მნიშვნელოვან ტურნირებზე ნანა ძაგნიძეს უცილობელ ფავორიტად რომ მიიჩნევენ, ეს კარგა ხანია, ცნობილია, მაგრამ იმას, რაც სომხურ ჯერმუკში ხდება მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშებაზე, ალბათ, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა...

მნიშვნელოვან ტურნირებზე ნანა ძაგნიძეს უცილობელ ფავორიტად რომ მიიჩნევენ, ეს კარგა ხანია, ცნობილია, მაგრამ იმას, რაც სომხურ ჯერმუკში ხდება მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშებაზე, ალბათ, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა - საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის შეჯიბრებაზე 8 შესაძლებლიდან 7,5 ქულის მოგროვება ნამდვილად გმირობის ტოლფასია. სწორედ ასეთი შედეგი აქვს ნანა ძაგნიძეს, რომელმაც გუშინ შავი ფიგურებით მასპინძელი ლილით მკრტიჩიანი დაამარცხა. ქართველმა მოჭადრაკემ სომეხი დიდოსტატის მიერ 33-ე ბ4 სვლით დაშვებული შეცდომა ჩინებულად გამოიყენა: მეტოქეს ჯერ პაიკი აართვა, შემდეგ აქტიური, უნაკლო იერიშებით 43-ე სვლაზე აიძულა, საათი გაეჩერებინა, რადგან შავების მომდევნო სვლაზე შამათი გარდაუვალია.

წარმატებას მიაღწია ნანას უმთავრესმა კონკურენტმა ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი), რომელმაც, ასევე, შავებით 33-ე სვლაზე სიუ იუჰუას (ჩინეთი) სძლია. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) ეკვადორელი მარტა ფიერო დაამარცხა. მშვიდობიანად დამთავრდა შენ იანი-მაია ჩიბურდანიძის, ელინა დანიელიანი-პია კრამლინგის, ანტუანეტა სტეფანოვა-ბაირა კოვანოვას პარტიები.

8 ტურის შემდეგ: ძაგნიძე - 7,5, კოსინცევა - 6, მკრტიჩიანი, ჰოუ იფანი - 5-5, დანიელიანი, სტეფანოვა, შენ იანი - 4-4, კრამლინგი, სიუ იუჰუა, ჩიბურდანიძე - 3-3, კოვანოვა - 2,5, ფიერო - 1 ქულა.

მე-9 ტურში ითამაშებენ: კრამლინგი-მკრტიჩიანი, კოვანოვა-დანიელიანი, ფიერო-სტეფანოვა, კოსინცევა-ჰოუ იფანი, ჩიბურდანიძე-სიუ იუჰუა, ძაგნიძე-შენ იანი.

შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტური დარჩა.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე