სამინისტრომ სპორტსმენთა ერთი ჯგუფის მიერ 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თავს ვალდებულად ვთვლით, დავაფიქსიროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიცია სპორტსმენთა ერთი ჯგუფის მიერ 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე - პოლიტიკური ნიშნით მათი უფლებების შელახვასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვთვლით, რომ ყველა სპორტსმენი ამავე დროს თავისი ქვეყნის მოქალაქეა და შესაბამისად, სრული უფლება აქვს, ჰქონდეს და გამოხატავდეს თავის მოქალაქეობრივ ან პოლიტიკურ შეხედულებას.

ამ მხრივ სამინისტროს არასდროს შეუზღუდავს არცერთი სპორტსმენი, არცერთი მათგანის მიმართ არ გატარებულა არანაირი საჯარიმო სანქცია მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი განცხადების ყველა ხელმომწერი კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის წევრი და მხარდამჭერია. შესაბამისად, მათი განცხადებაც ამ კოალიციის საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათ სრული უფლება აქვთ კამპანიაში მონაწილეობისაც, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ მონაწილეობის გზად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ამორჩეული.

დაინტერესების შემთხვევაში ძალიან ადვილად შეიძლება გადამოწმდეს, რომ ეს სპორტსმენები დღემდე იღებენ მათთვის სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ანაზღაურებას და არცერთი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაურიცხავთ ეროვნული ნაკრებიდან.

რაც შეეხება სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართვის უარყოფით ასპექტს - ასეთი ასპექტი მხოლოდ ერთია - პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სპორტულ დისციპლინაზე. ხშირ შემთხვევაში, სხვა ვალდებულებებისთვის დროის დიდი ნაწილის გამოყოფა არღვევს პირადად სპორტსმენის და ნაკრების სპორტულ რეჟიმს, რაც ნეგატიურად აისახება ქართული სპორტის შემდგომ მიღწევებზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე მიაწოდა ინფორმაცია აქტიურ პოლიტიკაში ჩართულ სპორტსმენებს, რომ მათმა ჩართულობამ აქტიურ პოლიტიკაში არ დაარღვიოს სპორტული დისციპლინა.

დაფიქსირებულია შემთხვევები, რომ მიუხედავად მწვრთნელის არაერთგზის მოთხოვნისა - სპორტსმენი გამოცხადდეს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე - ეს სპორტსმენი არ ემორჩილება მწვრთნელის მოთხოვნას".

ასევე იხილეთ:

"ქართული ოცნება" სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა