ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ლატვია და აინარს ბაგატსკისი საქართველოსთან საბრძოლველად სერიოზულად ემზადებიან

ლატვია და აინარს ბაგატსკისი საქართველოსთან საბრძოლველად სერიოზულად ემზადებიან

ლატვიის ნაკრები ევრობასკეტი-2012-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა
ლატვიის ნაკრები ევრობასკეტი-2012-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა.

ბალტიისპირელები სერიოზულად ემზადებიან D ჯგუფის მატჩებისათვის, რომლებიც აგვისტო-სექტემბერში გაიმართება, რაშიც დავრწმუნდით, როცა ლატვიის ქალაქ ვალმიერაში (100 კმ რიგიდან) ჩავედით, სადაც ნაკრები მზადების ერთ-ერთ ეტაპს გადის.

ვალმიერას სპორტულ დარბაზთან დაგვხვდნენ ძველი ნაცნობები - ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი, მისი პირველი ასისტენტი არნის ვეცვაგარსი და მწვრთნელი ფიზმომზადებაში ოსკარას ერნშტეინი.

ბაგატსკისი 2011 წელს ქართული კლუბის, "სოხუმის" მთავარი მწვრთნელი იყო, ვეცვაგარსი მისი ასისტენტი, ერნშტეინი კი გასული წლის აგვისტოს ბოლოს ორი კვირით იყო ჩამოსული თბილისში, რათა ფიზმომზადებაში კონსულტაციები მიეცა სოხუმელებისთვის.

საქართველოსა და ლატვიაში საერთო ნაცნობების მოკითხვის შემდეგ ბაგატსკისმა გვითხრა, ლატვიის დღევანდელი ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და პერსპექტიულიაო.

- ჩვენი ნაკრები ინტენსიურად ემზადება ევრობასკეტის შესარჩევი ჯგუფის მატჩებისათვის. კარგად ვიცი საქართველოს ნაკრების თამაში; საქმის კურსში ვარ, რომ ნაკრებში არის გარკვეული ცვლილებები; გარკვეული წარმოდგენა მაქვს სხვა მეტოქეებზეც და შეიძლება ითქვას, არცერთი მოწინააღმდეგე არ არის სუსტი - არც ჰოლანდია, არც ბოსნია და არც რუმინეთი. ამიტომ ინტენსიურად ვემზადებით ყველა მატჩისათვის.

ბაგატსკისმა აღნიშნა, რომ ლატვიის ნაკრების ამოცანაა ჯგუფიდან გასვლა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა, თუმცა აღიარა, რომ ეს იოლი არ იქნება.

ჩვენს კითხვაზე, ლატვიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ნაკრებში კასპარს ვეცვაგარსის (ბაგატსკისის პირველი ასისტენტის, არნის ვეცვაგარსის შვილი) მიწვევამ, აინარსმა გვითხრა:

- კასპარსი საკმაოდ კარგი და საინტერესო მოთამაშეა. ნაკრებში ამიტომ მოვიწვიე და არა იმიტომ, რომ ის არნისის შვილია. კასპარსი თავის სიტყვას ნაკრებში აუცილებლად იტყვის.

მწვრთნელი მართალი აღმოჩნდა. 14 ივლისის საღამოს, ვალმიერაში ჩატარებულ ლატვია-კვიპროსის სპარინგ-მატჩში, 19 წლის კასპარს ვეცვაგარსი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო - მან 9 ქულა დააგროვა, საიმედოდ ითამაშა დაცვაში და კარგ პასებსაც არიგებდა. მასთან ერთად გამოვყოფდი კასპარს ბერზინსს (10 ქულა) და მარექს მეიერსს (9 ქულა).

ლატვიამ კვიპროსს თავიდანვე შესთავაზა ათლეტური და სპორტულად აგრესიული თამაში და მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში 15-27 ქულის უპირატესობით წინ იყვნენ.

მესამე პერიოდში და ბოლო მეოთხედის დასაწყისში კვიპროსელებმა პანაგიოტის ტრიზოკასის (13 ქულა) და ენტონი კინგის (11 ქულა) ძალისხმევით მატჩის შემობრუნება სცადეს. ერთ მომენტში მათ შეძლეს ანგარიშის 14 ქულამდე შემცირება, თუმცა თამაშის ბოლოს ლატვიელებმა მოუმატეს და გაახარეს დარბაზში მყოფი ათასამდე გულშემატკივარი (ვალმიერას დარბაზი 1800 მაყურებელს იტევს) და მატჩი 25-ქულიანი სხვაობით დაასრულეს.

ლატვიელი ქომაგები ამბობდნენ, რომ იქნებოდა ანშლაგი, თუ ბილეთის ფასი იქნებოდა არა 2 ლატი (დაახლოებით 7 ლარი), არამედ უფრო ნაკლები, რადგან ეს ამხანაგური მატჩი იყო.

მაყურებლებს შორის იყვნენ რიგიდან სპეციალურად ჩამოსული ქომაგებიც, თუმცაღა, ტრანსლაციას ლატვიის ცენტრალური ტელეარხი აწარმოებდა.

ბაგატსკისი მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო ლატვიის ნაკრების თამაშით:

- მიუხედავად დამაჯერებელი მოგებისა, კიდევ ბევრია სამუშაო. უნდა გავაანალიზოთ პლუსები და მინუსები.

მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ ლატვიის ტელევიზიის საკალათბურთო მიმომხილველს და კომენტატორს უგის ფოგსტს.

მან მკითხა, როგორ მოგეწონათ ლატვიის მამაკაცთა ნაკრებიო (11 ივლისს რიგაში დავესწარით ლატვიისა და ფინეთის ქალთა ნაკრებების მატჩს - ლატვიამ გაიმარჯვა და ევრო-2013-ის საგზური მოიპოვა).

ვუპასუხე - ქალთა ნაკრები უფრო მომეწონა-მეთქი.

გაეცინა და მითხრა: "ჯერჯერობით მამაკაცების ნაკრები ჩვეულ ფორმაში არ არის. ვფიქრობ, ლატვია კიდევ უფრო მოუმატებს".

მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი ქომაგები მატჩის დაწყებამდე და შემდეგაც ძალიან თბილად გვეპყრობოდნენ და გამოხატავდნენ დიდ სითბოს საქართველოსა და ვალმიერაში ჩამოტანილი ჩვენი ატრიბუტიკისადმი.

ლატვია-კვიპროსი 72:47

18:8, 20:15, 17:17, 16:7

ლატვია: ვეცვაგარსი (9ქ), მარეკს მეიერსი (9ქ, 9მ), ფრეიმანისი (7ქ), დავის ბერტანსი (9ქ), ჯერომანოვსი (7ქ), შტრელნიეკსი (3ქ, 3პ), ბერზინსი (10ქ, 6მ), შელაკოვსი (1ქ), მარტინს მეიერსი (6ქ), ოსენიეკსი (2ქ), კუკსიკსი (2ქ), დაირის ბერტანსი (7ქ).

თენგიზ პაჭკორია

ვალმიერადან

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს

"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა

"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა

[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა

"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? - "უოტფორდის" მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა

[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!

[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!

[VIDEO] გოლი და რა გოლი - მიქაუტაძემ გაიტანა, "ვილიარეალი" წინ მიიწევს

[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...

[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა