"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი არ აპირებს გუნდიდან მაქსის გაშვებას
"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი არ აპირებს გუნდიდან მაქსი როდრიგესის გაშვებას.

ამ განცხადების წინაპირობა გახდა ის, რომ არგენტინული "ოლდ ბოისის" ვებგვერდზე გაჩნდა ცნობა, რომ ისინი მაქსის ტრანსფერის ხორცშესასხმელად ყველაფერს გააკეთებდნენ, თუმცა ისინი იქვე აღიარებდნენ, რომ საქმეში ბოლო სიტყვა მერსისაიდელებს ეკუთვნოდათ.

ალბათ გახსოვთ, რომ 2011/12 წლების სეზონის მიწურულს, როცა კენი დალგლიშმა სამომავლო გეგმები ჩამოაყალიბა, ერთ-ერთი სწორედ არგენტინელის ტრანსფერზე დაყენება იყო. "ენფილდიდან" წასვლაზე თავად მაქსიც ხშირად ლაპარაკობდა, რადგან ის სათამაშო პრაქტიკის სიმწირით იყო შეწუხებული.

სულ მთელი წლის განმავლობაში მან 21 მატჩი ჩაატარა, მაგრამ რეზერვისტის კვალობაზე ძალიან ბევრი, 6 გოლი გაიტანა. აი, რას ამბობს ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი: "ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და ნამდვილად შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა.

ამას გარდა, მაქსი ზოგადად ქმნის ჩვენს ბანაკში დადებით აურას. ახალ "ლივერპულში" მის როლს ის სრულად მხოლოდ მაშინ გაიაზრებს, როცა იმ ფეხბურთს ნახავს, რომელიც მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ითამაშოს. ვიცი, შარშან რთული პერიოდი ჰქონდა.

ამას გარდა მესმის, რომ მისი ოჯახისთვისაც გარკვეული პრობლემა იყო ამ ქვეყანაში ცხოვრება. სამომავლო გეგმებზე მასთან რამდენჯერმე ვილაპარაკე. მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ იოლად გავუგეთ. იმედი მაქვს, რომ მის საკითხს უახლოეს დღეებში დავუსვამთ წერტილს".

როჯერსს მაქსი როდრიგესის გარდა გუნდში ჯო კოულის ხელახალი ადაპტაციის იმედიც აქვს. საამისოდ მას ჩრდილო ამერიკაში დაგეგმილი ტურნე აქვს. კოული როჯერსს ჯერ კიდევ "ჩელსიში" თამაშის პერიოდიდან იცნობს.

მართალია, მწვრთნელი შეგირდს ხუთი თითივით იცნობს, მაგრამ ის მაინც აცხადებს, რომ ჯოს ყველაფრის დამტკიცება თავიდან მოუწევს: "უახლოეს მომავალში თითოეული ჩემი ფეხბურთელის შეფასება მომიწევს.

მათ შორის კოულისაც. ამ ბიჭმა ნამდვილად იცის ფეხბურთის თამაში. თუკი წვრთნებისას ის კონკრეტულ სისტემას შეიმუშავებს, სამომავლოდ ნამდვილად წაადგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა