ლუისი ფლორიდაში, მესამე ფრანგი "სპურსში", რუსი "მინესოტაში"
აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებას NBA-ს ახალი ჩემპიონი "მაიამი ჰიტი".

როგორც ESPN-ის ვებგვერდი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ფლორიდულმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწია რაშარდ ლუისთან (გასულ სეზონში - 7.8 ქულა).

უკვე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ლუისი "ჰიტში" ორი წელი ითამაშებს და ამ დროის განმავლობაში 2.8 მილიონ დოლარს მიიღებს. როგორც ირკვევა, ლუისს უფრო სარფიანი წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ მან "მაიამის" ვარიანტი არჩია.

11 ივლისს "ჰიტმა", რეი ალენთან ერთად, ლუისიც წარუდგინა ჟურნალისტებს.

სპურსმა დანკანი გაიფორმა და დე კოლო დაიმატა

გუშინ გახდა ცნობილი, "სან ანტონიო სპურსმა" და ტიმ დანკანმა (15.4 ქულა, 9.0 მოხსნა) ვეტერანი ფორვარდის ახალი კონტრაქტი შეათანხმეს. ლეგენდარული კალათბურთელი "სპურსში" კიდევ სამი წელი დარჩება და ჯამში 34 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე დანკანი ამბობდა, დიდად არ ვარ დაინტერესებული სხვა კლუბში გადასვლითო.

ამასობაში "სპურსის" შემადგენლობა მესამე ფრანგი კალათბურთელით შეივსო.

ესპანეთის "ვალენსიას" მცველი ნანდო დე კოლო "სან ანტონიოსთან" ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდში უკვე ირიცხებიან საფრანგეთის ნაკრების წევრები - ტონი პაკერი და ბორის დიავი.

"სან ანტონიოსთან" კონტრაქტის გაფორმება უდიდესი პატივია ჩემთვის, მაგრამ ყოველთვის კარგად მემახსოვრება "ვალენსიაში" გატარებული სამი წელი", - განაცხადა დე კოლომ.

შარშან ევროთასზე ჩატარებულ 16 მატჩში დე კოლო საშუალოდ 11.3 ქულას აგროვებდა.

დერონი და ნეში დადასტურდა

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა ორი კონტრაქტი, რომლის შესახებაც საკალათბურთო საზოგადოებისთვის პრესის მეშვეობით იყო ცნობილი.

"ბრუკლინ ნეტსის" პრესატაშემ განაცხადა, რომ კლუბმა ხუთწლიანი და 98-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა გამთამაშებელ დერონ უილიამსთან (21.0, 8.7 პასი). ამასთან, ოთხი წლის გასვლის შემდეგ დერონს თავისუფალ აგენტებში გასვლისა და კლუბის შეცვლის უფლება ექნება.

ასევე დადასტურდა ვეტერანი გამთამაშებლის, სტივ ნეშის (12.5, 10.7 პასი) "ლეიკერსში" გადასვლა. "ფინიქსის" ყოფილმა მცველმა კალიფორნიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "სანზმა" კანადელის სანაცვლოდ მომავალ სამ დრაფტზე ოთხი კალათბურთელის არჩევის უფლება მიიღო.

გრძელდება ლაპარაკი იმის შესახებ, რომ "ლეიკერსში" შესაძლოა, "ფინიქსის" კიდევ ერთი ვეტერანი ვიხილოთ. ეს გახლავთ ფორვარდი გრანტ ჰილი (10.2 ქულა, 3.5 მოხსნა). ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჰილი "ლეიკერსში" გადავიდოდა ან დაასრულებდა კარიერას.

თუმცა ახლა ანონიმური წყარო წერს, რომ ვეტერანი არ გამორიცხავს მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტებს. მაგალითად, ის აპირებს განიხილოს "მაიამისა" და "ფინიქსის" წინადადებები.

მეორე რუსი ასოციაციაში

ახალი სეზონიდან მეორე რუსი ლეგიონერი გამოჩნდება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების მცველი ალექსეი შვედი კონტრაქტზე შეუთანხმდა "მინესოტა ტიმბერვულვზს" და ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

როგორც რუსული პრესა წერს, ვენესუელაში გამართული ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ 23 წლის შვედი აშშ-ში გაემგზავრა ახალ გუნდთან კონტრაქტის გასაფორმებლად.

"მინესოტას" გარდა, რუსით დაინტერესებულნი იყვნენ "კლივლენდი", "მემფისი" და "ოკლაჰომა". ყველა კლუბი მას 10 მილიონ დოლარად შეფასებულ სამწლიან კონტრაქტს სთავაზობდა.

2010 წელს შვედი მონაწილეობდა NBA-ს დრაფტში, მაგრამ არცერთ გუნდს არ გასჩენია მისი აყვანის სურვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს