ევროპალიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
ევროპალიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი.

12.07. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00

მეტალურგი-ტეუტა

(პირველი მატჩი 3:0)

რუსთავის "მეტალურგი" თითქმის გასულია მომდევნო ეტაპზე, თუმცა ეს მაინც ევროტურნირია და მოდუნებასა თუ ქედმაღლობას არ პატიობს.

11 ივლისს "მეტალურგმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაახლოებით ერთი საათი ივარჯიშა. წვრთნა მატონიზირებელი იყო, თქმა რად უნდა, რომ მატჩის წინა დღეს მწვრთნელი ფეხბურთელებს სიქას არ გააძრობდა.

რუსთავური გუნდის ფეხბურთელები თავდაჯერებულები ჩანდნენ და ეს მატჩის წინ დიდად გამოსადეგარი რამეა.

ვარჯიშამდე "მეტალურგის" თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმაც ჟურნალისტებს გვითხრა, მოდუნება არ ეგების, საქმე მოთავებულად არ უნდა ჩავთვალოთო.

რუსთაველთა ვარჯიშის შემდეგ "მიხეილ მესხზე" ალბანური "ტეუტა" უნდა გამოსულიყო. "ტეუტა" დიდი გულჩათხრობილი გუნდი ყოფილა - რუსთავურ კლუბში გვითხრეს, ალბანელებმა არც რეისი გვაცნობეს და არც ის, რომელ სასტუმროში გაჩერდებიან თბილისში, ჩვენთან კავშირზე არ გამოდიანო.

ალბანელთა დამრიგებელმა ჰასან ლიკამ მოედანზე 17 ფეხბურთელი გაიყვანა. ბევრი სირბილითა და მოძრაობით არც "ტეუტას" შეუწუხებია თავი.

დანარჩენი 12 ივლისს გამოჩნდება. "მეტალურგი" ცალი ფეხით მეორე ეტაპზეა და საკუთარ თავს თვითონ თუ არ შეუქმნის პრობლემებს, "ტეუტას" უკან მოიტოვებს.

2003 წელს "დინამომ" ალბანურ "ტირანას" შინ 3:0 მოუგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ალბანელები გავიდნენ. ვინძლო ცუდი შედარებაა, მაგრამ გაკვეთილად მაინც უნდა გამოადგეს ყველას.

"მიხეილ მესხზე" მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. სტადიონზე რეკონსტრუქციაა და ტრიბუნების მეტი წილი სკამებაყრილია, თუმცა იმდენ ქომაგს ნამდვილად დაიტევს, რამდენსაც იქ მისვლის და "მეტალურგის" ქომაგობის სურვილი ექნება. ბილეთის ფასი 3 ლარია.

მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი დაიწყებს და შეხვედრის პირველ ტაიმს წარმოადგენს; მეორე ტაიმს კი II არხი გვიჩვენებს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ 19:00 სთ-ზე ევროპალიგაზე მოთამაშე კიდევ ერთი ქართული გუნდის - ქუთაისის "ტორპედოს" ყაზახეთში "აქტობესთან" მატჩი დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ...

დიმიტრი ტატანაშვილი: "პლზენთან" წაგებას წინასწარ შეგუებულები ნამდვილად არ ვართ

ტეუტა-მეტალურგი 0:3 - რუსთაველებმა საქმე უკვე მოამთავრეს

dinamo
მართალი ხარ წინაზე ხო ტორპედოს თამაშს ვუყურეთ და ეხლა კიდე რუსტავი გავყურებინონ რაარი უფრო კაი თამაში იქნება გაგვახარებენ მაინც
ანთოკელი
მერე, აკტობე გაუშვით მეორე არხზე, რუსტავმა რა დააშავა, არ გვაქვს ეს მეორე არხი და ტორპედოს ჯახირს რატომ ვუყურო?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა