საქართველოს ნაკრები 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში 2013 წლის 2 თებერვლიდან ჩაერთვება
საქართველოს ნაკრები 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში 2013 წლის 2 თებერვლიდან ჩაერთვება.

FIRA AER-მა გამოაქვეყნა ევროპის ერთა თასის გათამაშების კალენდარი, რომელიც, იმავდროულად, მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი წრეა.

"ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე გასვლით შეხვედრაში ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელიც ერთა თასის გათამაშების დებიუტანტია. ბელგიელებმა რანგით დაბალ დივიზიონში გაიმარჯვეს და ჩვენთან ხელმოცარული უკრაინა ჩაანაცვლეს.

ფლამანდრების გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფრანგი მორაგბითაა გაძლიერებული, ფავორიტად, ცხადია, არ მიიჩნევა და ძნელი სავარაუდოა, მსოფლიოს თასზე ასპარეზობის პრეტენზია ჰქონდეს.

სამაგიეროდ, მუდმივად ამბიციურია პორტუგალიის ნაკრები, რომელსაც თბილისში 9 თებერვალს დავუპირისპირდებით.

"ბორჯღალოსნები" 2013 წლის ერთა თასზე შინ სულ ორ შეხვედრას გამართავენ. პორტუგალიის გარდა, ისინი 9 მარტს ბოლო ხანს მოღონიერებულ ესპანეთს დაუპირისპირდებიან, რომელთანაც წლეულს განცდილი მარცხის გამო რევანში აუცილებლად უნდა ავიღოთ.

ტრადიციულ, პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის ეროვნულ გუნდს წითელი არმიის დაბადების დღეს, 23 თებერვალს სტუმრად ვეთამაშებით. მატჩი, სავარაუდოდ, სოჭში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრების შეხვედრების განრიგი IRB-ის ოფიციალურ ფანჯარას ემთხვევა. ზუსტად ამ დღეებში გაიმართება ექვსი ერის გათამაშების მატჩებიც.

თუმცა 9 და 23 თებერვალს, ასევე, 9 მარტს, როცა "ბორჯღალოსნები" შესაბამისად პორტუგალიის, რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებს ეთამაშებიან, საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ პირველ და მეორე დივიზიონებში კალენდარული მატჩებია დანიშნული, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეების გარკვეულ ნაწილს ეროვნულ გუნდში სათამაშოდ კლუბებისგან პრობლემები შეექმნებათ. არადა, "ბორჯღალოსანთა" აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ დივიზიონებში ირჯება.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრება, ისევე, როგორც შარშან, სამხრეთული სისტემით გაიმართება. გამარჯვებული 4 ქულას მიიღებს, ხოლო თუ მეტოქეს ოთხ და მეტ ლელოს გაუტანს, ერთ პრემიალურ ქულასაც დაიმსახურებს.

ხეირი წაგებულსაც შეიძლება ჰქონდეს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მატჩს შვიდი და ნაკლები ქულის სხვაობით დათმობს. ფრეზე გუნდები ორ-ორ ქულას მიიღებენ.

2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი ავტომატურად მიიღებს.

მესამეადგილოსანს კი რეპეშაჟში მოუწევს ჩართვა. ანუ ჯერ აფრიკის კონტინენტზე მეორე ადგილზე გასული ქვეყნის ნაკრები უნდა დაამარცხოს, ხოლო შემდეგ სამხრეთ ამერიკის პრეტენდენტს, ურუგვაის ან ჩილეს უნდა დაუპირისპირდეს და სწორედ ამ ბარიერების დაძლევის შემდეგ შეძლებს ინგლისში გამგზავრებას.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებისთვის ამ გათამაშებაში ახალი არაფერია. მეტოქეები, დებიუტანტი ბელგიის გარდა, ყველა ძველი და კარგად ნაცნობია. საგულისხმოა, რომ პორტუგალიის ნაკრების გარდა, ყველა მოწინააღმდეგის რიგებში წარმოშობით ქართველი მორაგბეები თამაშობენ.

სავარაუდოდ, ამ და სხვა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა ჩვენს გუნდს მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებაში ხელი ვერ უნდა შეუშალოს.

ვფიქრობთ, მთავარი ისაა, წილისყრა ინგლისში მეტოქედ რომელ გუნდებს გვარგუნებს. და კიდევ, რამდენად დროულად შეძლებენ ახალზელანდიელი მწვრთნელები ნაკრებში ახალი სტილის დანერგვას და ხარისხობრივად ბევრად უკეთეს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ოთხ ჯგუფში ის 12 გუნდი, რომლებმაც ასპარეზობის უფლება ახალ ზელანდიაში შარშან გამართულ მსოფლიოს თასზე მოიპოვეს, წლეულს დეკემბრის დასაწყისში განაწილდება.

ერთა თასი 2013

2 თებერვალი

ბელგია-საქართველო, პორტუგალია-რუმინეთი, რუსეთი-ესპანეთი

9 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-რუსეთი, ბელგია-ესპანეთი

23 თებერვალი

რუსეთი-საქართველო, ესპანეთი-რუმინეთი, პორტუგალია-ბელგია

9 მარტი

საქართველო-ესპანეთი, პორტუგალია-რუსეთი, ბელგია-რუმინეთი

16 მარტი

რუმინეთი-საქართველო, ესპანეთი-პორტუგალია, რუსეთი-ბელგია.

რუსებთან წითელ არმიას გავიხსენებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GAGA
რუმინეთთან გასვლითი მაჩი რატომ გვაქვს?
GAGA
რუმინეთთან გასვლითი მაჩი რატომ გვაქვს?
umaga
რუმინეთი აღარ მონაწილეობს ერთა თასში??? :))))))))))) რუსეთია პრინციპული მოწინააღმდეგე თუ რუმინეთი????
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა