გერმანიაში გამგზავრების წინ გუნდის ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
გორის "დილა" განაგრძობს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრისთვის მზადებას, რომელიც 19 ივლისს დანიაში, ქ. ორჰუსში გაიმართება.

გუნდი 11 ივლისს გამთენიისას გაემგზავრა გერმანიაში თბილისი-სტამბული-ჰამბურგის რეისით, სადაც ჰამბურგთან მდებარე ქ. შცჰევერდინგენში დაბანაკდა.

"დილას" ამ შეკრების მოწყობაში დაეხმარა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რაინერ მილკორაიტი, რომელიც 1981 წელს გახლდათ "კარლ ცაისის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც ჩვენი გუნდის მენეჯერ გია ისიანთან ერთად იდეალური პირობები შეუქმნა გუნდს მოახლოებული თამაშისთვის მოსამზადებლად, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს გაწეული სამსახურისთვის.

გუნდი გერმანიაში 17 ივლისამდე დარჩება და შემდეგ გაემგზავრება დანიაში. გამგზავრების წინ რამოდენიმე ფეხბურთელს და კლუბის მენეჯერს ვთხოვეთ მცირე კომენტარი მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით:

გია ისიანი: "ძალიან საპასუხისმგებლო თამაშისთვის ვემზადებით. კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადა, ყველაფერი გაეკეთებინა გუნდისთვის, გაითვალისწინა კლიმატური პირობები, მგზავრობა რომ გადამღლელი არ ყოფილიყო, სასტუმრო, რაც ჩვენს გუნდს სჭირდება.

გუნდი მზად არის, ორგანიზებულად ყველაფერი მაღალ დონეზეა მოგვარებული, კლუბის დირექტორი ბატონი ზურაბ დალაქიშვილი, ბატონი ვანო თაყაძე, რომლებიც აქ არიან და გვაცილებენ და იმედია, თამაშიდან გამარჯვებულები დავბრუნდებით".

დათო კვირკველია: "ყველა ისეთი ფეხბურთელია კლუბში, მათთან შეწყობა არ იყო რთული. შეთამაშება გვაკლია, მაგრამ ამ თამაშში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგს მივაღწიოთ. აქ ორმატჩიანი რაუნდია, სადაც ერთ თამაშში არ წყდება ყველაფერი და ამიტომ ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება.

თვითონ გუნდ "ორჰუსს" მე პირადად არ ვიცნობ და რომ ჩავალთ, მწვრთნელები შესაბამისად გაგვაცნობენ მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ მხარეებს".

ლაშა გვალია: "მობილიზებულები ვართ, შევიკარით და ორი თამაშის ჯამში ვეცდებით გადავლახოთ ეს ბარიერი".

გოგიტა გოგუა: "სერიოზულად ვემზადებით და იმედია, ასეთი განწყობით გავაგრძელებთ მზადებას. გვაქვს გასვლითი თამაში. ჩემი აზრით, კარგი გუნდია "ორჰუსი", მაგრამ ჩვენც კარგი გუნდი ვართ და პირველი თამაშის შემდეგ უფრო მეტი წარმოდგენა გვექნება ამ გუნდის შესახებ".

გულვერდ თომაშვილი: "გუნდში იდეალური სიტუაციაა, ისეთი ფეხბურთელები არიან. მათი სახელი და გვარი მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა გამოცდილების მქონენი არიან. მომავალ თამაშზე რაც შეიძლება ითქვას, კარგი გუნდია "ორჰუსი" და ჩვენც ჩამოყალიბების პროცესში ვართ. გვაქვს იმის იმედი, რომ დავძლიოთ ეს ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".

ნიკა სადაღაშვილი: "მივდივართ მოსაგებად, შანსები თანაბარია. დანარჩენს უკვე შეხვედრა გადაწყვეტს".

კახა ალადაშვილი: "ძალიან სერიოზული თამაშია, სერიოზულად ვემზადებით ყველა. გავიარეთ ნაყოფიერი შეკრება. ახლა მივემგზავრებით გერმანიაში. ჩვენი მოწინააღმდეგე სერიოზული გუნდია.

რაც შემიძლია, გორელ და მთლიანად ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ვუთხრა, ის არის, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გადალახოს ეს ბარიერი".

ლაშა სალუქვაძე: "განწყობა კარგია, გუნდი მთლიანად არ არის შეთამაშებული, რამოდენიმე ახალი ფეხბურთელიც მოვიდა. ჩვენს გულშემატკივარს ვპირდებით, თავს არ დავზოგავთ და გავაკეთებთ ყველაფერს გასამარჯვებლად".

შოთა გრიგალაშვილი: "განწყობა არის გასასვლელი და აუცილებლად უნდა გავიდეთ".

მათე ვაწაძე: "ჩვენი მოწინააღმდეგე დიდი ისტორიის მქონე გუნდია. ამჟამად იქ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ყველა რგოლში დაკომპლექტებულია კარგი ფეხბურთელით, მათ წინააღმდეგ 100%-იანი მობილიზება გვჭირდება თითოეულ ფეხბურთელს, ვინც მოედანზე გავა.

შეუძლებელი არაფერია, ორთამაშიანი რაუნდია და ჩვენი წარმატების გასაღები იქნება ერთმანეთის გვერდზე დგომა და იმედია, წარმატებას მივაღწევთ".

რომან ახალკაცი: "როგორც ვიცით, მოწინააღმდეგე სერიოზულია, მაგრამ ჩვენ იმედიანად ვართ და აუცილებლად დავძლევთ ამ ბარიერს".

fcdila.ge

ასევე იხილეთ:

თემურ შალამბერიძე: "ორჰუსი" ვნახე. იმედია, შემდეგ ეტაპზე გორის "დილა" გავა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა