"ორლანდო მეჯიქის" ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის "ბრუკლინ ნეტსში" ტრანსფერი არ შედგება.
გუშინ გაირკვა, რომ "ორლანდო მეჯიქის" ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის "ბრუკლინ ნეტსში" ტრანსფერი არ შედგება. ამას ორი ინფორმაცია ადასტურებს.

პირველი ცნობის თანახმად, "ბრუკლინმა" შეთანხმებას მიაღწია თავის ძირითად ცენტრთან - ბრუკ ლოპესთან. ამ კალათბურთელთან მაქსიმალური კონტრაქტი გაფორმდება - ოთხი წელი და 61 მილიონი დოლარი.

შესაბამისად, ლოპესის ჩართვა დუაიტ ჰოვარდის სავარაუდო ტრეიდში უკვე მომავალი წლის 15 იანვრამდე შეუძლებელი იქნება.

მეორე ინფორმაცია "ორლანდოს" ბანაკიდან გავრცელდა. ამ კლუბის ხელმძღვანელობამ ჰოვარდის გაცვლის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების დასრულება გადაწყვიტა.

"მეჯიქის" შეფობას არ მოეწონა არცერთი წინადადება, რომელიც NBA-ს რამდენიმე კლუბისგან მიიღო. კერძოდ, ლიგის საუკეთესო ცენტრის ხილვა თავის რიგებში, "ბრუკლინის" გარდა, "ლეიკერსსა" და "ჰიუსტონს" სურდათ.

კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე აცნობეს "სუპერმენს" თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა