წლეულს ბრიტანეთის დედაქალაქში წამსვლელ 36 ლიცენზიანტს შორის ერთ-ერთი 20 წლის სიგრძეზე მხტომელი მაიკო გოგოლაძე გახლავთ
ქართველ მძლეოსნებს წლეულს უხვი მოსავალი აქვთ - სხვადასხვა დისციპლინაში ქვეყნის რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესეს, ოთხმა ათლეტმა კი ოლიმპიური თამაშების საგზურები მოიპოვა.

მსგავსი რამ ნახევარი საუკუნეა, სამამულო სპორტის ისტორიას არ ახსოვს. მხოლოდ 1952 და 1960 წლებში, ჰელსინკისა და რომის თამაშებზე გამოდიოდა საბჭოთა ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში ჩვენი ქვეყნის 4-4 მძლეოსანი. წარმატებითაც. წლეულს ბრიტანეთის დედაქალაქში წამსვლელ 36 ლიცენზიანტს შორის ერთ-ერთი 20 წლის სიგრძეზე მხტომელი მაიკო გოგოლაძე გახლავთ.

"სპორტის დედოფლის" სამყაროს ცხრა წლის წინათ გაუშინაურდა. ხან რაში სცადა ბედი, ხან - რაში. 15 წლისა უფრო თარჯრბენამ და სიგრძეზე ხტომამ გაიტაცა.

დღემდეც შემორჩა. ჯერ გოგი გოზალიშვილი ამეცადინებდა. ორი წელიწადია, ელდარ ლომთაძე ავარჯიშებს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი საერთაშორისო სარბიელზე ვერა და ვერ აღწევდა წარმატებას.

2012 წელი კი გოგოლაძისთვის იღბლიანი აღმოჩნდა: ნაახალწლევს საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად მოგილიოვს გაემგზავრა საწვრთნელ შეკრებაზე. იქვე ბელარუსის ღია ჩემპიონატშიც იასპარეზა და სახელოვან სპორტსმენებთან პაექრობაში მე-3 ადგილი დაიკავა. მერე თბილისში 5,76 მეტრით საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი მოიგო. ერთი თვის შემდეგ ბაქოში შეკრებაზე ყოფნისას იქაურ ტურნირზე 6-მეტრიანი ზღვარი გადალახა.

ქართველი მძლეოსნისთვის დაუვიწყარი იქნება წლევანდელი 2 მაისი: სოფიაში, ბულგარეთის ღია ჩემპიონატში, რომელიც სალიცენზიო ტურნირიც იყო, მაიკო 6,67 მეტრზე გადახტა და 58 წლის წინათ თბილისის "დინამოს" სტადიონზე საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონისა და ორი ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინას მიერ დამყარებული საქართველოს რეკორდი (6,25 მეტრი 1954 წელს მსოფლიო მიღწევის გამეორებაც იყო) 42 სანტიმეტრით გააუმჯობესა; თან, ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივიც (6,65) შეასრულა.

ზაფხულის დამდეგს სომხეთისა (6,57) და აზერბაიჯანის (6,65) ღია ჩემპიონატებშიც მოსინჯა ძალები. ამჟამად დანარჩენ სამ ჩვენებურ ოლიმპიელ მძლეოსანთან ერთად მაიკო გოგოლაძე ლატვიაში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, 25 ივლისს კი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში გეზს ლონდონისკენ აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიცენზიანტი. ზურაბ დათუნაშვილის ახდენილი ოცნება

ლიცენზიანტი. რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა

ლიცენზიანტი. რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან

ლიცენზიანტი. სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ

ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის

ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე

ლიცენზიანტი. ირაკლი თურმანიძე

ლიცენზიანტი. ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ

ლიცენზიანტი. ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა