ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
რუსთავის "მეტალურგი" მომდევნო ეტაპზე რომ გავიდოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ თუ ასე გაუადვილდებოდა საქმე, ალბათ, ბევრს არ სჯეროდა.

რუსთაველებმა მეტოქეს კუდით ქვა ასროლინეს.

სტუმრებს მოძრაობა ძალიან უჭირდათ და "მეტალურგმაც", პირველ რიგში, ამაში დაჯაბნა "ტეუტა"; ტექნიკასა და ინდივიდუალურ თამაშშიც ზემოდან უყურებდა და, რა გასაკვირია, რომ ორი მატჩის ჯამში 9:1 იმარჯვა.

აქამდე არ მომხდარა, რომ ქართულ გუნდს ევროსარბიელზე ორი მატჩის ჯამში ასე დაეჯაბნა მოწინააღმდეგე.

მატჩის პერიპეტიების დაწვრილებით აღწერა, ალბათ, აღარ ღირს, თუმცა რამდენიმე ასპექტსა და ეპიზოდზე მაინც შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

გიორგი თექთურმანიძე მწვრთნელმა მარჯვენა გარემარბად გაამწესა და არც შემცდარა - "ჩიორა" ცაციაა და ფლანგიდან ბურთი ხეირიანად შემოჰქონდა შუისკენ. სწორედ ამის გამოყენებით შეაგდო მან ორივე გოლი - ჯერ ირაკლი მაისურაძის გადაცემა დაამუშავა კარგად, მეტოქეს თავგზა აუბნია და ფლანგიდან შორეულ კუთხეში გაახვია ბურთი; შემდეგ გადმოვარდნილ ბურთს შეაგება ღონიერი ცაცია.

თექთურმანიძის ეფექტური გოლები იმის მაუწყებელი იყო, რომ "მეტალურგი" "ტეტუტასთან" მეორე შეხვედრასაც უპრობლემოდ ჩაატარებდა.

დიმიტრი ტატანაშვილმა გიორგი მიქაბერიძის ფლანგურ გადაცემას ახლოდან, შედეგიანად დაუხვედრა ფეხი.

"მეტალურგს" პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა ოდენ სამი გოლი აკმარა სტუმრებს.

მეორე ტაიმში რევაზ გეწაძემ ისე მიუჩინა ბურთს ადგილი ბადეში, რომ მანამდე დრიბლინგით დაასხა რეტი რამდენიმე მეტოქეს.

ალბანელებმა კონტრშეტევაზე მოახერხეს ერთი გოლის შეგდება. ალფრედ დელიალისი გრიგოლ ბედიაშვილთან პირისპირ დარჩა და შანსი ხელიდან არ გაუშვია.

ალბანელებს გოლის გატანის სხვა შესაძლებლობა არ ჰქონიათ.

ტატანაშვილმა გიორგი ქავთარაძის მარცხნიდან ჩაწოდებულზე გაიფორმა დუბლი. მოედანი უგოლოდ არც მიქაბერიძემ დატოვა.

დაბეჩავებულმა ალბანელებმა თავიანთი იკითხონ, ჩვენ კი დიდი ინტერესით დაველოდებით "მეტალურგის" შეხლას პლზენის "ვიქტორიასთან".

პირველი მატჩი 19 ივლისს ჩეხეთში გაიმართება, საპასუხო კი 26 ივლისს.

ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

12.07. თბილისი.მიხეილ მესხი. 1500 მაყურებელი

მეტალურგი-ტეუტა 6:1

(პირველი მატჩი 3:0 იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0,2:0 თექთურმანიძე (10, 17), 3:0 ტატანაშვილი (35, მიქაბერიძის პასით), 4:0 გეწაძე (61), 4:1 დელიალისი (65), 5:1 ტატანაშვილი (70, ქავთარაძის პასით), 6:1 მიქაბერიძე (76)

მეტალურგი ტეუტა

ბედიაშვილი-რიზვანი

ჯაფარიძე-არიანი

გ. კვარაცხელია-ოსმანი

მახვილაძე-ჯაკუპი

რაზმაძე-დასილვა

ი. მაისურაძე-რ. ჰოჯა

გ. მიქაბერიძე-ველიაი

სუხიაშვილი-დელიალისი

თექთურმანიძე-დოსტი

გეწაძე-ნიკა

ტატანაშვილი-მანსაკუ

მწვრთნელები:

კ. ჟორჟიკაშვილი-ჰ. ლიკა

სათადარიგოები:

ტებიძე, კაკუშაძე, ლობჯანიძე, სიხარულიძე

სათადარიგოები:

ჰოხმა, ბაკიასი, კაუშაი

მეტალურგი

46. გ. კვარაცხელია - გავაშელიშვილი

46. რაზმაძე - ქავთარაძე

55. სუხიაშვილი - დობროვოლსკი

ტეუტა

38. ველიაი - ა. ჰოჯა

46. ლიკა - პაიზიტი

57. დოსტი - დევოლი

გაფრთხილება: რაზმაძე (18)

მსაჯი: ვ. ვნუკი (სლოვაკეთი)

ახლა პლზენი გამოუშვით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: "პლზენი" ჩვენზე ძლიერია, მაგრამ...

დიმიტრი ტატანაშვილი: "პლზენთან" წაგებას წინასწარ შეგუებულები ნამდვილად არ ვართ

ტეუტა-მეტალურგი 0:3 - რუსთაველებმა საქმე უკვე მოამთავრეს

Qartveli
ოღონდ ეხლა ბლატავს ნუ დაიწყებთ რაა!!! რეალურად იაზროვნეთ! თუ გვინდა,რომ ჩეხური გუნდი გავაგდოთ, 9 გოლი კი არა 2 უნდა გავიტანოთ 0 ზე აქ მაინც !!!
luxuta
აქამდე არ მომხდარა, რომ ქართულ გუნდს ევროსარბიელზე ორი მატჩის ჯამში ასე დაეჯაბნა მოწინააღმდეგე. მტყუანის?
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა