ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩელას დუბლი და სიმონის დაბრუნება

ჩელას დუბლი და სიმონის დაბრუნება

ჟილ სიმონმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო, ხუან-იგნასიო ჩელამ კი ბუქარესტში დუბლი შეასრულა - ასეთია გასულ კვირას ATP-ის ტურში გამართული ტურნირების შედეგები.

ჟილ სიმონმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო, ხუან-იგნასიო ჩელამ კი ბუქარესტში დუბლი შეასრულა - ასეთია გასულ კვირას ATP-ის ტურში გამართული ტურნირების შედეგები.

სიმონმა სამშობლოში, საფრანგეთის ქალაქ მეცში გაიმარჯვა. აქ მონაწილეთა უფრო საინტერესო შემადგენლობა იყო, ვიდრე რუმინეთის დედაქალაქში. მართალია, გაელ მონფილსისა (შარშანდელი გამარჯვებული) და მიკაელ ლოდრას უარმა ტურნირი შესამჩნევად შეასუსტა, მაგრამ მაყურებელმა მაინც საინტერესო ორთაბრძოლები იხილა.

ლოდრას არყოფნის გამო ძირითად ბადეში კიდევ ერთი ფრანგი - ნიკოლა მაუ მოხვდა, რომელმაც წლევანდელი უიმბლდონის შემდეგ გაითქვა სახელი. მან კვალიფიკაცია წააგო, მაგრამ ბედნიერი შემთხვევითობის გამო მოხვდა ძირითად ბადეში. თუმცა ამან მასპინძელს ვერ უშველა - მან მეორე წრეში წააგო ბადესთან თამაშის კიდევ ერთ ოსტატთან - გერმანელ მიშა ზვერევთან.

ზვერევმა გასული კვირა 155-ე ჩოგანის რანგში დაიწყო. გერმანელს სერიოზული ტრავმები არ ჰქონია და მისი ეს დაღმასვლა სეზონის პირველ ნაწილში ცუდმა თამაშმა განაპირობა. ერთი პირობა ჩელენჯერის ტურნირებზე გადასვლაც კი მოუწია, თუმცა იქაც მისი მაქსიმუმი მეოთხედფინალური ეტაპი იყო. სამაგიეროდ, მეცის დარბაზი ზვერევისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა. თავიდან ის არგენტინელ ორასიო სებალიოსს გაუსწროდა, შემდეგ მაუს მოუგო, ამას მოჰყვა ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ფინელი იარკო ნიემინენის დამარცხება.

ნახევარფინალში ზვერევის მეტოქე რიშარ გასკე უნდა ყოფილიყო, რომელმაც ზედიზედ ოთხი ტაი-ბრეიკი ითამაშა - 4:6, 7:6(5), 7:6(3) პოლ-ანრი მატიოსთან და 7:6(3), 7:6(5) ტომი რობრედოსთან. მაგრამ გერმანელს ფინალში გასასვლელად ბრძოლა არ მოუწია - გასკე ანგინა შეეყარა და კორტზე გასვლა არ ისურვა. შესაბამისად, ზვერევი წელს პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა ATP-ის ტურნირის ფინალში.

ბადის მეორე მხარეს ფინალში გასასვლელად დაძაბული ბრძოლა იყო. პირველ ნომრად განთელისმა მარინ ჩილიჩმა მეოთხედფინალში ვერ გაამართლა ფავორიტის სტატუსი და ფილიპ კოლშრაიბერთან წააგო. გერმანელს სიმონთან ამერიკის ღია პირველობაზე ხუთ სეტში ჰქონდა წაგებული და რევანშის აღების კარგი შანსი მიეცა. მაგრამ ფრანგმა, რომელმაც მანამდე ზედიზედ ორი სამსეტიანი მატჩი მოიგო, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ერთ საათში დამარცხა კოლშრაიბერი - 6:3, 6:2. როგორც ჩანს, ჟილი, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, თანდათან შედის ფორმაში.

სიმონმა ეს ფინალშიც დაამტკიცა. ზვერევის წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა - უკანა ხაზიდან ზუსტად თამაშობდა, შეცდომებს ნაკლებად უშვებდა და უკეთაც აწვდიდა. გერმანელი ბადესთან ხშირი გასვლებით შეეცადა მეტოქის წყობიდან გამოყვანას, მაგრამ ამჯერად მისმა საფირმო იარაღმა არ იმუშავა. შესაბამისად, ჟილს პირველი სეტის თითქმის ყველა გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მართალია, შვიდი შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად. ზვერევს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ფრანგმა ის ეისით მოიგერია. მეორე პარტია კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა. მეოთხე გეიმამდე თანაბარი თამაში იყო, რის შემდეგაც მასპინძელმა მოუმატა, ზვერევმა კი პირიქით, "ხელები ჩამოუშვა" და 2:2 უცებ 6:2-ად გადაიქცა. ფრანგისთვის ეს მეშვიდე ტიტულია კარიერაში და პირველი - წლევანდელ სეზონში.

ბუქარესტის ტურნირი აშკარად ამოვარდნილია სეზონის ამ ნაწილიდან - ATP-ში გრუნტის სეზონი ივლისში დასრულდა და შემოდგომაზე ეს ერთადერთი შეჯიბრია, სადაც ამ საფარის მოყვარულებს თავიანთი ოსტატობის ჩვენება შეუძლიათ.

რუმინეთის დედაქალაქში ბლომად შეიყარნენ მეორე ეშელონის ესპანელები და არგენტინელები. სწორედ მათ გაითამაშეს მთავარი პრიზი. სხვებზე უკეთ ხუან-იგნასიო ჩელა გამოიყურებოდა. 31 წლის არგენტინელმა ვეტერანმა ისე განვლო მთელი სატურნირო გზა, რომ არც ერთ მეტოქეს სეტი არ დაუთმო, მათ შორის პირველ ნომრად განთესილ ალბერტ მონტანიესს. ჩელამ წელს ჰიუსტონის ტურნირშიც იმარჯვა და ეს არის პირველი სეზონი მის კარიერაში, როცა ერთ წელიწადში ერთ ტიტულზე მეტი მოიგო. დუბლი კი მან კარიერაში მეორედ შეასრულა. 2004 წელს ეშტორილში ერთეულებშიც მოიგო და გასტონ გაუდიოსთან დუეტში - წყვილთა თანრიგიც. ამჯერად მისი პარტნიორი პოლონელი ლუკაშ კუბოტი იყო.

ATP

Open de Moselle

მეცი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ჟილ სიმონი (საფ, 8)-მიშა ზვერევი (გერ) 6:3, 6:2.

BCR Open Romania

ბუქარესტი (რუმინეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ხუან-იგნასიო ჩელა (არგ, 4)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:5, 6:1.

ფრანგმა კარიერა დაასრულა

ფრანგმა ჩოგბურთელმა ტიერი ასკიონემ პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან გასულ კვირას მეცში გამართული ტურნირის შემდეგ განაცხადა. ამ შეჯიბრში ასკიონე პირველ წრეში დამარცხდა ჰოლანდიელ იგორ სისლინგთან.

"ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე აქტიური სპორტის დატოვება. შესანიშნავი კარიერა მქონდა. კარგად მესმოდა, რომ ჩემგან დიადი ჩემპიონი არ დადგებოდა, მაგრამ ამის გამო არ ვნაღვლობ. ჩოგბურთში ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთები გავატარე და ბევრი მეგობარი შევიძინე", - განაცხადა ასკიონემ.

ტიერის კარიერაში ATP-ის არც ერთი ტურნირი არ მოუგია, სამაგიეროდ რვაჯერ იმარჯვა "ჩელენჯერის" სერიის ტურნირებში. 29 წლის ფრანგს რეიტინგში ყველაზე მაღალი ადგილი 2004 წლის თებერვალში ეკავა - 81-ე პოზიცია. სულ მან კარიერის განმავლობაში 1 025 262 დოლარი გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია

მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა

მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის