იტალიაში ლომბარდიის თასისთვის ბრძოლაში ოთხი კლუბი ჩაერთო: "კანტუ", "მილანი", "კრემონა" და "ვარეზე"...

იტალიაში ლომბარდიის თასისთვის ბრძოლაში ოთხი კლუბი ჩაერთო: "კანტუ", "მილანი", "კრემონა" და "ვარეზე".

პირველ ნახევარფინალში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" "კრემონა" გაანადგურა (70:50), მეორეში "მილანმა" "ვარეზეს" 74:60 სძლია. ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ "მილანი" და "კანტუ" წარსდგნენ. დაძაბული შეხვედრა "კანტუს" გამარჯვებით 80:78 დასრულდა. მარკოიშვილმა გუნდს 18 ქულა შესძინა.

ნახევარფინალში "კრემონას" დამარცხება პირველ რიგში მანუჩარ მარკოიშვილის დამსახურებაა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. მატჩის მიმოხილვაში რამდენიმეჯერ გვხვდება "ბომბა დი მარკოიშვილი", რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა უკანახაზელმა მეტოქე სამქულიანებით "დაბომბა".

საინტერესოა, რომ "კრემონას" მანუს ყოფილი მწვრთნელი ტომო მაჰორიჩი ხელმძღვანელობს. ისინი ერთად "კიევში", 2007-08 წლებში მუშაობდნენ. "კრემონაში" "კიევის" მაშინდელი კაპიტანი არტურ დროზდოვი ირიცხება, რომელმაც "კანტუსთან" 11 ქულა ჩააგდო.

ორიოდე დღის წინ კანტუელებმა "ფაბიო სიმოს" თასი მოიგეს. ამ ჯილდოს მათ "დინამო სასარი" ეცილებოდა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა 78:62 იმარჯვა. მანუმ 2 ქულა ჩააგდო.

სხვათა შორის, "ჯუზეპე ანჯელიკოს" თასისთვის ბრძოლაში ზემოხსენებულმა "დინამო სისარიმ" ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსს" სძლია - 71:70. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 9 ქულით დაასრულა.

მანამდე ბოლონიელებმა შედარებით ძლიერ მეტოქესთან, 8 ქულის სხვაობით დათმეს: "მილანთან", 73:81. ვიქტორმა მოედანი უქულოდ დატოვა.

ნიკა მეტრეველის "კრაბსმა" "ფერარასთან" ვერაფერი გააწყო - 59:68. ნიკამ 6 ქულა ჩააგდო. "კიბორჩხალებს" შორის გამოცდილი დუშან ვუკჩევიჩი გამოირჩა - 20 ქულა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა