ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ყაზახეთში "აქტობესთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
ყაზახეთის "აქტობესთან" გასამართ უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ყაზახ და ქართველ ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო პრესკონფერენცია ჰქონდა.

ეს ყველაფერი ტრადიციული მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე შედგა.

- ხომ არაა რაიმე ზეწოლა კლუბის მესვეურების მხრიდან - ისინი თქვენგან რაიმე ისეთი მიზნების შესრულებას ხომ არ ითხოვენ, რასაც თქვენი გუნდი ვერ შეასრულებს?

- ალბათ, იცით, რომ ჩვენი გუნდი 7-წლიანი პაუზის შემდეგ მონაწილეობს ევროტურნირზე. ამდენად, სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მიიღონ ფეხბურთელებმა. ამიტომ აუცილებლად შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

- შესწავლილი სტატისტიკიდან ჩანს, რომ "ტორპედო" შინ გაცილებით უკეთ ასპარეზობს, ვიდრე სტუმრად...

- ყველანაირად შევეცდებით, ეს სტატისტიკა ახლა გამოვასწოროთ.

- რის დაპირისპირებას აპირებთ მეტოქისთვის მაშინ, როცა ან მოგება გესაჭიროებათ, ან შედეგიანი ფრე?

- აქედანვე ვიტყვით, თუ ფრეზე ვიფიქრებთ, წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მეტოქეს საკუთარ მოედანზე თამაშის ფაქტორი საერთოდ გავუქროთ.

- თუ არის "აქტობეში" ისეთი ფეხბურთელი, ვის საკუთარ გუნდში ხილვასაც ისურვებდით?

- ცოტა უხერხული კითხვაა. თქვენ ბევრი ისეთი ფეხბურთელი გყავთ, ვისაც ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ვფიქრობ, ისინი, ვინც ჩვენთან თამაშობენ, მათ დიდად არაფრით ჩამოუვარდებიან.

- "ტორპედოსთვის" სასიკეთოდ იმოქმედებს თუ არა ის შემჭიდროებული განრიგი, რომელიც "აქტობეს" ქვეყნის ჩემპიონატში აქვს?

- დამიჯერეთ, ვოცნებობ, რომ სწორედ ისეთი გრაფიკი გვქონდეს, როგორც "აქტობეს" გააჩნია ქვეყნის ჩემპიონატში. რაღაც ვერ ვატყობ, რომ თქვენი გუნდისთვის ზედიზედ გამართულ მატჩებს რაიმე სახის პრობლემები შეექმნას.

- ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ გვითხრათ, რომ "ტორპედოს" ბიუჯეტი ღიაა? და საერთოდ, რამდენს შეადგენს იგი?

- შემიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტი ყველასათვის ღიაა. გინდათ წაიღოთ?..

www.fctorpedo.ge

ასევე იხილეთ:

აქტობე VS ტორპედო (პირველი მატჩი 1:1) - ყაზახების იმედი და ისტორია

ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან" საპასუხო მატჩისთვის მონდომებით ემზადება

ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრემ "აქტობე" ხასიათზე მოიყვანა

ყაზახები გადიდგულდნენ - ქუთაისში ფრეს არ ველოდითო

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა