ენტონი იგუოდალაში იცვლება?

დღეს არ გავა კარმელო ენტონის შესახებ ამერიკულმა პრესამ ახალი ინფორმაცია არ გაავრცელოს. როგორც ირკვევა, "დენვერის" ლიდერის ხელში ჩასაგდებად "ფილადელფია სიქსერზიც" იბრძვის და კარგ წინადადებასაც სთავაზობს "ნაგეტსის" ხელმძღვანელობას. კერძოდ, "ფილადელფია" მზად არის თავისი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე - ანდრე იგუოდალა გაცვალოს კარმელოში. უფრო მეტიც, ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არის შესული და გარიგება თითქმის შემდგარია.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, "დენვერმა" და "ფილადელფიამ" უარყვეს ტრეიდის შესახებ ჭორები. მაშინ ამბობდნენ, რომ გაცვლაში მესამე გუნდიც იქნებოდა ჩართული.

როგორც იცით, კარმელოს გადაბირებაზე ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი "ნიუ ჯერსი ნეტსი" გახლავთ. ამასთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს Yahoo!Sports-ის ინფორმაცია. კერძოდ, თუ ენტონი ამ გუნდში გადავა, ეს ავტომატურად ნიშნავს 2012 წელს "ნეტსში" კრის პოლის წასვლას. ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდება "ნიუ ჯერსის" რიგებში.

ივლისში პოლი და ენტონი ერთ გუნდში გაერთიანებაზე ბევრს ლაპარაკობდნენ. მათ სურდათ "ნიუ იორკში" ამარე სტაუდმაიერთან ერთად ახალი "დიდი ტრიო" შეექმნათ, მაგრამ კარმელოს "ნეტსში" სავარაუდო ტრეიდის გამო, მათ "დიდი დუეტით" დაკმაყოფილება მოუწევთ.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი ჯერ ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მცველმა უკვე დაგეგმა მოედანზე დაბრუნების თარიღი - კობის ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი რეგულარული სეზონის პირველ მატჩში მოედანზე იქნება. ეს 26 ოქტომბერს მოხდება, როცა მოქმედი ჩემპიონი "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლებს.

"წესით, ამ დროისთვის მუხლი წესრიგში მექნება და მოედანზე გასვლას შევძლებ. არ მიყვარს გეგმების დაწყობა ან კონკრეტულ თარიღებზე ლაპარაკი. თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რეგულარული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ვითამაშებ. ახლა საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ, ოღონდ ვარჯიშებზე მხოლოდ ბურთის სროლით ვარ დაკავებული და სერიოზულ დატვირთვებზე არ გადავსულვარ. ოპერაციის შემდეგ ვცდილობდი მუხლი თანდათან დამეტვირთა და აგერ უკვე თვეზე მეტია მსუბუქ გარბენებს ვასრულებ. ამავდროულად, არ მინდა დავაჩქარო პროცესი მხოლოდ იმის გამო, რომ გულშემატკვირებმა რაც შეიძლება მიხილონ მოედანზე", - აცხადებს 31 წლის კალათბურთელი.

გამორიცხული არ არის, რომ ბრაიანტმა წინასასეზონო მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მწვრთნელები მოერიდებიან მის მაქსიმალურად დატვირთვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა