ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი საკუთარ შესაძლებლობებში ძველებურად ვეღარ არის დარწმუნებული და კიდევ, მისი აზრით ის მატყუარა და თვალთმაქცია
უეინ რუნი კევინ კიგანმა გააკრიტიკა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი საკუთარ შესაძლებლობებში ძველებურად ვეღარ არის დარწმუნებული და კიდევ, მისი აზრით ის მატყუარა და თვალთმაქცია.

კიგანს ასეთი ფიქრები კვირა საღამოს მოეძალა, მას მერე, რაც ნახა, როგორ ვერ მოუგო "იუნაიტედმა" "ბოლტონს - 2:2. ამ შეხვედრეში რუნიმ საკმაოდ უფერულად ითამაშა და 61-ე წუთზე შეცვალეს კიდეც.

"მიკი მაუსად" წოდებულმა 1978 და 1979 წლების "ფრანს ფურბოლის" "ოქროს ბურთის" ლაურეალტმა კერძოდ თქვა:

"დღეისათვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ფაქტობრივად უეინ რუნის გარეშე თამაშობს. წლეულს, ამ ფეხბურთელის ცნობა შეუძლებელია. ცა და დედამიწაა საკუთარ თავთან შედარებით, არადა გუნდს ის საუკეთესო ფორმაში სჭირდება.

ის, რაც მან ბოლტონში გვაჩვენა ნათლად მეტყველებს, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული".

კიდევ, კიგანის რწმენით რუნი ცრუობს, როდესაც მას-მედიის დამთრგუნველ ყურადღებაზე ლაპარაკობს. მას პრესა-ტელევიზიის ყურადღება რომ არ ჭირდებოდეს საკუთარი ქორწილის ფოტოსურათებს სარფიანად არ გაყიდდა. მას-მედიასთან ურთიერთობით რუნიმ სხვადასხვა დროს მილიონობით ფუნტი იშოვნა.

მოგეხსენებათ, რუნი ამ ცოტა ხნის წინაც გაზეთების პირველ გვერდზე იყო - ტაბლოიდები მის მიერ ცოლის ღალატის თემს აქტიურად აშუქებდნენ. ერთი სიტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე ლივერპულელი ახალგაზრდა ჩამოყალიბებული "ნიუსმეიქერია" თვისი უარყოფითი, მაგრამ, იმასთან ერთად საოცრად დიდი დადებითი თვისებებით.

კიგანი: "შეუძლებელია, ამდენი კონტრაქტი გააფორმო, მილიონები იშოვნო, საკუთარი ქორწილის ფოტოები ასე სარფიანად გაყიდო და მერე, ერთ მშვენიერ დღეს განაცხადო, რომ ონკანის დაკეტვა გინდა, ოღონდ... მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არ გაწყობს რომ მოშვებული იყოს. ვეღარ დაიჩივლებ, რომ შენს ირგვლივ ამდენი პაპარაცია და შენს შესახებ ცნობები ყოველ დღე ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემებში. ერთი წუთის წინ ეს ხომ ხელს გაძლევდა და ზუსტად იმ პრესისა და იმ ყურადღების მეშვეობით უზარმაზარ ფულს შოულობდი"...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა