კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელის ბრწყინვალე შემოქმედებას
ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

ესპანელმა ჰავბეკმა სეზონი ბრწყინვალედ დაასრულა. ის ევროპის 2012 წლის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ აქამდე ზედიზედ ევროპის პირველობა არავის მოუგია. ინიესტამ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ზედიზედ სამი საერთაშორისო ტურნირი მოიგო: ევრო 2008, მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატი და ევრო 2012.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" ნახევარმცველი ევრო 2012-ზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფეხბურთს თავი რომ დავანებოთ, ინიესტამ ერთი კვირის წინ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ანა ორტისი გახდა.

წყვილი ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა. ანდრესმა და ანამ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს. წყვილს 2011 წელს ქალიშვილი ვალერია შეეძინა.

ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ანდრესი და ანა 8 ივლისს დაქორწინდნენ.

თუ არ ჩავთვლით საკლუბო მიღწევებს, ინიესტა ყველგან გამარჯვებულია, თუმცა შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" გასულ სეზონში ესპანეთის თასის მფლობელი გახდა. კატალონიელებმა თასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხეს.

ინიესტა საკუთარი სათამაშო სტილითა და ფინტებით ბევრ ადამიანს აოცებს. ხშირ შემთხვევაში ესპანელი ისეთ სიტუაციებიდან პოულობს გამოსავალს, სადაც ბევრ სხვა ფეხბურთელს, უბრალოდ, ვერაფერი გამოსდის.

გთავაზობთ ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელის, ანდრეს ინიესტას თავბრუდამხვევ ფინტებს. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ ადამიანის ბრწყინვალე შემოქმედებას (იხილეთ ვიდეო).

ასევე იხილეთ:

ანდრეს ინიესტამ ქორწილი ესპანეთის პროვინცია ტარაგონასთან, ულამაზეს კოშკში გადაიხადა [+VIDEO]

ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა