გია გეგუჩაძის შეგირდებმა ყაზახეთში გამგზავრებამდე ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშეს და კომენტარები გააკეთეს
ვროპის ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესთან" პირველ შეხვედრაში ნაჩვენები ფრეს (1:1) შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, განმეორებით შეხვედრას სტუმრად გამართავს.

აქტობეში ჩასატარებელი მატჩისთვის ქუთაისური გუნდი ჩვეულ რეჟიმში ემზადება. 10 ივლისს "ტორპედომ", გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშისთვის განკუთვნილი დროის ძირითადი ნაწილი ბურთთან ყოფნას დაუთმო.

მცირე ტრავმის გამო ქუთაისელთა რიგებში სათუოა ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძის თამაში, რომელმაც ინდივიდუალურად ივარჯიშა და სავარაუდოდ, 11 ივლისს გაირკვევა, მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას "აქტობე"-"ტორპედოს" დაპირისპირებაში.

ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთში 11 ივლისს, დილით, ჩარტერული რეისით გაფრინდება."აქტობესთან" საპასუხო შეხვედრა საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

მომავალი მატჩის შესახებ "ტორპედოს" ფეხბურთელებს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ:

დავით გამეზარდაშვილი:

"რაც შეეხება წინა შეხვედრას, სიმართლე გითხრათ, ჩვენი თამაში, როგორც შეგვეძლო, ისე ვერ წარმოვაჩინეთ, რაც მხოლოდ ჩვენი ბრალია.

მეტოქემ დალაგებულად და მიზანმიმართულად ითამაშა. მონდომება ჩვენც არ გვაკლდა, მაგრამ ფეხბურთია და ბევრი რამ არ გამოგვდიოდა.

გოლიც გავიტანეთ და ურიგო შედეგი არ იქნებოდა მინიმალური სხვაობით გამარჯვება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ზოგიერთი კანონის მიხედვით - ჩვენ ეს თამაში არ უნდა მოგვეგო.

დაკარგული არაფერია. 12-ში გოლი აუცილებლად გვაქვს გასატანი და არც უნდა გავუშვათ. ღმერთის წყალობით, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება".

ომარ მიგინეიშვილი:

"პირველ თამაშში ვერ ვიყავით სათანადო სიმაღლეზე, მომავალ მატჩში კი უკეთესად ვითამაშებთ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ და გავახაროთ ქუთაისელი გულშემატკივრები".

გივი იოსელიანი:

"სამწუხაროა, რომ ის მოლოდინი ვერ გავამართლეთ, რასაც გულშემატკივრები ჩვენგან ელოდნენ. საკუთარი თავისგან ჩვენც მეტს ველოდით.

მართალია, თამაში არ იყო სასიამოვნო საცქერი, თუმცა შედეგი არც ისე ტრაგიკულია და უიმედო. დავინახეთ მეტოქის ძალა, უკვე ვიცით მისი შესაძლებლობები, ვიცით, ჩვენ რა შეგვიძლია და მგონი, მზად ვართ "აქტობეს" ბარიერი გადავლახოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

ყველაფერი გაანალიზებულია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გულშემატკივრების წინაშე მოვახდინოთ რეაბილიტაცია.

"ტორპედოს" ყველა ფეხბურთელი ღირსეულია და იმსახურებს ევროპის ლიგის შემდეგ და შემდეგ ეტაპებზე თამაშს".

გიორგი ფანცულაია:

"პირველ შეხვედრაში ჩვენთვის არასასურველი შედეგი დაფიქსირდა. ძალიან ძნელი თამაში გამოვიდა. ამ მატჩში ჩვენ, ალბათ, საკუთარი შესაძლებლობების 10 პროცენტიც ვერ გამოვავლინეთ, თუმცა წინ გვაქვს საპასუხო მატჩი და ყველანაირად მოტივირებულები ვართ მიზნის მისაღწევად.

ბრძოლის და რწმენის ხარჯზე ყველაფერს შევძლებთ".

დავით დიღმელაშვილი:

"მოგება გვინდოდა და არ გამოგვივიდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. უნდა დავივიწყოთ გასული თამაში, უნდა ვიფიქროთ 12 ივლისის შეხვედრაზე და ვეცადოთ, რომ ისეთ შედეგს მივაღწიოთ, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

მეტოქეზე გვქონდა ინფორმაცია და ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდია, თუმცა დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ არის.

ისე არ ხდება ყოველთვის, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა აღვნიშნავ, რომ სტუმრად მოგება სავსებით შესაძლებელია - სწორი ტაქტიკური თამაშის ჟინის და მონდომების ხარჯზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

www.fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრემ "აქტობე" ხასიათზე მოიყვანა

ყაზახები გადიდგულდნენ - ქუთაისში ფრეს არ ველოდითო

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება

ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო

ramo
პეტრე-პავლობის მადლი გფარავდეთ.
ZURABIUSI
მე სიკვდილამდე მჯერა ჩემი გუნდის!!! მინდა ყველა ტორპედოელმა იცოდეს რომ მთელი ქალაქი თქვენთანაა!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა