შემატებები და დანაკარგები
ვაგრძელებთ თქვენთვის მიმდინარე სატრანსფერო ამბების გაცნობას ლა ლიგიდან. ბუნებრივია, აქ უფრო იმ ტრანსფერებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც ცალკე სტატიები არ მიეძღვნა.

არაგონული სიახლეები

მოდი, ვნახოთ, რას საქმიანობს არაგონული კლუბი და როგორი პოლიტიკით ცდილობს "სარაგოსა", კვლავ არ აღმოჩნდეს გავარდნის პირას.

წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდა 4 სეზონის განმავლობაში საყრდენი ნახევარმცველი ალვარო გონსალესი. ამ ფეხბურთელმა შარშან 34 მატჩი ითამაშა სანტანდერის "რასინგში" და ერთი გოლიც გაიტანა.

გონსალესის სანაცვლოდ არაგონელებმა კანტაბრიელებს მილიონი ევრო გადაუხადეს. ალვარო გონსალესი 22 წლისაა. მას შეუძლია დაცვის ცენტრში და საყრდენად თამაში. ის "რასინგის" აღზრდილია და სხვაგან არსად უთამაშია, მაგრამ გუნდს სეგუნდა დივიზიონში არ ჩაჰყვა.

მალე ალვარო გონსალესს ლუკას ვილჩესი შეუერთდა, არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი. ვილჩესი ჩილეს "კოლო-კოლოს" წევრია, მაგრამ 2012/13 წლების სეზონს ის ლა ლიგაში გაატარებს. "სარაგოსას" იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ვილჩესის გამოსყიდვის უფლებაც აქვს, თუ არგენტინელი გაამართლებს. ჩილეს აპერტურაში ფეხბურთელმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ვილჩესს ევროპაში ადრეც უთამაშია - 2009/10 წლების სეზონში ბერძნულ "ასტერასში" თამაშობდა. "სარაგოსა" ისტორიული კლუბია, რომელიც მუდამ მნიშვნელოვანი მიზნებისთვის იბრძოდა. ძალიან მოწადინებული ვარ, მინდა კლუბს გამოვადგე და წარმატებული ვიყო მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში", - განაცხადა 28 წლის ვილჩესმა პრეზენტაციაზე.

პორტუგალიური ზურგქარი

არაგონიდან გალისიაში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, როგორ ძლიერდებიან სეგუნდა დივიზიონიდან ლა ლიგაში აღზევებული "დეპორტივო" და "სელტა".

როგორც პორტუგალიასთან ახლომდგომი (ენით, კულტურით და გეოგრაფიულად) რეგიონი, გალისიურ კლუბებს გაცხოველებული ურთიერთობა აქვთ პორტუგალიურ კლუბებთან.

"დეპორტივომ" ლისაბონის "სპორტინგიდან" ადრევე დაიბევა ანდრე სანტოში და დიოგო სალომაო, ორივე - იჯარით. თუმცა ლისაბონურ გუნდთან ურთიერთობა კვლავ გრძელდება - კიდევ ორი ფეხბურთელი გადავიდა "დეპორში" "სპორტინგიდან", პერუელი ალბერტო როდრიგესი თავისუფალი აგენტის სტატუსით და ბრაზილიელი ევალდო ფაბიანო იჯარით.

ევალდოს შესახებ 17 ივლისს ვწერდით. როდრიგესმა გასულ სეზონში სულ 7-ჯერ მოირგო "სპორტინგის" მაისურა. ამიტომაც დიდი სიამოვნებით დათანხმდა ლაკორუნიელთა წინადადებას. 28 წლის ცენტრალურმა მცველმა 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი "დეპორტივომ" "ბრაგადან" დაიმატა - პორტუგალიელი ფორვარდი პიცი. 22 წლის პიცი ამ სეზონს იჯარით გაატარებს "ალბიასულის" შემადგენლობაში. ეს პიცისთვის მეორე შანსი იქნება ესპანურ ფეხბურთში დამკვიდრების - შარშან ის იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" თამაშობდა, მაგრამ 11 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ვიგოს "სელტას", "ელჩედან" სამუელ ლიორკას (27 წლის ცენტრალური მცველი) ყიდვის შემდეგ გუნდმა არგენტინელი გუსტავო კაბრალი დაიმატა. კაბრალი "სელტას" მესამე შენაძენია ზაფხულის სატრანსფერო სეზონში. ის სარანდის "არსენალიდან" გადავიდა და "სელტაში" 2 სეზონს გაატარებს. 26 წლის კაბრალს ევროპაში აქამდე არ უთამაშია.

არაბული ბედაური

გადავინაცვლოთ ანდალუსიაში, სადაც "გრანადა" წარმატებით ურთიერთობს იტალიურ "უდინეზესთან", თუმცა არა მხოლოდ ამ კლუბთან. "გრანადამ" შეთანხმებას მიაღწია არაბულ "ალ-ჰილალთან" და მაროკოელი ფორვარდი იოსეფ ელ-არაბი ამიერიდან ანდალუსიაში ითამაშებს.

სავარაუდო სატრანსფერო თანხა 5 მილიონი ევროა, რადგან უფრო ნაკლები წინადადება "ალ-ჰილალმა" დაიწუნა. ფეხბურთელი ჯერ ოფიციალურად არ გამხდარა "გრანადას" წევრი, თუმცა კლუბის პრეზიდენტი კიკე პინია ამბობს, რომ ელ-არაბის ისეთ პირობებს სთავაზობს, რომ ფორვარდი მასზე უარს ვერ იტყვის. 25 წლის ელ-არაბი საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილია.

ის "კაენში" თამაშობდა, სანამ საუდის არაბეთში გადაბარგდებოდა. სხვათა შორის, მაშინ ელ-არაბიმ "სევილიას" და "ჯენოას" წინადადებებზე თქვა უარი. ამასთან, "გრანადამ", რომელიც აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე, "უდინეზედან" იჯარით ვენესუელელი ფეხბურთელი დარვინ მაჩისი აიყვანა. 19 წლის მაჩისი იტალიელებმა თვის დასაწყისში შეიძინეს "ატლეტიკო მინეროსისგან" და ეგრევე ანდალუსიაში გაანათხოვრეს.

რუბენის გამბიტი

ესპანეთმა ერთი კარგი ფორვარდი დაკარგა უკრაინის ჩემპიონატის სასარგებლოდ - სრულიად შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ სეგუნდაში გავარდნილი "ვილიარეალი" არგენტინელ მარკო რუბენს შეინარჩუნებდა და ეს ვერც შეძლო - 25 წლის ფორვარდი კიევის "დინამოში" გადავიდა.

ბოლო სეზონში "ყვითელი წყალქვეშა ნავის" შემადგენლობაში რუბენმა 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

სატრანსფერო თანხა არ დასახელებულა, თუმცა უკრაინული წყაროები 10 მილიონ ევროს ასახელებენ.

"ვილიარეალმა" 4 წლის წინათ იყიდა მარკო რუბენი და მასში "რივერ პლეიტს" 7 მილიონი ევრო გადაუხადა.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

თარიღი ფეხბურთელი საიდან სად თანხა

11 ივლ დანი კარვახალი რეალი II ლევერკუზენი 5 მლნ. ევრო

11 ივლ დავიდ ლომბანი ხერესი ბარსელონა II თავ. აგენტი

11 ივლ ვაკასო მუბარაკი (განა) ვილიარეალი ესპანიოლი 0,3 მლნ. ევრო

11 ივლ ალვარო გონსალესი რასინგი სარაგოსა 1 მლნ. ევრო

11 ივლ გაი ასულინი (ისრ) მან. სიტი რასინგი თავ. აგენტი

11 ივლ ექტორ იუსტე გრანადა რასინგი იჯარა

11 ივლ ადრიან გონსალესი რასინგი ვალეკანო თავ. აგენტი

11 ივლ ხორდი ამატი ესპანიოლი ვალეკანო იჯარა

11 ივლ მარკო რუბენი (არგ) ვილიარეალი დინამო კ 10 მლნ. ევრო

12 ივლ ნესტორ სუსაეტა ლოზანა გვადალახარა თავ. აგენტი

12 ივლ მეჰდი ნაფტი (ტუნ) ვალიადოლიდი მურსია თავ. აგენტი

12 ივლ პიცი (პორტ) ბრაგა დეპორტივო იჯარა

12 ივლ გაისკა საისარი ხირონა რასინგი თავ. აგენტი

12 ივლ ინიაკი გოიტია ბეტისი მირანდესი თავ. აგენტი

12 ივლ მარტი კრესპი მალიორკა ჩერნომორეცი თავ. აგენტი

13 ივლ პაბლო პინტოსი (ურუ) ხეტაფე კასიმფაშა თავ. აგენტი

13 ივლ ალექს გალვესი სპორტინგი ვალეკანო თავ. აგენტი

13 ივლ ჰამით ალთინთოპი (თურქ) რეალი გალათასარაი 3,5 მლნ. ევრო

13 ივლ ლუკას ვილჩესი (არგ) კოლო-კოლო სარაგოსა იჯარა

13 ივლ პაბლო ხილი რეალი II სპარტა თავ. აგენტი

13 ივლ სანდრო სილვა მალაგა კრუზეირო იჯარა

13 ივლ ალბერტო როდრიგესი სპორტინგი დეპორტივო თავ. აგენტი

13 ივლ გუსტავო კაბრალი არსენალი სელტა თავ. აგენტი

14 ივლ ალბერტო რივერა სპორტინგი ელჩე თავ. აგენტი

14 ივლ დარვინ მაჩისი (ვენ) უდინეზე გრანადა იჯარა

14 ივლ ნაჩო ნოვო ლეგია უესკა თავ. აგენტი

14 ივლ ევალდო ფაბიანო (ბრა) სპორტინგი დეპორტივო იჯარა

14 ივლ ტონიო რამირესი სოსიედადი გვადალახარა იჯარა

15 ივლ იოსეფ ელ-არაბი (მარ) აჰ-ჰილალი გრანადა 5 მლნ. ევრო

15 ივლ ვალდო ლევანტე ატლანტე თავ. აგენტი

15 ივლ ჯანი ზუიველროონი (ჰოლ) მალიორკა ჰეერენვენი იჯარა

15 ივლ დავიდ კობენიო ვალეკანო ვასლუი თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?