დიდებული ფეხბურთითა და საშინელი ლოთობით ლეგენდარული პოლ გესქოინის ცხოვრება როგორც ჩანს ფხიზლობის ფაზაში შევიდა
დიდებული ფეხბურთითა და საშინელი ლოთობით ლეგენდარული პოლ გესქოინის ცხოვრება როგორც ჩანს ფხიზლობის ფაზაში შევიდა – "ნიუკასლ იუნაიტედის", "ტოტენჰემ ჰოთსპურის", "ლაციოს", "რეინჯერსის" და კიდევ ოთხი კლუბის ყოფილი ვარსკვლავი ნონ ლიგის "გერფორთ თაუნს" ჩაუდგა სათავეში. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის გაგებისას პირველი რაც კაცს თავში მოუვა ასეთი შეკითხვაა: კი, მაგრამ რას ერჩოდა "გერფორთ თაუნის" ხელმძღვენელობა საკუთარ გუნდს? თუმცა, 43 წლის გაზა ასე ამბობს:

"ახლა თავს ჩინებულად ვგრძნობ. ჩემთვის "გერფორთ თაუნის" სათავეში ჩადგომა დიდი გამოწვევაა, ოღონდ ძალიან მაინტერესებს ფეხბურთელებს თუ უნდათ ჩემთან ერთად ეს გამოწვევა რომ მიიღონ. ადრე არ ვიცოდი როდის მოვახერხებდი ფეხბურთში დაბრუნებას, ახლა კი აქ ვარ და მინდა ფეხბურთელებს კარგად თამაში ვასწავლო. ყველას დავარწმუნებ, რომ საქმისადმი თავდადებული კაცი ვარ".

ახლა კი მოდი დავაზუსტოთ მაინც რა შეჯიბრებაში გამოდის დასავლეთ იორკშირის ეს გუნდი. ეს გახლავთ, ეგრეთწოდებული "ივო-სტიკის" ჩრდილოეთის ლიგის პირველი დივიზიონი – უშუალოდ კონფერენსის ქვემოთ. გამოდის, რომ პრემიერლიგიდან მეხუთე დონეა. გესქოინი ამბობს:

"აღტაცებული ვარ და რასაკვირველია, ცოტათი ვნერვიულობ კიდეც. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები საქმეს".

შეგახსენებთ, რომ გესქოინმა ადრეც სცადა მწვრთნელობა, "კეტერინგს" ჩაუდგა სათავეში, მაგრამ 39 დღეში დატოვა იქაურობა. მიზეზი: ძალიან ბევრს სვამდა.

"გერფორთის" მეპატრონე საიმონ კლიფორდი: "ჩვენი გუნდის მწვრთნელად პოლ გესქოინის დანიშვნა პიარისთვის გადადგმული ნაბიჯი არ არის. მე მინდა მან ფეხბურთელებზე იმოქმედოს და თუ ვინმეს ცხოვრებაში რაიმე პრობლემა აქვს, აჩვენოს, რომ მათი დაძლევა შეიძლება. მან ხომ ჯოჯოხეთი გამოიარა, მაგრამ კვლავ ფეხზე დგას".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა