"დიორი ეტოს" 22 წლის ქართველი მარცხენა მცველის საბოლოო პასუხს ისრაელის ერთ-ერთი კლუბი ელოდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ლაშა თოთაძე გორის "დილამ" ზამთარში დაიმატა, მაგრამ ლაშას "დიორ ეტოსთან" კონტრაქტი მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება და სეზონის დასრულების შემდეგ უნგრელებმა იჯარის გახანგრძლივებაში საკმაოდ დიდი თანხა მოითხოვეს.

ამ დროისათვის გორელები უკვე შეთანხმებულები იყვნენ კვიპროსის "ანორთოსისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველთან, დავით კვირკველიასთან, რომელიც გუნდში უკომპენსაციოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ასეთ დროს დღეს "დილაზე" მდიდარი ევროპული კლუბებიც არჩევანს თავისუფალი მოთამაშის სასარგებლოდ აკეთებენ. გამონაკლისი არც "დილა" აღმოჩნდა და ფეხბურთელთან დაშორება მოუხდა.

ლაშა უნგრეთში დაბრუნდა და სეზონისთვის "დიორ ეტოში" ემზადება. უკვე ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ბოლო მათგანი უნგრელებმა სლოვენიაში სოფიის "ლევსკისთან" გამართეს და 1:2 წააგეს. ლაშა მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა. წინა შეხვედრა უნგრელებმა აკაკი ხუბუტიას რუმინულ "გაზ-მეთანთან" 2:0 მოიგეს. თოთაძემ შეუცვლელად ითამაშა.

თუმცა ჯერ მისი უნგრეთში დარჩენა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, რადგან 22 წლის მარცხენა მცველს ისრაელისა და კვიპროსის კლუბებში იწვევენ. კვიპროსზე უარი თავად თქვა, რადგან კუნძულზე ეკონომიკური კრიზისია და კლუბებს გაუჭირდათ, ისრაელის კლუბი კი მის საბოლოო პასუხს უახლოეს დღეეში ელის.

სოფიის "ლევსკისთან" არ უთამაშიათ რატი ალექსიძესა და გიორგი განუგრავას. "დიორ ეტოს"ვებგვერდის ცნობით, ორივე მთავარმა მწვრთნელმა ტრავმების გამო დაასვენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა