8-წლიან გოგონათა მე-6 ტურში ერთპიროვნული ლიდერი ნია დონღვანი თეთრი ფიგურებით სომეხ ნადეჟდა ხაჩატრიანთან დამარცხდა
ქუთაისში, ევროპის ჭადრაკის კავშირის პატრონაჟით, გრძელდება 8-12 წლის მოჭადრაკეთა კონტინენტის თასის გათამაშება, რომელშიც 9 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

8-წლიან გოგონათა მე-6 ტურში ერთპიროვნული ლიდერი ნია დონღვანი თეთრი ფიგურებით სომეხ ნადეჟდა ხაჩატრიანთან დამარცხდა, დიანა ლომაიამ კი ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა - ამჯერად შავი ფიგურებით ლილე გუმბერიძეს სძლია.

ამდენად, ბოლო ტურის წინ დონღვანი, ლომაია და ხაჩატრიანი 5-5 ქულით პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ. დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ხაჩატრიანი - ლომაია, თეკლა ვადაქარია - დონღვანი. გამარჯვებულიც ამ შეხვედრებში გაირკვევა.

ბიჭებში წარმატებასთან ახლოსაა ნიკოლოზ კაჭარავა, რომელმაც ზედიზედ ექვს მეტოქეს სძლია. გუშინ ნიკოლოზ კევლიშვილს აჯობა. ლიდერს თითო ქულით ჩამორჩებიან აჰმედ აჰმედზადე (აზერბაიჯანი) და საბა ლომსაძე.

12 ივლისს განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ აჰმედზადეს და კაჭარავას შეხვედრა იწვევს. კევლიშვილი ლომსაძეს დაუპირისპირდება.

11 ივლისს 10-წლიანმა გოგონებმა საგრძნობლად გამოასწორეს სატურნირო მდგომარეობა. თამარ ლაგაზაურმა შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ლიდერ ზეინაბ ისმაილზადას სძლია, ხოლო ანასტასია სიდამონიძემ თამარ ესაძეს მოუგო და 5,5 ქულით მეწინავეობს. 5 ქულით მეორე ადგილზე ლაგაზაურმა გადაინაცვლა.

12 ივლისს თასის ბედი სწორედ ლაგაზაურ-სიდამონიძის შეხვედრებში გადაწყდება. ამ ასაკის ბიჭებში 5,5 ქულით რუსი არტიომ ტრუბჩანინოვი უდგას გათამაშების ცხრილს სათავეში.

11 ივლისს მან აზერბაიჯანელი აბდულა ქადიმბაილის წინსვლა შეაფერხა. აბდულასთან ერთად 5-5 ქულით ნიკოლოზ პეტრიაშვილი და დავით კამკია (მათ სადიგ მამადოვს და ანტონ ნადირაძეს გააჩერებინეს საათი) მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

12-წლიან გოგონებში ტურნირის რეიტინგფავორიტი ნინო ჯალაღონია ლიდერობს. გუშინ იგი მარიამ წამალაშვილს დაუზავდა და 5 ქულა მოაგროვა. 4,5-4,5 ქულა აქვთ წამალაშვილს, ანი ივანიანსა და მარიამ ავეტისიანს (ორივე - სომხეთი), რომლებმაც გვანცა მარგველაშვილი და ნატა ჯიბუტი დაამარცხეს.

ბიჭებში სამხელისუფლებიანობაა - ირაკლი ახვლედიანი, ტიმურ ტრუბჩანინოვი (რუსეთი) და აშოტ ფარვანიანი, რომლებმაც, შესაბამისად, გურამ კოკაიას, ნიკოლოზ ცომაიას და კოკა ბუკიას მოუგეს, პირველ-მესამე ადგილებს ითვალისწინებენ.

12 ივლისს ბოლო ტურში ითამაშებენ: ტრუბჩანინოვი (5) - ახვლედიანი (5), პარვიზ გასიმოვი (აზერბაიჯანი, 4,5) - ფარვანიანი (5), კოკაია (4,5) - ჭელიძე (4,5).

ლიდერები ზედმეტად ფრთხილობენ თუ...

ესპანურ ბენასკეში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის მე-6 ტურში ლიდერთა ექვსიდან ხუთი შეხვედრა ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ გიორგი მარგველაშვილი - ტამირ ნაბათი (ისრაელი), ავაინ ჯონსი (ინგლისი) - მიხაილ მარინი (რუმინეთი), დან ზოლერი (ისრაელი) - ზბინეკ ჰრაჩეკი (ჩეხეთი), ჰარიკრიშნა (ინდოეთი) - ხორხე კორი (პერუ), ვლადიმირ ბურმაკინი (რუსეთი) - დავიდ ანტონი (ესპანეთი).

რუმინელმა იოან-კრისტიან ჩირილამ შავი ფიგურებით მასპინძელი დანიელ ესტებან ფოკენი დაამარცხა.

ხუთი ტურის შემდეგ 36 მოჭადრაკეს, მათ შორის, თორნიკე სანიკიძეს და კონსტანტინე შანავას, 4-4 ქულა ჰქონდა. თერთმეტმა მათგანმა მონაგარს თითო ქულა შესძინა: სანიკიძემ შავებით რუფინ ოხიმენეს კამარენას (ესპანეთი) აჯობა, ხოლო შანავამ გუილერმო გარსია ბაჩეს (ესპანეთი) გააჩერებინა საათი.

ამდენად, ექვსი ტურის შემდეგ 6 მოჭადრაკეს (მათ შორის - მარგველაშვილს) 5,5-5,5 ქულა აქვს, 15 მონაწილე (შანავა და სანიკიძეც) მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩება. მე-7 ტურში ითამაშებენ: ჩირილა (5,5) - ჯონსი (5,5), ნაბათი (5,5) - ზოლერი (5,5), მარინი (5,5) - მარგველაშვილი (5,5)... სანიკიძე (5) - სერხიო გარზა (ესპანეთი, 5), ანტონი (5) - შანავა (5).

ბარბერა დელ ვალესის (ესპანეთი) საერთაშორისო ტურნირში, სადაც საპრიზო ადგილებისთვის თბილისელი დიდოსტატი ლევან აროშიძეც იბრძვის, უკვე გათამაშდა შვიდი ტური. 6 ქულით ერთპიროვნულად მექსიკელი ხოსე გარსია გონსალესი მეწინავეობს.

ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს მაქსიმ ტუროვმა (რუსეთი) და ემილიო კორდოვამ (პერუ). 9 მოჭადრაკემ 5-5 ქულა მოაგროვა. აროშიძე 4,5 ქულით მე-13 ადგილზეა. მე-8 ტურში იგი მაურიციო ვასალის გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა