31 წლის დევიდ ჰეიმ აასრულა ბრძოლისწინა დანაპირები და ნაადრევი გამარჯვება მოიპოვა 29 წლის დერეკ ჩისორასთან
31 წლის დევიდ ჰეიმ (26-2, 24KO) აასრულა ბრძოლისწინა დანაპირები და ნაადრევი გამარჯვება მოიპოვა 29 წლის დერეკ ჩისორასთან (15-4-0, 9KO). თუმცა "ჰეიმეიკერმა" ბოლომდე ვერ გამოიცნო პროგნოზი, რადგან პირველი სამი რაუნდის შემდეგ ჰქონდა დაგეგმილი ბრძოლის დასრულება, მაგრამ წარმოშობით ზიმბაბველმა ჩისორამ მეხუთე რაუნდამდე გაძლო. იმას, რაც "აპტონ პარკზე" სახელდახელოდ დაგებულ რინგზე მოხდა, ჰეის მხრიდან სრული დომინირება ჰქვია.

ტრადიციულად, პირველივე წუთებიდან ჰეიმ ინიციატივა დაუთმო მეტოქეს და მეორე ნომრად მუშაობა. თუმცა უკვე რამდენიმე წამის შემდეგ დევიდისთვის საგანგაშო სიგნალი გაისმა - მან ჩისორას გვერდითი ძლიერი დარტყმა გაატარა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო დერეკის ერთადერთი წარმატებული დარტყმა მთელი ბრძოლის განმავლობაში.

დევიდს სისწრაფეში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა და ამის ხარჯზე იცილებდა მეტოქის ძლიერ, მაგრამ ერთფეროვან დარტყმებს. ამასთან, ჰეი კონტრშეტევების შესრულებასაც ასწრებდა. მან კარგად იცოდა, რომ ჩისორას "ყბის ჩამოღება" იოლი არ იქნებოდა. ამიტომაც დარტყმებში დიდ ძალას არ აქსოვდა და რაუნდს რაუნდზე დამაჯერებლად იგებდა.

მაგრამ მეხუთე რაუნდში ჰეიმეიკერმა დარტყმების შესანიშნავი სერია ჩაატარა, რამაც ჩისორა შეაზანზარა - დერეკი პირველად კარიერაში რინგზე დაეცა.

იმის ნაცვლად, რომ წამოდგომის შემდეგ კლინჩში შესულიყო, მან კონტრშეტევაზე წასვლა გადაწყვიტა და ამის გამო მომენტალურად დაისაჯა. დევიდმა კვლავ გვიჩვენა "მკვლელის ინსტინქტი" და "გატეხილ" მეტოქეს ბოლო მოუღო. რამდენიმე უძლიერესი დარტყმის შემდეგ "ჰეიმეიკერმა" ისევ გაგზავნა მოწინააღმდეგე ნოკდაუნში. დერეკი ისევ წამოდგა, მაგრამ მსაჯმა ბრძოლის შეწყვეტა ბრძანა, რასაც ჩისორა დიდად არ შეწინააღმდეგებია.

გასაკვირია, რომ გუშინ დაუძინებელი მტრები რინგზე ხელგადახვეულები იდგნენ და რაღაცას ღიმილით განიხილავდნენ. შემდეგ ჰეიმ თბილი სიტყვები მონახა ჩისორას მწვრთნელის, დონ ჩარლზის მისამართით, რომელსაც 18 თებერვალს, მიუნხენის ცნობილ პრესკონფერენციაზე ყბა გაუტეხა.

ბრძოლის შემდეგ მინი-ინტერვიუში ჰეიმ შეაქო მეტოქე სიმამაცისთვის, მადლობა გადაუხადა თავის ფანებს და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მან ამ ბრძოლაში აჩვენა, ვიტალი კლიჩკო აღარ მოისურვებს მასთან შეხვედრას.

დევიდმა დარწმუნებით განაცხადა, რომ WBC-ის ჩემპიონი ისეთ მეტოქეს აირჩევს, რომლის შესახებაც არავის არაფერი ეცოდინება. შემდეგ წავა კრივიდან და პოლიტიკოსი გახდება. "მაგრამ, თუ ვიტალი მზად არის ჩემთან საჩხუბრად, მეც ვისურვებდი მასთან ბრძოლას", - განაცხადა ჰეიმ.

ჩისორამ კი აღნიშნა, რომ არ აპირებს პაუზის აღებას და რინგზე მალე დაბრუნდება: "მომეწონა ბრძოლა, წამოვდექი და მზად ვიყავი გასაგრძელებლად, მაგრამ ეს კრივია - ვიღაც გამარჯვებული უნდა იყოს და ვიღაც - დამარცხებული. მაგრამ მე დავბრუნდები".

მთავარი, რაც ამ ბრძოლამ გვიჩვენა, ის არის, რომ ჰეის არ დასტყობია ერთწლიანი პაუზა და ის მზად არის, ნებისმიერ თანამედროვე სუპერმძიმეწონოსანს გაუმართოს ღირსეული ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე