ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!

თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი საფეხბურთო შეხედულებები და გეგმები გაამხილა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შთაბეჭდილებები ბელარუსულ გამოცემა "პრესბოლს" გაუზიარა.

ვფიქრობთ, ამ ინტერვიუს ფრაგმენტების გაცნობა დაგაინტერესებთ, რადგან ევროპის ჩემპიონატის პერიპეტიების გახსენების გარდა, ქეცბაიამ საკუთარი საფეხბურთო შეხედულებები და გეგმები გაამხილა.

"სენსაცია იყო ჰოლანდიის გამოვარდნა, რომელმაც ქულაც ვერ მოიპოვა. მათი მაგალითი ამტკიცებს, რომ შემადგენლობაში ძლიერი ფეხბურთელების ყოფნა კი არა, გუნდური თამაშია მთავარი.

...რუსეთის გამოვარდნა თუ გამიკვირდა? მეგონა, ჯგუფიდან გავიდოდა, მაგრამ საბერძნეთი არ დააფასეს.

კაცმა რომ თქვას, ჰოლანდიის გამოვარდნასთან შედარებით, არშავინისა და კომპანიის ფიასკო დიდი სენსაცია არც არის. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოლანდია მეორეზე გავიდა, რუსეთი კი ამ ტურნირში არც მონაწილეობდა.

ევრო 2012-ზე ესპანეთს ვგულშემატკივრობდი, რადგან ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ისინი ბურთის ფლობაზე აკეთებენ აქცენტს და არც ისე შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავადაც, ფრანგები განსაკუთრებული მონდომების გარეშე მაინც დაამარცხეს. ამ კუთხით ესპანეთი-საფრანგეთი ჩემთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქეები არიან.

...ძალიანაც კარგი, ევრო 2016-ში, 16-ის ნაცვლად, 24 გუნდი რომ ითამაშებს. დაე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის საშუალება სხვა ქვეყნებმაც მიიღონ. მაგრამ არ ვიცი, ტურნირი რა ფორმატით ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში, წესით, ჯგუფიდან ორი გუნდი პირდაპირ გავა, მესამეადგილოსნები კი საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.

ვერ ვიტყვი, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველო უცებ ფავორიტად გადაიქცევა, მაგრამ ტოპ-ტურნირზე მოხვედრის მეტი შანსი გაგვიჩნდება.

...ჩვენ 2016 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის პერსპექტივით ვმუშაობთ და ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ეს მძიმე გზაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. თუ რაიმეს გაკეთება გვსურს, დღეს თუ არა, ხვალ მაინც უნდა გავაკეთოთ და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების მხარდაჭერას ვგრძნობთ. თუმცა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლსაც არ ვივიწყებთ, რომელშიც ბელარუსსაც ვხვდებით.

...ბელარუსის ნაკრებში ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა. ბოლო წლებში თქვენი ფეხბურთი ვითარდება. ამაზე ევროთასებზე კლუბების გამოსვლა მიანიშნებს. უკვე რამდენიმე წელია, "ბატე" ჩემპიონთა და ევროპის ლიგების მუდმივი მონაწილეა. თქვენი ახალგაზრდული ნაკრებიც წარმატებით ასპარეზობდა. რადგან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე გააღწია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვა, ეს უკვე ბევრზე მეტყველებს. დონის ზრდა ეროვნულ გუნდსაც დაეტყო. თქვენს გუნდთან თამაში საინტერესო იქნება, მაგრამ რთული.

...გვაქვს თუ არა ჩვენ და ბელარუსს ესპანეთთან და საფრანგეთთან კონკურენციის შანსი? თუ საქმეს რეალურად შევხედავთ, ალბათ - არა. პირველ ორ ადგილს, ალბათ, გრანდები გაითამაშებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

...ნაკრები სამი წლის წინ ჩავიბარე და იმ და დღევანდელ გუნდს შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ. ბევრია გაკეთებული, მაგრამ ქართველი მაყურებელი მომთხოვნია და გაცილებით მეტს ელის.

...მივლინებებში დიდ დროს ვატარებ. ხშირად დავდივარ უკრაინასა და რუსეთში, სადაც ბევრი ჩვენი ფეხბურთელი თამაშობს.

...ბელარუსში ისეთი ნაცნობი არც მყავს, რომელთანაც კონტაქტი მექნება. დიდი ხანია, თქვენთან არც ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, ვინ ვინ არის, ჩემპიონთა ლიგაში "ბატეს" გამოსვლებს თვალს ვადევნებ... თუმცა, მართალს ბრძანებთ, 2005 წელს ვიყავი, როდესაც "ანორთოსისმა", ჩემი ხელმძღვანელობით, მინსკის "დინამო" დაამარცხა", - ამბობს ქეცბაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Qartveli!

არ დავასახელებ ვინ ვარ,მაგრამ აქტიური სპორცმენი ვარ.. ასე,რომ მე უკეთ ვიცი,ქეცბა რას შვება ვარჯიშზე და მწვრთნელი თუ ემოციურად ითხოვს ვარჯიშზე,თუ თამაშზე მეტს,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ვინმეს აგინებს და მითუმეტეს დედას! გარედაან რასაც ხედავთ,ეგ არ არის სიმართლე!

• david

Qartveli . შენ მთელი საქართველო ხარ? როდის უნდა მოეშვათ ამ დემაგოგიას? ესპანეთს რომ ვერ მოუგებენ ეს ყველამ ისედაც ვიცით, ქეცბაიამ რომ არ გვითხრას. საქმე ამაში კი არ არის. კაცი არის კონფლიქტური, ფეხბურთელებს ვარჯიშის დროს დედას აგინებს.

• Qartveli

წინა 'ტოპ"-მწვრთნელებისგან განსხვავებით მახოსვს,რომლებიც ქართველ გულშემატკივარს უთუოდ ევროპის და მსოფლიო ჩემიპონატზე გასვლს უნაღდებდა,თემო ის კაცია,რომელიც პირდაპირ ამბობს,რეალურად რა შეიძლება გაკეთდეს !!! და ვენაცვალე პირდაპირობაში და ჯიგარში! ქეცბო მიაწექი შენთან ვართ მთელი საქართველო!

• Qartveli

ჯიგარო-აბა ვინ სჭირდება ჩვენს ნაკრებს?!! მილიონებს რო უხდიდნენ ტოპმიოლერები და ჟირესები და კუპერები?!!! კარგად დაუკვირდით რეებს ლაპარაკობთ! და ამ კაცის მუშაობა დაინახეთ! ბევრი გაგებაში არ არის რას ნიშნავს იყო პროფესიონალი სპორტსმენი,რა პირობები გაქვს,რა დონეზე ხარ და რას ითხოვ ამის შესაბამისად! მარტო "თეთრი ბილეთის" მქონდე თუ მოთხოვს ქეცბაიას,მიდი და ხავი-ინიესტას მოუგეო,ხალხმა აგეტრ უკვე 8 წელიწადია ყველაფერი მოიგო რაც თამაშდება !!!

• Jigaro

შანსი გვაქვს თუ არა დელიტანტების და მოყვარულების საკამათო თემაა, ქეცბაია კი არაა საქართველოს ნაკრებს რომ სჭირდება ის მწვრთნელი(ან საერთოდ კი სჭირდება ვინმეს კვიპროსის გარდა?). მალე ყველა დაინახავთ, ვინც დღეს მხარს უჭერთ.ღაც უფრო ადრე მოშორდება ნაკრებს ყველასათვის უკეთესი იქნება, პირველყოვლისა კი თვით ქეცბაიასთვის.მაინცდამაინც ისე უნდა წავიდეს,რომ ყველამ აგინოს?

• Toko

ბატონო ზაურ, ბოლოდან მესამე მაინც იყოს, პატივცემულო, ჩევო მელოჩიტეს? :)

• zauri

ვარ პენსიონერი გადზლევტ პირობას.გუნდს საქ/ნაკ. გავიყვან ბოლოდან 2 ადგილზე .ოგონდას ეს ნადზირალები გარეკეტ სპორტიდან. არ ვიტხოვ ხელპას .მადლობა

• nana k

ქეცბაია რასაც ამბობს, ამ შემთხვევაში, სრული ჭეშამრიტებაა, თუ ვინმე ეგონა რომ ფრანგებს ად ესპანელებს მოუგებდა საქართველო. ეს გასაგებია! მაგრამ ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ამ უვიც ჟურნალისტებს რა ეშველებათ! აბა ჰე ადმინისტარტორო, თუ რამე ჟურანალისტებზე არასასიამოვნო დაიწერა, არ გამოაქვეყნო. მაგიტომაც არის გამოტენილი პრესა უვიცი და ამბიციური ჯურანისტებით!!!

• Tornike

მართლები ხართ ბიჭებო. უბრალოდ არ შეიძლება წინასწარ თქმა, რომ წავაგებთ (ვისთანაც არ უნდა იყოს). არც იმის თქმა შეიძლება, რომ ჯგუფიდან უეჭველი გავალთ (მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ :)

• prince 27

ტოპმიოლერს 2 მილიონს აძლევდნენ ეს დებილები. მოეყვანათ ეს კაცი აქამდე სად იყვნენ...

• al kapone

ბოლო ადგილის მთავარი კანდიდატები ვართ.ამ მწარე სიმართლეს რათქმაუნდა ქეცბაია ვერ იტყვის,მაგრამ ჩვენზე უკეთ თვითონ მოეხსენება.

• goderdzi bicho

Tornike გეთანხმები, აშკარად შეცდომითაა ინტერპრეტირებული რომ უფრო სკანდალური ჩანდეს სათაური. რაც შეეხება შანსებს რათქმაუნდა არანაირიშანსი არ გვაქ ესპანეთი საფრანგეთის წინააღმდეგ! და ვინც იტყვის რომ 'მოსაგებად გავალთ' ან 'ბურთი მრგვალია' და ეგეთი სიდებილეები ეგეთი ადამიანი ან თვითონაა დამუხრუჭებული ან ხალხს ატყუებს როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.

• Tornike

"გვაქვს თუ არა ჩვენ და ბელარუსს ესპანეთთან და საფრანგეთთან კონკურენციის შანსი? თუ საქმეს რეალურად შევხედავთ, ალბათ - არა. პირველ ორ ადგილს, ალბათ, გრანდები გაითამაშებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ". - მე მგონი ამ ნათქვამსა და "საერთოდ შანსი არ გვაქვს" შორის დიდი განსხვავებაა! ჟურნალისტებო, როდის ისწავლით კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გადმოცემას?!

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა