12 ივლისს უცხოეთის კორტებზე ოთხი ჩვენებური სცდიდა ძალებს და სამი მათგანი შეჯიბრებას დაემშვიდობა
12 ივლისს უცხოეთის კორტებზე ოთხი ჩვენებური სცდიდა ძალებს და სამი მათგანი შეჯიბრებას დაემშვიდობა.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ის არის, რომ პალერმოში, 220 000-იან ტურნირზე, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტ ანა ტატიშვილს წყვილებში ასპარეზობის წინ მოთელვისას მარჯვენა ფეხის კუნთი დაეჭიმა და ასპარეზობა ვერ შეძლო.

ოღონდ რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა, ამ დღეებში გამოჩნდება. ჩვენებურს ესპანელ ესტრელა კაბესა კანდელასთან ერთად მარია კონდრატიევას (რუსეთი) და სოფი ლეფევრის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.

საღამოს ანა ერთეულთა თანრიგში მაინც გავიდა კორტზე მე-5 ნომრად განთესილ კარლა სუარეს ნავაროსთან (ესპანეთი) საპაექროდ. პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორეში, როცა ანგარიში იყო 3:2 პირინეელის სასარგებლოდ, ტატიშვილმა წინააღმდეგობა შეწყვიტა და სარბიელი ნაადრევად დატოვა.

პალერმოს ტურნირს წყვილებში შემორჩა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმაც ბელარუს ეკატერინა ძანელევიჩთან ერთად პირველ წრეში სანდრა კლემენშიტცისა (ავსტრია) და ვალერია სავინიხის (რუსეთი) დუეტს აჯობა.

მეორე წრეში ისინი ელენა ბოვინას (რუსეთი) და ალიზ კორნეტს (საფრანგეთი) დაუპირისპირდებიან.

სტამბულში, 10 000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში, ანი გოგვაძემ ბულგარელ ჯულია სტამატოვასთან წააგო - 2:6, 5:7.

ნათია გეგიამ სტარტზე ავსტრალიელი ები მიერსი დაჯაბნა - 6:0, 5:7, 6:1, მეორეში კი თავად დანებდა ესპანელ ოლგა ლარას - 3:, 4:6. წყვილებში მასპინძელმა კემრე ანილიმ და ანი გოგვაძემ აზერბაიჯანელ კამილა ფარხადსა და ნათია გეგიას აჯობეს - 6:0, 1:6, 11:9, მეორეში მათ ნიკოლა ჰორაკოვას (ჩეხეთი) და იულია სტამატოვას (ბულგარეთი) წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს -3:6, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე