შაბათს რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ნალჩიკის "სპარტაკი" მოსკოვის "დინამოს" ესტუმრა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0...

შაბათს რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ნალჩიკის "სპარტაკი" მოსკოვის "დინამოს" ესტუმრა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ეს მატჩი მოსკოვის ოლქის ქალაქ "ხიმკის" სტადიონზე გაიმართა, სადაც დინამოელები თავის საშინაო მატჩებს ატარებენ.

მატჩის შემდეგ ნალჩიკური გუნდის ქართველი ლიდერი გოგიტა გოგუა ადგილობრივ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"თამაშამდე რომ ეთქვათ, 3:0-ს მოიგებთო, არ დავიჯერებდი. თუმცა გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. შესაძლოა, 3:0 მეტისმეტად დიდი ანგარიშია, მაგრამ 3 ქულა კანონზომიერად მივიღეთ, - თქვა გოგიტამ, - მაგრამ მაინც გულნატკენი ვარ. "ხიმკიში" ერთი სეზონი მაქვს გატარებული და ეტყობა, ადგილობრივი ფანები გუნდიდან წასვლას დღემდე არ მპატიობენ, რადგან "არენა ხიმკიზე" ყოველთვის შეურაცხყოფის ატანა მიხდება. უკვე შევეჩვიე კიდეც, თუმცა მაინც არაა სასიამოვნო ლანძღვისა და გინების მოსმენა. ფანობის მხრიდან აგრესია აშკარად იგრძნობოდა. სტადიონზე ჩემი ნათესავებიც იყვნენ, ამდენად, ორმაგან გულნატკენი დავრჩი, რადგან მათაც მოუწიათ ამ შეურაცხყოფის ატანა. ამბობენ, გოგუა სიმულირებდაო, მაგრამ გარწმუნებთ, ეს იყო ხისტი თამაში და ფეხებშიც დაუნდობლად მირტყეს. წიხლების თავისი დოზა ყველამ მიიღო – მეც მომხვდა და მათაც მიიღეს ჩემგან. წითელი ბარათის მიღების არ მეშინოდა – ვიცი, რასაც ნიშნავს თავშეკავება".

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა