პალერმოს ქალთა 220 000-იან საერთაშორისო ტურნირში ანა ტატიშვილმა ძირითადი ბადის პირველ წრეში ბულგარელ დია ევთიმოვას ორ სეტში იოლად მოუგო
წინა კვირას ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა იტალიაში ბულას 100 000-იან საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ანა აპენინებზე დარჩა და პალერმოს ქალთა 220 000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაება.

10 ივლისს ძირითადი ბადის პირველ წრეში ბულგარელ დია ევთიმოვას ორ სეტში იოლად მოუგო 6:2, 6:2.

ჩვენებური წყვილებში ესპანელ ესტელა კაბეზასთან ერთად პირველ წრეში მარია კონდრატიევა და სოფი დეფერის რუს-ფრანგულ დუეტს დაუპირისპირდება.

საფრანგეთში ბიარიცის 100 000-იან ტურნირში ჩაება სოფიო შაფათავა. მან სტარტი კვალიფიკაციიდან აიღო, სადაც ზედიზედ სძლია მასპინძლებს - კამილ მაისონავსა (6:2, 6:4) და ამანდინ ჰესს (6:4, 7:5). ძირითადი ბადის პირველ წრეში ფრანგ ვირჯინია რასანოს შეხვდება.

წყვილებში შაფათავა რუს ანგელინა გაბუევთან ერთად იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის. პირველ წრეში ისინი კიმ-ალისა გრაიდეკსა (გერმანია) და ამანდინ ჰეს (საფრანგეთი) უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ ფრანგის ტრავმის გამო უბრძოლველად გავიდნენ მეოთხედფინალში.

ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტი მაკა ჩახნაშვილი ბელგიის 25 000-იანი ტურნირის ძირითად ბადეშია მე-7 ნომრად განთესილი. ასპარეზობის სტარტზე მისი მეტოქე იქნება მასპინძელი შტეფი დისტელმანი, რომელმაც ძირთად ბადეში თამაშის უფლება კვალიფიკაციიდან მიიღო.

სტამბულის 10 000-იან ტურნირში ჩაებნენ თამარ ჭალაგანიძე, ანი გოგვაძე და ნათია გეგია. ჭალაგანიძემ საკვალიფიკაციოში ოლგა პარის აზკუტიასთან (ესპანეთი) წააგო 3:6, 3:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ანი გოგვაძე ძირითად ბადეში დამარცხდა იულია სტამატოვასთან (ბულგარეთი) - 2:6, 5:7. გეგიას ერთეულებში ჯერ არ უთამაშია. წყვილებში კი აზერბაიჯანელ კამილა ფარჰადისთან ერთად ანი გოგვაძისა და კემრე ანილის (თურქეთი) დუეტთან დამარცხდა - 0:6, 6:1, 9:11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე