17 ივლისიდან ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და რამდენიმე კალათბურთელი შეუერთდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 ივლისს, გამთენიისას, ავსტრიაში მიემგზავრება. შეკრებაზე გამგზავრების წინ ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ივარჯიშა, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. კალათბურთელები და მწვრთნელები მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ივლისიდან თბილისში ფიზმომზადების შეკრება გაიარა.

ნაკრები 17 ივლისიდან სრულფასოვან შეკრებაზე გადავა, სადაც ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და რამდენიმე კალათბურთელი შეუერთდება.

17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ეროვნული გუნდი ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში მოემზადება, რის შემდეგაც 2 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას; ასევე, გამართავს საკონტროლო მატჩებს ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებთან.

ავსტრიაში შეკრებას შემდეგი კალათბურთელები გაივლიან:

გამთამაშებლები: ჯეისონ პულენი, კორი ფიშერი, გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა

მსროლელები: მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე

მსუბუქი ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია

მძიმე ფორვარდები: თორნიკე შენგელია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური, ნოდარ თენიეშვილი

ცენტრები: ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი

გთავაზობთ ნაკრების მოსამზადებელი გეგმისა და ოფიციალური მატჩების განრიგს:

1-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში

17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)

29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ესტონეთში. მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი

1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)

4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია-საქართველო ავსტრიაში (ქალაქი დადგინდება მოგვიანებით)

7- 9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო,

უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი

13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი გერმანია-საქართველო ლაიფციგში (გერმანია)

18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში

21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)

24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში

27 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში (ჰოლანდია)

2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში (რუმინეთი)

5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისში

8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში (ლატვია)

11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში

gbf.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ამერიკელი ახალწვეული ჰყავს

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე