იტალიის პროკურატურას დაკითხვაზე ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ჰყავს დაბარებული
იტალიაში გრძელდება გამოძიება გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. ამჯერად იტალიის პროკურატურას დაკითხვაზე ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჰყავს დაბარებული.

სავარაუდოდ, კონტე ნოვარა-სიენასა (2:2) და ალბინოლეფე-სიენას (1:0) მატჩებთან დაკავშირებით დაიკითხება, რომლებიც 2010/11 წლების სეზონში გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ "სიენას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიპო კარობიომ განაცხადა, რომ კონტემ ამ მატჩების ჩაწყობის შესახებ იცოდა.

"წინასწარ ვიცოდით, რომ "ნოვარასთან" ფრეს ვითამაშებდით. ყველამ იცოდა, რომ შედეგი წინასწარ დაგეგმილი იყო. კონტემ გვითხრა, ამის შესახებ არსად გველაპარაკა.

"ალბინოლეფეს" შემთხვევაში კი მარცხზე შევთანხმდით, რომ გუნდი სერია B-დან არ გავარდნილიყო. ამავე დროს, იმაზეც შევთანხმდით, რომ წაგება დიდი ანგარიშით არ მოხდებოდა. აი, მაგალითად - 0:1. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ყველაფერი თავიდანვე ჩაწყობილი იყო", - განაცხადა კარობიომ.

თავად კონტე კი კარობიოს სიტყვებს იმით პასუხობს, რომ ფეხბურთელს მასზე შურისძიება სურს, რადგან თავის დროზე მან კარობიო ფეხმძიმე ცოლთან არ გაუშვა.

გარდა ამისა, "სიენას" პრეზიდენტმა მასიმო მეცარომამ, კონტეს მსგავსად, კარობიოს ყველა ბრალდება უარყო.

მომზადებულია TuttoJuve-ს მიხედვით

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა