საბოლოოდ გადაწყდა, რომ საუდის არაბეთი თავის ისტორიაში პირველად გაგზავნის ოლიმპიურ თამაშებზე ქალ სპორტსმენებს
საბოლოოდ გადაწყდა, რომ საუდის არაბეთი თავის ისტორიაში პირველად გაგზავნის ოლიმპიურ თამაშებზე ქალ სპორტსმენებს. ქვეყნის ოლიმპიურ გუნდში სუსტი სქესის ორი წარმომადგენელი მოხვდა: ძიუდოისტი ვოჯან ალი სერაჟ აბდულრაჰიმ შაჰრჰანი, რომელიც 78 კილოგრამში გამოდის და მორბენალი სარა ათარი. მას 800 მეტრზე სირბილში აქვს შეტანილი განაცხადი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ ამ სპორტსმენების ოლიმპიურ გუნდში შეყვანას პოზიტიური მომენტი უწოდა და აღნიშნა, რომ სპორტული საზოგადოება მიესალმება არაბ ქალებს ბრიტანეთის დედაქალაქში.

კიდევ უფრო შორს წავიდა კატარის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - მან გახსნის ცერემონიაზე თავისი გუნდის მედროშედ ქალი სპორტსმენი - ტყვიის მსროლელი ბაჰიია ალ-ჰამადი დანიშნა. ეს უნიკალური პრეცედენტია ამ არაბული ქვეყნის მხრიდან, რომელიც საუდის არაბეთისა და ბრუნეის მსგავსად, ქალ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე გამოსვლას უკრძალავდა.

19 წლის ალ-ჰამადი თავისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი იყო 2011 წლის არაბულ თამაშებზე - მან იქ სამი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არაბი ქალი სპორტსმენების ოლიმპიადებზე მოზიდვას, ალ-ჰამადს რამდენიმე სახეობაში გამოსვლისთვის უაილდ-ქარდი მისცა. ანალოგიური მიწვევები აქვთ კატარელ მოცურავეს ნადა არკაისა და მორბენალ ნურ ალ-მალკის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე