21 წლის ფაბიო ბორინიმ "ლივერპულთან" კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ მერსისაიდული კლუბის ვებგვერდს პირველი ინტერვიუ მისცა
21 წლის ფაბიო ბორინიმ "ლივერპულთან" კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ მერსისაიდული კლუბის ვებგვერდს პირველი ინტერვიუ მისცა.

- ფაბიო, მოგვიყევი, როგორი გრძნობაა, როცა უკვე "ლივერპულის" ფეხბურთელი ხარ.

- თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ ინგლისში დავბრუნდი. "ლივერპული" დიდი კლუბია, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული წარსულში და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტს მოიგებს. მადლობას ვუხდი გუნდის მენეჯერს, რომელმაც საშუალება მომცა, რომ აქ ვყოფილიყავი.

- რა იგრძენით, როცა გაიგეთ, რომ თქვენით ეს კლუბი იყო დაინტერესებული?

- ემოციებმა შემიპყრო და ინგლისში დაბრუნება მომინდა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ისევ ვითამაშებდი პრემიერლიგაში. მოხარული ვარ, რომ ახლა აქ ვარ, რადგან შემიძლია ყველას დავუმტკიცო, თუ რა შემიძლია. ჩვენ ევროპის ლიგაში და ბევრ სხვა ტურნირში მოგვიწევს თამაში. დარწმუნებული ვარ, შანსი აუცილებლად მომეცემა.

- თქვენი და ბრენდან როჯერსის გზა მესამედ გადაიკვეთა, ამჯერად უკვე დიდ ფეხბურთში. არის თუ არა ეს უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ჩვენთან თამაში გადაწყვიტეთ?

- ჩემთვის როჯერსის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ. ჩვენ შარშანაც ვკონტაქტობდით. რამდენჯერმე შეტყობინებაც გავუგზავნე ტელეფონზე და გამარჯვება მივულოცე. ჩვენ პრინციპში მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ერთად მუშაობის დროს კი ეს ძალიან მნიშველოვანია.

- როგორი ფეხბურთი უყვარს ბრენდანს?

- "სუონსიში" 4-3-3 სქემით ძალიან ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდით. მასთან ერთად მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. ვარჯიშები მეტად მხიარულ, მეგობრულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. შემდეგ გამოვდიოდით მინდორზე და შედეგებს ვიმკიდით. სუონსიში ის ძალიან უყვარდათ, რადგან ლამაზ, შედეგიან ფეხბურთს აჩვენებდა.

- რისი მიღწევა შეეძლება "ლივერპულს" როჯერსის ხელმძღვანელობით?

- ვგრძნობ, რომ ფეხბურთელები გამარჯვებებისთვის ყველაფერს გაიღებენ. ისინი გუნდისთვის დაიხარჯებიან და თავისი თავისთვის. "ლივერპულს" თუკი წარმატების მიღწევა სურს, სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს.

- როგორც დაახასიათებდით თქვენს თავს?

- არასოდეს ვნებდები და მოედანზე ბევრს ვმოძრაობ. როცა იტალიიდან "ჩელსიში" გადავედი იოლი სულაც არ იყო, მაგრამ რაც შემეძლო იმის გაკეთებას ვცდილობდი. ვფიქრობ, მას მერე ბევრს მივაღწიე და მწვრთნელმაც სწორედ ამიტომ მიხმო თავისთან.

- სულ ახლახან იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე იყავი. ეს გამოცდილება თუ წაგადგება სამომავლოდ?

- რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ჯერ 21 წლის ვარ და ჩემპიონატზე ძალიან ბევრი რამ ვნახე მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე წუთითაც არ გავსულვარ.

- გოლის აღნიშვნის რაღაც განსაკუთრებული რიტუალი გაქვთ. გულშემატკივრებს აინტერესებთ, რასათან არის ის დაკავშირებული?

- ამას ჰქვია "დანა კბილებში". ის ისეთი ადამიანების ნიშანი იყო, რომლებიც არასოდეს ნებდებოდნენ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე წინ მიიწევდნენ. "სუონსისა" და "რომას" ფანებს ის ძალიან მოსწონდათ, იმედია, "ლივერპულის" გულშემატკივრებიც დააფასებენ.

- თავდამსხმელი ხართ და ალბათ მოუთმენლად ელით, როდის გახვალთ მინდორზე ლუის სუარესთან ერთად.

- დიახ, ნამდვილად ველოდები. შესაძლოა, ის ცოტა განსხვავებული სტილის ფეხბურთელია, თუმცა ლუისი ყოველ თამაშში ბოლომდე იხარჯება. მინახავს მისი თამაში და ვხვდები, თუ რატომ არის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი. ვფიქრობ, მისი დონის პროფესიონალთან ერთად თამაში ყველას ენდომება.

- ძალიან მალე შეუერთდებით დანარჩენ ფეხბურთელებს. იცით თუ არა "ლივერპულის" ისტორია.

- რა თქმა უნდა, ვიცი. ამ კლუბთან დაკავშირებით პირველ რიგში "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალი მახსენდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბს ასეთი მდიდარი ისტორია აქვს. თუკი მაქსიმუმს გავიღებთ, მისი გამეორება ჩვენც შეგვიძლია.

- "ჩელსის" ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში 2009 წელს ინგლისის ახალგაზრდულ თასის მატჩში "ენფილდზე" ითამაშეთ. გახსოვთ ის დღე?

- დიახ, მახსოვს, რომ კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ მაინც წავაგეთ. ისიც მახსოვს, სტადიონმა რამხელა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ალბათ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ "ენფილდზე" ფეხის დადგმას.

- მომდევნო სეზონში, როგორც მინიმუმ, ორ კვირაში ერთხელ მოგიწევთ ამ სტადიონზე თამაში...

- დიახ, წინასწარი განცდაც კი მაქვს ამის გამო. სავსე ტრიბუნების წინ "ენფილდი" უფრო საოცარი იქნება. ვიცი, რომ აქ იკრიბება ხალხი, ვინც ცხოვრობს და სუნთქავს ფეხბურთით.

- რა გეგმებით მოდიხართ?

- იმედი მაქვს, რომ მივაღწევ ყველაფერს, რისი მიღწევაც კი შეიძლება. უპირველესად ის მინდა, რომ ჩემი გოლებით გუნდს ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაში დავეხმარო. ისე ამას მგონი მარტო მე არ ვგეგმავ.

- "ლივერპულის" ფანებს რამეს ხო მარ ეტყვით?

- ორიოდე სიტყვით ვიტყვი: ბრენდან როჯერსის გუნდი ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა