ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მეტოქე: რუსებმა ოლიმპიელები დაამტკიცეს

მეტოქე: რუსებმა ოლიმპიელები დაამტკიცეს

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციამ ოფიციალურად დაასახელა ოლიმპიური გუნდების შემადგენლობები
რუსეთის ჭიდაობის ფედერაციამ ოფიციალურად დაასახელა ოლიმპიური გუნდების შემადგენლობები, თუმცა სიახლე არ შემოუთავაზებიათ და ადრევე გაცხადებული ფალავნები დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადაზე ასპარეზობა ქვეყნის ჩემპიონობით გაინაღდეს ევროპის სამგზის ჩემპიონმა ჯამალ ოთარსულთანოვმა (55), მსოფლიოს ოთხგზის გამარჯვებულმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა ბესიკ კუდუხოვმა (60), მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონმა ალან გოგაევმა (66), მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის მომგებმა დენის ცარგუშმა (74), ევროპის ორგზის ჩემპიონმა ანზორ ურიშევმა (84), კონტინენტის პირველობის წლევანდელმა გამარჯვებულმა აბდუსალამ გადისოვმა (96) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ბილიალ მახოვმა (120).

ადრევე გაცხადებული გუნდი დაამტკიცა რუს ბერძენ-რომაელთა ქართველმა მწვრთნელმა გოგი კოღუაშვილმაც: მინგიან სემენოვი (55), მსოფლიოს პრიზიორი ზაურ კურამაგომედოვი (60), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რომან ვლასოვი (74), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალან ხუგაევი (84), მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი რუსტამ ტოტროვი (960 და მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევი (120). ამათგან ვლასოვსა და ბაროევს რუსეთის პირველობაზე არ უასპარეზიათ, თუმცა მწვრთნელმა მათ ადგილები დაუჯავშნა.

რუს "თავისუფალთა" გუნდი დასკვნით შეკრებაზეა ადლერში, სადაც რუსმა ჟურნალისტებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ მაგომედ ჰუსეინოვს ინტერვიუ ჩამოართვეს.

მან მზადებაზე იმდენად აღმატებულ ხარისხში ილაპარაკა, ჟურნალისტმა ბოლოს ჰკითხა, ნუთუ არავითარი პრობლემა არ გაწუხებთო. პასუხიდან ყურადღებას ჩვენთვის საინტერესო ორ საკითხზე შევაჩერებთ: როგორც ირკვევა, წინა შეკრებაზე მახოვსა და გადისოვს ტრავმები მიუღიათ.

მახოვს კი თვის დასაწყისში მწვრთნელის სურვილის წინააღდეგ დორტმუნდში "გერმანიის დიდ პრიზზე" არ უჭიდავია. მწვრთნელმა გერმანულ ტურნირთან დაკავშირებით თქვა: "როგორც ნაკრების და როგორც პირად მწვრთნელს, მსურდა, რომ მახოვს გერმანიაში ეჭიდავა, მას 2010 წლის სეზონიც კი გავახსენე, როცა ხუთ ტურნირში იჭიდავა და მერე ბრწყინვალედ მოიგო მსოფლიოს პირველობა.

შარშან საშეჯიბრო პრაქტიკა აკლდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორეზე გავიდა. თუმცა მაშინ ზედმეტი წონის პრობლემაც აწუხებდა, რაც უკვე მოგვარდა. ამჯერად მან მიიჩნია, რომ მოგზაურობა კარგ შედეგს არ მოუტანდა და შინ დარჩენა ამჯობინა."

ისე, მწვრთნელ-შეგირდს შორის ყველაფერი მთლად რიგზე ვერაა. შემახოვი თუ ვერც ამჯერად იქნება ოპტიმალურ ფორმაში - მით უკეთესი დავით მოძმანაშვილისთვის.

უკრაინამ სტადნიკი იუარა, სტადნიკმა - შავლოხოვი

უკრაინულ ჭიდაობაში კვლავაც გრძელდება სკანდალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რუსლან შავლოხოვის ირგვლივ. დაპირისპირება ამჯერად კულუარებიდან ავანსცენაზე გამოვიდა.

მიზეზი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობის გამოცხადება გახდა, სადაც მწვრთნელმა არ შეიყვანა ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისა და მსოფლიოსა ბრინჯაოს მედალოსანი ანდრეი სტადნიკი (66).

მისი ადგილი ახალგაზრდა ანდრეი კვიატკოვსკიმ დაიკავა, სხვა წონებში კი ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვასილ ფედორიშინი (60), მსოფლიოს ჩემპიონი იბრაგიმ ალდატოვი (84), ვალერი ანდრეიცევი (96) და ალექსანდრ ხოციანოვსკი (120) მოხვდნენ.

სტადნიკი იმდენად გაბრაზდა, მინი-ბუნტი მოაწყო (კომუნისტური მეთოდითო, წერია უკრაინის ჭიდაობის ფედერაციის საიტზე) - თანაგუნდელები აიყოლია და შავლოხოვის გადაყენების მოთხოვნით ფედერაციას წერილიც აახლა 21 ხელმოწერით. მწვრთნელს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ.

ერთი შეხედვით, ამ დავაში შავლოხოვი მართალია, რადგან ლიცენზია კვიატკოვსკიმ მოიპოვა, სტადნიკმა კი ყველა შანსი გაანიავა - მსოფლიოს ჩემპიონატზეც წააგო და - სოფიაში, სალიცენზიო შეჯიბრებაზეც. თუმცა წლებია, შავლოხოვი სულ ასეთ უსიამოვნო ამბებშია გახვეული და მის ირგვლივ სკანდალები არ წყდება.

მას მაინცდამაინც დალაგებული ურთიერთობა არც ფედერაციის ხელმძღვანელობასთან აქვს. ბოლო წლებში იქაურები თბილისის საერთაშორისო ტურნირზე რომ ვერ ჩამოდიოდნენ, ჩვენები ამას სწორედ შავლოხოვისა და ფედერაციის დაპირისპირებით ხსნიდნენ.

უკრაინული ფედერაციისთვის ეს სკანდალი ერთადერთი არაა, თუმცა ამაზე ქვემოთ, ქალთა ბლოკში ვილაპარაკოთ.

მოკლედ, ოთარ თუშიშვილს სტადნიკი - სერიოზული კონკურენტი გამოაკლდა. ახლა სტადნიკების ოჯახს ოლიმპიადაზე საქომაგო აზერბაიჯანის ქალთა ნაკრებში გადასული მეორე შვილი, ანდრეის უმცროსი და - ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი მარია სტადნიკი (48) დარჩა.

აზერბაიჯანელები უსიამოვნო სკანდალში

აზერბაიჯანელებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები აქამდეც გარკვეული ჰყავდათ: ტოგრულ ასგაროვი (60), ჯაბრაილ ჰასანოვი (66), შარიფ შარიფოვი (84), ხეტაგ გოზიუმოვი (96) და ჯამალედდინ მაგომედოვი (120).

გაურკვეველი მდგომარეობა მხოლოდ 74-ში ჰქონდათ, სადაც ლიცენზიის მომპოვებელ აშრაფ ალიევს კონკურენციას კირილ გოსტიევი უწევდა, თუმცა დორტმუნდის ზემოხსენებულ ტურნირზე ალიევი მეორეზე გავიდა, გოსტიევი - მეხუთეზე და ამით ყველაფერი გაირკვა. ამდენად, ლონდონში დავით ხუციშვილის სავარაუდო მეტოქე აშრაფ ალიევი გახდა.

თუმცა ახლა მათ გუნდს ეს ამბავი ნაკლებად ადარდებს, იმდენად არასასურველ ამბავში გაეხვია... აზერბაიჯანელთა ნაკრების რამდენიმე წევრი "პროქტერ ენდ გემბლ"-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს - ჰაერის გამწმენდ აეროზოლის უწევდნენ რეკლამას.

რუსულ ტელეარხებზე გასვლის შემდეგ ამ ვიდეორგოლმა იქაურებს უხიაგი ფანტაზიებისთვის გასაქანი მისცა და აზერბაიჯანელთათვის იმდენად არასასურველი კომენტარები მოჰყვა, რომ "თათარსტანელი ხალხის ასამბლეის" თავმჯდომარის მოადგილე საგიდ ჯაკსიბაევმა საგანგებო განცხადებაც გააკეთა, ასეთ ვიდეორგოლებს რასობრივი სიძულვილის პროვოცირება შეუძლიაო.

მისი აზრი "ხალხთა მეგობრობის სახლის" დირექტორმა ირეკ შარიპოვმა გააგრძელა: "ჩემს მეგობართა შორის ბევრი აზერბაიჯანელია, რომლებიც ჩემში თეთრ მაისურასთან ასოცირდებიან და ძალიან სუფთა ხალხია. არ მესმის, რატომ ასოცირდებიან ისინი ცუდ სუნთან" - განაცხადა მან.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს კლიპი ორგანიზატორებმა ჩვენს მეზობლებს შეგნებულად მოარგეს მათი დაცინვის მიზნით, მაგრამ ცოტა სხვანაირი სიუჟეტის მოფიქრება კი შეეძლოთ, რადგან კლიპი გარკვეულ არაეთიკურ პასაჟებს მართლაც შეიცავს, ოღონდ - ნებისმიერი ეროვნების ადამიანთან დაკავშირებით და არა კონკრეტულად აზერბაიჯანელებზე.

მაგალითად, ეპიზოდებში აქცენტირებულია გაოფლილი მოჭიდავები, რომლებიც აეროზოლს ისხურებენ, მოჩანს მათი ამუნიცია, ბოლოს კი შემოჰყავთ თვალახვეული ქალები, რომლებსაც ცხვირწინ უტრიალებენ მოჭიდავეთა ოფლიან ფორმებს, ფეხსაცმელებს, სავარჯიშოდ აუცილებელ სხვა ნივთებს და მათ სუნით უნდა გამოიცნონ, სად იმყოფებიან.

მართალია, თვალსახვევების მოხსნის შემდეგ ქალებმა ბევრიც იცინეს, რომ სალონის მაგივრად საჭიდაო დარბაზში აღმოჩნდნენ, მაგრამ კლიპს იმდენად ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ თათარსტანში მცხოვრები აზერბაიჯანელები ეროვნული ღირსების დასაცავად აღსდგნენ და პროტესტი გამოთქვეს.

ქალთა ვნებები: დროშა, დოპინგი, სკანდალი

ქალთა ოლიმპიური ჭიდაობა ისტორია 2004 წლიდან იღებს სათავეს. ახლა კი პირველად ქალი მოჭიდავე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე თავისი ქვეყნის მედროშე იქნება.

ეს პატივი კამერუნელ ანაბელ ლაურე ალის (72) ერგო, რომელიც შარშან მსოფლიოზე მეხუთეზე ადგილზე გასვლით მოიპოვა საგზური.

ალისგან განსხვავებით, ოლიმპიადას გამოტოვებს ამერიკელი სტეფანი ლი. მას ტესტში აღმოაჩნდა დოპინგი და ლონდონში მის ნაცვლად მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ალი ბერნარდი იასპარეზებს.

ახლა კი ზემოხსენებულ სკანდალზე, რომელიც უკრაინულ ქალთა ჭიდაობაში აგორდა. საქმე აქაც ოლიმპიურ ნაკრების შემადგენლობას ეხება - 55 კილოგრამში მწვრთნელებმა მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ტატიანა ლაზარევა დააყენეს, რამაც მისი კონკურენტი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ნატალია სინიშინი გაანაწყენა.

აღსანიშნავია, რომ სტადნიკიც და სინიშინიც ლვოველები არიან, ლაზარევა - დონეცკელი. სტადნიკთან დაკავშირებით არა, მაგრამ ქალებზე კი ლვოველმა ჟურნალისტებმა ფედერაცია პირდაპირ დაადანაშაულეს 60 000-დოლარიანი ქრთამის აღებაში, დონეცკელებმა ამ ღირებულების საჩუქრები ჩაიტანეს კიევში, ესპლანადნაიას 42-შიო.

ცხადია, ფედერაციამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მათ აქცენტი ლაზარევაზე მისი გამოცდილების გამო გააკეთეს. თან ისიც გაიხსენეს, რომ პეკინის ოლიმპიადაზეც საგზური ლაზარევამ მოიპოვა, თუმცა სინიშინი წაიყვანეს, რომელმაც წააგო. ამის მიუხედავად, წლევანდელი ევროპირვერლობის გარდა სინიშინს ივნისში პოლონეთში ლაზარევასთან პირადი მოგებაც უმაგრებდა ზურგს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ლონდონში კვლავაც იჭიდავებს ქალთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, უკრაინელი ირინა მერლენი (48), ახლა მას სურს, პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ქალი გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა