დააფინანსებით თბილისში მოფარიკავეთა ეროვნული ჩემპიონატი დამთავრდა. საფარიკაო ბილიკებზე დედაქალაქის, ქუთაისის, წყალტუბოს, რუსთავისა და აჭარის 95 მონაწილე გამოვიდა სამივე სახეობაში. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მოხმალავეთა პაექრობა. ვაჟთა ფინალში სანდრო ბაზაძემ 15:14 აჯობა უფროს ძმას _ ბექას და ოქროს მედალი მოიპოვა. დების ნახევარფინალი გაიმართა გოგონებში. აქაც უმცროსმა თეოდორა კახიანმა უფროს დას _ სოფიოს მოუგო 15:12, მერე ფინალში უცვლელი კონკურენტი თათია აფციაურიც დაამარცხა (15:11) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამ სახეობაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ მოხმალავეებს წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ელით. როგორც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ გვითხრა, 12 ოქტომბერს მთავარი მწვრთნელის _ მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით ბექა და სანდრო ბაზაძეები და მიხეილ მარდალეიშვილი კიევში გაემგზავრებიან უკრაინელ კოლეგებთან ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე. მისი დამთავრების შემდეგ ბექა ბაზაძე პარიზში 4 და 6 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, ხოლო სანდრო ბაზაძე, მარდალეიშვილი, თეოდორა კახიანი და თათია აფციაური ლობნიაში (მოსკოვთან ახლოს) იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ. დეკემბერში კადეტები და იუნიორები გერმანიასა და ირანში მსოფლიოს და ევროპის თასის ეტაპებზე გამოცდიან ძალებს.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს დანარჩენ ორ სახეობაში, გვინდა გამოვყოთ რაპირაში ლუკა ღაღანიძის წარმატება. 13Oწლის ყმაწვილმა ფინალამდე წარმატებით განვლო ყველა ეტაპი, იქ კი არჩილ უგულავასთან დამარცხდა 10:15 და ვერცხლის მედალს დაყაბულდა.

ახლა კი გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას გაგაცნობთ:

ხმალი

გოგონები. 1. თეოდორა კახიანი, 2. თათია აფციაური, 3. სოფიო კახიანი (სამივე-თბილისი) და ანა სინათაშვილი (ქუთაისი);

ვაჟები. 1. სანდრო ბაზაძე, 2. ბექა ბაზაძე, 3. შოთა შავგულიძე (სამივე-ქუთაისი) და დავითი მთვარელიძე (თბილისი).

რაპირა

გოგონები. 1. თეონა გოგლიძე (თბილისი), 2. თინა ბოლქვაძე, 3. ეკა გიორგაძე (ორივე-ქუთაისი) და ციმი ხარხელაური (თბილისი). ვაჟები. 1. არჩილ უგულავა, 2. ლუკა ღაღანიძე, 3. სანდრო სიხარულიძე (სამივე-თბილისი) და ირაკლი ჭელიძე (ბათუმი).

დაშნა

გოგონები. 1. ეკატერინე ალბრეხტი, 2. მარი ლომოძე (ორივე-თბილისი), 3. ალექსანდრა ანანიაშვილი (ბათუმი) და ნათია ჩაჩხიანი (ქუთაისი).

ვაჟები. 1. ანზორ ალბრეხტი (თბილისი), 2. დავით არველაძე (ქუთაისი), 3. მამუკა მახაშვილი და ზვიად სისაური (ორივე-თბილისი).

სურათზე: მარცხნიდან _ ვახტანგ ჭოლაძე, ირაკლი ამბროლაძე, ლევან ფცქიალაძე, თორნიკე მემანიშვილი, ირაკლი ფანცხავა, მალხაზ ძნელაძე

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა