მილანელებმა სატრანსფერო ბაზრისკენ გზა გაიხსნეს
ტიაგო სილვა შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ "მილანს" სიყვარულში გამოსტყდომოდა - მუდმივად იმას იმეორებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ დიდებული გუნდის კაპიტანი გახდებოდა და პაოლო მალდინის გზას გააგრძელებდა... მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი; დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 წლის ბრაზილიელი მცველი პსჟ-ის წევრია და მომდევნო სეზონიდან ფრანგული გუნდის ღირსებას დაიცავს.

პარიზელებსა და მილანელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა - ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ლომბარდიული გრანდის ბიუჯეტი 42 მილიონი ევროთი გამდიდრდება - თუ ამას იმ თანხასაც დავუმატებთ, რომელსაც ტიაგო სილვა წლიურ გასამრჯელოდ იღებდა, თქმა არ სჭირდება, რომ ლომბარდიელებმა ხაზინა გვარიანად გაიმდიდრეს.

დღეს რთულია იმაზე ლაპარაკი, რა უფრო კარგია - 42 მილიონი ევრო თუ ტიაგო სილვა, მაგრამ ერთი ფაქტია:

მილანელებმა სატრანსფერო ბაზრისკენ გზა გაიხსნეს. თუ სილვას ზლატან იბრაჰიმოვიჩიც მიჰყვა და თანაც, დაახლოებით იმავე ფასში, აღებული თანხებით ლომბარდიელებს ახალი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება მიეცემათ.

უკვე გავრცელდა კიდეც ათასგვარი ინფორმაცია, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული ისევ და ისევ კარლოს ტევესის თემაა. მილანელები მზად არიან, არგენტინელში 20 მილიონი ევრო გადაიხადონ, ინგლისელები კი, ტრადიციულად, ჭოჭმანობენ.

ვნახოთ, რა გმირობებს ჩაიდენენ "როსონერის" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე. იქამდე კი ალესანდრო ნესტას გადავცეთ სიტყვა, რომელიც ტიაგოს გაყიდვის ფაქტმა ფრიად გააკვირვა:

"სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვხვდები, თუ რატომ გაყიდეს მილანელებმა ტიაგო სილვა. მასთან ერთად წლების განმავლობაში ვთამაშობდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც კი ოდესმე მიასპარეზია.

ძალიან დამწყდა გული, რადგან მის გარეშე "მილანს" დაცვაში აშკარად გაუჭირდება. ვიტოვებ იმედს, რომ ადრიანო გალიანი ტიაგოს ღირსეულ შემცვლელს იპოვნის, თუმცა აშკარაა, რომ ეს ძალიან გაუჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა