სოსო გრიშიკაშვილის ამბავთან დაკავშირებით - ფეხბურთელის დამონების ტექნოლოგია საქართველოში
ოდესღაც გულისამაჩქროლებელ "დინამოს" ვერ დამართნია კარგი საქმე - ყოფილი ფეხბურთელი ფეხბურთის ფედერაციაში უჩივის, კლუბმა მკურნალობა არ დამიფინანსაო.

არ ვიცი, რითი დამთავრდება ეს დავა, მაგრამ ასეთი სკანდალური სიტუაცია რომ შეიქმნა, ეს უკვე კარგი არ არის კლუბის რეპუტაციისთვის, რაც იმაზე ბევრად უნდა ფასობდეს, ვიდრე გრიშიკაშვილის ორი ოპერაციის ხარჯი.

ფეხბურთელის ბედი საქართველოში ძნელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ის ანაზღაურება არ არის, როგორც სხვაგან; უბრალოდ, ჩვენთან არ იციან ადამიანის ფასი, ჩვენთან ადამიანი, როგორც ღირებულება, ისე რა ღირებულებაა.

ზოგ კლუბს ფეხბურთელები სულაც დამონებული ჰყავს. მონად ქცევის ტექნოლოგია ასეთია: კლუბი ფეხბურთელს უფორმებს 200-ლარიან კონტრაქტს. სინამდვილეში მას უხდის თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტს, რადგან სხვანაირად ფეხბურთელი ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებს.

თუ კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე ხანში კლუბსა და ფეხბურთელს შორის დავა წარმოიქმნა, ფეხბურთელმა კი არ დათმო, კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს. ტრანსფერზე დაყენების შემთხვევაში კლუბი ვალდებულია, რომ ფეხბურთელს ხელფასი მაინც გადაუხადოს, ოღონდ მხოლოდ იმ ოდენობით, რაც კონტრაქტში წერია, ანუ ფეხბურთელი თვეში 200 ლარზე მეტს ვერ მიიღებს.

ამიტომაც, თუ რამე სადავო გაჩნდა, ფეხბურთელი იძულებულია, რომ კლუბის პრეზიდენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ქედი მოუხაროს.

ფეხბურთელმა იცის, რომ ის მონაა.

ასეთი კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე გამოვა და იტყვის, წლობით ვაფინანსებ კლუბს და დიდად რესპექტაბელური ვინმეც ვარო.

ქართველი ფეხბურთელი ვერ ბედავს კლუბთან ბრძოლას, თუ მას წასასვლელი არსად აქვს. ქართველი ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია, რომ გახდეს ახალი ბოსმანი. არადა, ეს საჭიროა, სხვანაირად მონათმფლობელობა არ დასრულდება.

"დინამოს" და სოსო გრიშიკაშვილის საქმე სულ სხვანაირადაა. ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. როცა გუნდს დასჭირდა, ძლიერი გამაყუჩებლითაც გავიდა მოედანზე. საოპერაციო იყო და კლუბმა საამისო ხარჯი არ გასწია - ასე გვითხრა გრიშიკაშვილმა. მან ისიც მოგვახსენა, კლუბმა თვენახევრის ხელფასი არ გადამიხადა და დიღმის ბაზაზე მისვლაც ამიკრძალაო.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით "დინამო თბილისმა " ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც წერია, რომ "სოსო გრიშიკაშვილის ოპერაცია, რომელიც მან ჩაიტარა საზღვარგარეთ, არ ყოფილა შეთანხმებული კლუბის ხელმძღვანელობასთან და არც კლუბის ექიმის მხრიდან გაკეთებულა ოფიციალური მომართვა აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, კლუბს ოპერაციასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია".

"დინამოს" პოზიცია გასაგებია, ოღონდაც გაუგებარი რჩება, რა უნდა ექნა ფეხბურთელს, როგორ უნდა მოერჩინა ტრავმა?

"...ვალდებულია, მკურნალობა გაიაროს კლუბის ექიმთან და ამ უკანასკნელის მიერ შერჩეულ სპეციალისტთან დამსაქმებლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ მოთამაშე თავისი შეხედულებისამებრ მოინდომებს მკურნალობას, დამსაქმებელი თავისუფლდება ხარჯებისაგან", - ეს წერია კლუბსა და ფეხბურთელს შორის დადებულ ხელშეკრულებაშიო, იუწყება "დინამოს" ოფიციალური განცხადება.

ჩნდება კითხვა: რომელი სამედიცინო დაწესებულება შეურჩია "დინამომ" გრიშიკაშვილს? კლუბის განცხადებაში ამაზე არაფერია ნათქვამი, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტრავმის დროს კლუბმა ფეხბურთელი, ფაქტობრივად, მიატოვა. საქართველოში რომ ყოფილიყო ისეთი ექიმი და კლინიკა, გრიშიკაშვილს მკურნალობას რომ გაუწევდა, რატომ წავიდოდა ფეხბურთელი საზღვარგარეთ და რატომ დახარჯავდა უფრო მეტ ფულს?

რაღა გითხრათ, მე მგონია, რომ "დინამოს" ეს განცხადება ძალიან უსუსურია იმასთან შედარებით, რაც გრიშიკაშვილმა თქვა "ლელოსთან" ინტერვიუში.

ქართული საფეხბურთო სამყარო ძალიან კომპაქტურია და ყველამ იცის, როგორი ადამიანია სოსო გრიშიკაშვილი. "დინამოს" ახლანდელ პრეზიდენტს კი საფეხბურთო მილეთი ახლა ეცნობა, მათ შორის, გრიშიკაშვილისა და "დინამოს" შორის წარმოქმნილი სკანდალითაც.

რომან ფიფია ერასტის ძე, ნამდვილი სახელი გულადი - ასე წერენ რუსული საიტები "დინამო თბილისის" პრეზიდენტზე. იმასაც წერენ, რომ მასზე ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული. ფიფიას სახელს აკავშირებენ პოლიტიკასთან...

ფიფიას პრეზიდენტობისას "დინამომ" მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები წამოიწყო და ეს ძალიან კარგია, ოღონდაც ყოველივე ეს ვერ შექმნის კლუბის ფილოსოფიას, იმ სულს, რაც "დინამოს" ტიტულებსა და ისტორიას ეკადრება. სარატოვის "სოკოლს" ვინძლო "დინამოზე" მეტი დაფინანსება ჰქონდა, მაგრამ "სოკოლი" "დინამო" ვერ გახდება, სარატოვი სულ სხვა პლაცდარმია...

სხვა თუ არაფერი, "დინამოს" გაკარგებული ბაზა და სტადიონი შერჩება - ასეთი თვალსაზრისი პრაგმატული და ლოგიკურია, ოღონდაც ფეხბურთს სხვა რამეც სჭირდება, მათ შორის, ადამიანური მომენტებიც.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, გრიშიკაშვილისა და "დინამოს" დავას გაგრძელება ექნება. ეს ამბავი კი კარგი გაკვეთილი გამოდგება იმ ფეხბურთელებისთვის, დღეს-ხვალ რომ უნდა მოაწერონ კონტრაქტს ხელი რომელიმე ქართულ კლუბთან.

საქართველოში ისეთები მომხდარა და ხდება, რომ ბოსმანის საქმე მონაგონი იქნება, თუ ფეხბურთელი გულადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამოს" განცხადება სოსო გრიშიკაშვილთან დაკავშირებით

სკანდალი: თბილისის "დინამომ" სოსო გრიშიკაშვილი განგრენისთვის გაიმეტა

ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოსგან" ამას არ ველოდი...

ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!

russian-bazaar - გაიღეთ მოწყალება ქართული ფეხბურთისთვის!

david
დუდუ, თუ არ გჯერა რომ 200 ლარიან კონტრაქტზე აწერინებენ ხელ უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს კონტარქტზე, შეგიძლია მიხვიდე ფეხბურთის ფედერაციაში და გადაამოწმო. ხოლო ვისაც თავართქილაძის ჟურნალისტურ პატიოსნებაში ეჭვი ეპარება, იმის დედა მოვტყან ათასი წელი!!!!!!!!!!
OT
Kento - 200ლარს ადზლევენ თუ 1000დოლარს - ეს ტანხა მაინც ცოტაა პროფესიონალური ფეხბურტელისტვის.
kento
თავართქილაძე !200 ლარიან კონტრაქტს რომ აწერს ხელს რაც ტყუილია მარა მაინც,რაზე ფიქრობს ის ფეხბურთელი,თუ ზალით აწერინებენ ხელს?! არა ხარ შენ პატიოსანი ჟურნალისტ
mari
კვეკვესკირმა რა დაასჰავა დუბლებსჰი რო გადაიკვანეტ ასეტი ?
bondo
დინამომ ბევრი კარგი ფეხბურთელი გააფუჭა
aravarmartaliiiii
დუდუ, შე ჩ...სა შენ გეყიდა "დინამო" და ეს ე.წ. მაჯლაჯუნები აღარ დაეპატრონებოდენ. მაგრამ გქონდა ან გაქვს კი მაგის თავი და უნარი.
დუდუ
იმისთვის, რომ ფეხბურთს მაჯლაჯუნები ჩამოშორდნენ, აუცილებელია, რომ მაჯლაჯუნები ჩამოშორდნენ ქვეყანას. იმიტომ, რომ ეს ერთი და იგივე მაჯლაჯუნებია და ამათ ხელში სიკეთე არ იქნება.
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს