ბელარუსთა ახალგაზრდული ნაკრები ის გუნდია, რომლის ბირთვის გარშემო კონდრატიევი მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებას აპირებს
მალე ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები დაიწყება. ბელარუსის ნაკრებმა ლონდონში თამაშის უფლება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დაკავებული მესამე ადგილის წყალობით მოიპოვა და ახლა გუნდი გიორგი კონდრატიევის ხელმძღვანმელობით ოლიმპიადისთვის ემზადება.

ბელარუსთა ახალგაზრდული ნაკრები კი ის გუნდია, რომლის ბირთვის გარშემო კონდრატიევი მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელარუსის ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებას აპირებს.

ბელარუსები 26 ივლისს ქოვენთრიში ახალ ზელანდიას შეხვდებიან, 29-ში - მანჩესტერში ბრაზილიას, 1 აგვისტოს კი გლაზგოში - ეგვიპტეს.

ცხადია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტოქეს ვგულშემატკივრობთ, რაც შეიძლება შორს რომ გავიდნენ და მუნდიალის შესარჩევი ციკლისთვის საქართველოში გადაღლილები ჩამოვიდნენ, რაც ასეთ დროს ბუნებრივიც არის - კონდრატიევი და კამპანია თბილისში 7 სექტემბერს გვესტუმრება.

ბელარუსებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ოლიმპიურ ნაკრებში ბორისოვოს "ბატეს" ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევარმცველს, რენე ბრესანს დაიმატებდნენ, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბელარუსში 5 წლის წინ დასახლებული ბრაზილიელის ნაკრებში გაშვება "ბატეს" ხელმძღვანელობას არ სურდა.

ბორისოველთა პრეზიდენტმა, ანატოლი კაპსკიმ ეს იმით ახსნა, რომ გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა და ოლიმპიადაზე ბრესანის გამგზავრებით კიდევ უფრო დავსუსტდებითო. მართალია, ბორისოვოელები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას უარს ვერ ეუბნებოდნენ, მაგრამ მოთამაშეს ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებდნენ.

თავად ფეხბურთელმა იყოჩაღა და ოლიმპიადაზე გამოსვლა ისურვა. კონდრატიევი გახარებულია - ჩამშლელი ნახევარმცველები საკმარისად გვყავს, ბრესანის შემოქმედებითი თამაში კი ჰაერივით გვჭირდებაო.

ამასობაში, ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები "ბატეში" ვარჯიშობდა, მაგრამ ბორისოველ გულშემატივართა იმედებს ცივი წყალი გადაასხა ცნობამ იმის შესახებ, რომ 31 წლის ნახევარმცველი ნიუორკის "რედ ბულში" მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ გლები "შტუტგარტში", ლონდონის "არსენალსა" და "ბარსელონაში" თამაშობდა.

გლები ამერიკაში მიიწვიეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა