"ზესტაფონის" თავკაცმა სეზონის წინ გუნდში განხორციელებულ ცვლილებებსა და ჩემპიონთა ლიგაში პირველ მეტოქეზე ისაუბრა
საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნდა და იქაურ პერიპეტიებზე სასაუბროდ გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს მივმართეთ.

"ზესტაფონი" დამდეგ სეზონში გადასხვაფერებული იქნება და ცხადია, საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს.

მომავალ კვირაში გუნდს უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა ელის: ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე სტუმრად აზერბაიჯანის ჩემპიონს, ბაქოს "ნეფთჩის" ეთამაშება.

- ავსტრიაში ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ, საკმაოდ ძლიერ სპარინგ-მეტოქეებს ვეთამაშეთ, იდეალურ პირობებში ვიყავით, ამინდებმაც ხელი შეგვიწყო. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ. ასე ვთქვათ, გუნდის დალაგება მოვახერხეთ, გარკვეული სახე მივიღეთ.

- ბოლო წინადადებაში კონკრეტულად რას გულისხმობდით?

- ყველაფერი შედარებითია. მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი მათი წასვლის შემდეგ დასაბალანსებელი იყო. ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა გვიწევს.

თედო გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, სამუშია, გუგუჩია, სარდალიშვილი - გამოჩნდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ პირველ გუნდში რიგიანად თამაში შეუძლიათ.

- "ზესტაფონი" დატოვა გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა შოთა გრიგალაშვილმა - ვინ იქნება მისი შემცვლელი?

- ამ ფეხბურთელის წასვლის შემდეგ სხვანაირი სისტემით მოგვიწევს თამაში. ძნელია, უცბად მოძებნო ზუსტად ისეთი მოთამაშე, როგორიც შოთა გრიგალაშვილია.

არიან ფეხბურთელები, რომელთა იდენტურად შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ყველაფერი უკეთესად შეიცვალოს.

შუა ხაზში გვყავს სამუშია და გუგუჩია. თუ მაინცდამაინც შემცვლელზე მიდგა საქმე, შოთა გრიგალაშვილის მაგივრად ლევან შარიქაძე დადგება.

- უფრო რომელ განლაგებას დაეყრდნობით: 4-4-2-ს თუ 4-3-3-ს ?

- თუ გახსოვთ, ბოლო დროს "ზესტაფონი" 4-4-2 სქემით თამაშობდა და უფრო ამ ვარიანტს დავეყრდნობით.

- შეტევაში ჯაბა დვალისა და ოვონიკოკოს დუეტს თუ აირჩევთ, დავით მუჯირის ადგილს სად ხედავთ?

- მუჯირს უფრო თავდამსხმელად მოვიაზრებ, ვიდრე შუა ხაზის მოთამაშედ, ვისაც სპეციფიკური ფუნქციები უნდა დაეკისროს. თავდამსხმელებსა და ნახევარმცველებს შორის მოქმედი შემტევი - ეს არის მუჯირის პოზიცია.

- თუ ჯაბა დვალი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ "ზესტაფონს" დატოვებს, გუნდს სერიოზული სიცარიელე არ შეექმნება?

- ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ევროსარბიელზე ვფიქრობთ. ისე კი, ვისაც წასვლა უნდა, კლუბი ხელს არ შეუშლის. თუ ფეხბურთელი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავა და ეს "ზესტაფონისთვისაც" სარფიანი იქნება, შესაძლებელი გახდება, რომ ფეხბურთელი დავთმოთ.

"ზესტაფონისთვის" დიდი ძალა იყო ნიკა გელაშვილი, მაგრამ გამოჩნდა ხელსაყრელი ვარიანტი და ისიც სხვაგან გადავიდა. გელაშვილის შემცვლელად, მისი თამაშის მანერიდან გამომდინარე, ოვონიკოკო გვყავს.

- "ზესტაფონი" დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ონიანმაც დატოვა - მის შემცვლელად გიორგი კაჭკაჭიშვილს მიიჩნევთ?

- კაჭკაჭიშვილი ძალიან კარგი მცველია, დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა შეკრებაზე გვიან შემოგვიერთდა და ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში, რის გამოც ფორსირებულად ვამზადებთ სეზონის დაწყებისთვის.

- "ნეფთჩისთან" მისი მოედანზე გასვლა ნაკლებად სავარაუდოა?

- მასეა, კაჭკაჭიშვილს "ნეფთჩისთან" თამაშის მცირე შანსი აქვს. საჯაია, თედო გრიგალაშვილი, კობახიძე და კაჭკაჭიშვილი - დაცვის ცენტრისთვის ეს ფეხბურთელები არიან "ზესტაფონის" განკარგულებაში.

- "ნეფთჩიც" ავსტრიაში იყო შეკრებაზე - გქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონის საკონტროლო მატჩებს დასწრებოდით?

- ავსტრიაში "ნეფთჩის" ორ მატჩს დავესწარი, აზერბაიჯანელები კი "ზესტაფონის" სამ თამაშზე იყვნენ მოსულები.

- და რა შთაბეჭდილება დატოვა "ნეფთჩიმ" ავსტრიაში?

- მეკარეს და დაცვას თუ არ ჩავთვლით, ბაქოელებს წინა სეზონთან შედარებით ახალი გუნდი ჰყავთ. "ნეფთჩი" მაღალბიუჯეტიან გუნდს ჰგავს, ბევრი ლეგიონერი ჰყავს, შეტევაში დიდი პოტენციალი გააჩნია.

ასეთ მეტოქესთან ჩვენც გვაქვს გარკვეული უპირატესობა - ჩვენ, ასე ვთქვათ, უფრო გუნდი ვართ, გუნდურობა ჩვენი ძლიერი მხარეა. ამაზე "ზესტაფონს" წლობით უმუშავია, "ნეფთჩის" კი ამის გაკეთება მოკლე დროში გაუჭირდება.

ჩვენსა და "ნეფთჩის" შორის კლასში სხვაობას ვერ ვხედავ. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებიც თანაბარია, თუმცა ჩვენ საქართველოს ჩემპიონი ვართ და საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონთან მოგება მართებს...

გუნდი ბიუჯეტის წინააღმდეგ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონი" ავსტრიაში ჩეხეთის ჩემპიონს გაეჯიბრა

"ზესტაფონი" რუმინულ გრანდთან უგოლო ფრეს დასჯერდა

"ზესტაფონის" პირველი გამარჯვება ავსტრიაში

ბუიუქაღა გაჯიევი: "ზესტაფონს" საქმე პირველსავე მატჩში უნდა მოვუთავოთ

ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!

რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?

ramo
ო, რა პათოსია. ერთად დავდგეთო, გეგონება ვინმე სხვაგან იდგეს. ჭია ბლატავს მოეშვი და საქმე გააკეთე. ჯერ მოიგე და მერე იტრაბახე. ქუთაისი ნათელი მაგალითია იმისა რომ ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე დაიძახო.
Qartveli
არაფერი ბლატავი !!! საქართველოს ჩემპიონს მართლა მართებს თათრების ჩემპიონთან მოგება !!! მთელი ქვეყანა დავდგეთ ერთად!!!
ramo
აბა ჰე წავიდა ბლატავი. ჯერ ქუთაისლებმა შეგვ-ეს არიქა ყაზახების საბლატაო სად არისო ეხლა ზესტას ჯერია. მიდი მიდი არავის არაფერი არ გადაუღუნო. მერე ქომაგებსდააბრალე.
TaroSochi
zestafan მე კი ბრატ სახლიდან ოღონდ რუსეთიდან ვიყვირებ მთელი ხმით ორონდ კარგად ითამაშონ))
zestafan
გპირდებით რომ ბაქოში იმაზე ათჯერ და ათასჯერ უფრო მაგრად გიგულშემატკივრებთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა..... გია ჩვენ გვჯერა შენი !!!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო