რუსთავის "მეტალურგი" კაპიტანი გია კვარაცხელია და ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე "დინამოს" შეკრებაზე წაყვება
რუსთავის "მეტალურგმა" ალბანური "ტეუტა" გაანადგურა (3:0, 6:1) და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თუმცა, პლზენის "ვიქტორიასთან" დაპირისპირებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ გუნდის კაპიტანი გია კვარაცხელია (რომელიც წინა ჩემპიონატის შემდეგ "ლელომ" სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელა) და ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე.

ორივე უკვე თბილისის "დინამოში" გამოცხადდა, რადგან თბილისელთა მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს მათი შეკრებაზე წაყვანა სურს და ჩეხებთანაც ამიტომ ვერ ითამაშებენ.

13 ივლისს კვარაცხელია და თექთურმანიძე დიღმის ბაზაზე იმყოფებოდნენ და "გაგრასთან" საკონტროლო შეხვედრას დაესწრნენ, მაგრამ ალბანელებთან ნათამაშები ყოფილი მეტალურგელები დუშან უჰრინმა დაასვენა.

რუსთავულ კლუბს ორივე თავაწეული ტოვებს: 32 წლის გამოცდილმა კვარაცხელიამ გასული სეზონი მშვენივრად ჩაატარა, ევროპალიგაზე კი "ტეუტას" ძლევაში უდიდესი წვლილი შეიტანა. იგივე ითქმის თექთურმანიძეზე, რომელმაც ალბანელების კარი თბილისში ორჯერ ულამაზესი დარტყმებით აიღო.

13 ივლისს ერთ მათგანს, გია კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- სულ რაღაც ორი წუთია, რაც რუსთავიდან წამოვედი. გუნდში ვიყავი, ბიჭებს დავემშვიდობე და დღეიდან თბილისის "დინამოში" ვივარჯიშებ. გაორებული გრძნობა მაქვს: ძალიან თბილი, მეგობრული გუნდიდან მოვდივარ, რუსთავიც ძალიან შემიყვარდა.

უბრალო და გულიანი ხალხია, ფეხბურთი უზომოდ უყვართ და სტადიონზე ყოველთვის კარგი ატმოსფეროა.

ამავე დროს, მივდივარ თბილისის "დინამოში", რომლის მიწვევაზეც არც ერთი ქართველი მოთამაშე უარს არ იტყვის და ახლა მთლიანად ახალ გუნდზე გადავერთვები, მაგრამ "მეტალურგს", ჩემს ყოფილ თანაგუნდელებსა და უფროს მეგობრებს წარმატება მინდა ვუსურვო... ისე თბილად გამაცილეს, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- შემდეგ ეტაპზე "მეტალურგს" გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავს და შეუძლებელი იყო, დროებით ისევ რუსთაველებს რომ დახმარებოდი?

- ეს მეც ძალიან მინდოდა და სამწუხაროა, ბიჭებს რომ ვერ დავეხმარები, მაგრამ უჰრინი ახალ გუნდს აყალიბებს, რომელსაც სეზონის დაწყებამდე შეთამაშება სჭირდება და დარჩენა აღარ გამოდიოდა. თანაც, "მეტალურგი" ახლა ისე კარგად აწყობილი გუნდი არის, ერთი მოთამაშის წასვლა არ უნდა დაეტყოს.

- "დინამოში" როდის მიგიწვიეს?

- როდესაც ბუბა ტყავაძე გადავიდა, შემოთავაზება მივიღე.

- ახლა თბილისელებს ცუდი დრო უდგათ, ევროთასებზეც ვერ გავიდნენ და სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.

- ეს იყო გამონაკლისი, კანონზომიერება კი ის არის, რომ თბილისის "დინამო" ყოველთვის ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად იბრძოდა და ახალ სეზონშიც ასე იქნება. იმედია, "დინამო" მომავალ სეზონში მისთვის ჩვეულ შედეგს მიაღწევს და ამაში საკუთარ წვლილს მეც შევიტან.

- შენი აზრით, რომელი გუნდები იქნებიან თქვენი კონკურენტები?

- ცხადია, "ზესტაფონი", "ტორპედო", "დილა", რომელიც ძალიან სერიოზული გუნდად ყალიბდება და ცხადია, "მეტალურგი", რომელიც ასაევე კონკურენტუნარიანი გუნდია. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო ჩემპიონატში სერიოზული ბრძოლა იქნება და ეს შარშანდელზე ბევრად მეტ მაყურებელს მოიზიდავს.

კვარაცხელია და თექთურმანიძე დინამოში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა