ლევანდოვსკის აზრით, კონტინენტის პირველობის თანამასპინძელთა ჯგუფში ჩარჩენის მთავარი მიზეზი მისი მთავარი მწვრთნელი გახლდათ

პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის თქმით, ის დღემდე ვერ ეგუება, რომ მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ასეთი უმწეო გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

მისი აზრით, კონტინენტის პირველობის თანამასპინძელთა ჯგუფში ჩარჩენის მთავარი მიზეზი მისი მთავარი მწვრთნელი ფრანტიშეკ სმუდა გახლდათ.

"არ მინდოდა ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მელაპარაკა, მაგრამ ფაქტია, რომ ავსტრიაში შეკრებისას უმძიმესი ვარჯიშები გვქონდა.

წარმოიდგინეთ, კლუბში ასეთი დამღლელი სეზონის წინა მოსამზადებელი შეკრებებიც კი არ არის ხოლმე. რაღაც მომენტში ჩვენ წვრთნების შეზღუდვაც კი მოგვიხდა.

გამოგიტყდებით ერთ რამეშიც, რომ სმუდასთან ერთად გუნდის ტაქტიკა არასოდეს გაგვირჩევია. გუნდს აშკარად აკლდნენ შემტევი ტიპის ფეხბურთელები. ხშირად ხდებოდა, რომ გვერდით არც არავინ მყავდა, რათა, ელემენტარულად, პასი მიმეცა.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ასეთ დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით. და რაც მთავარია, რამე რომ არ გამოგვსვლოდა, არასოდეს გვქონია გეგმა "ბ".

რუსეთთან თამაშის დაწყებამდე კი საერთოდ საოცრება მოხდა - სმუდამ ტაქტიკის შეცვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა გასახდელიდან გვირაბში გავდიოდით.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საშინაო ევროპირველობაზე პოლონეთის ნაკრების ფიასკო მთლიანად სმუდას სინდისზეა," - განუცხადა "დორტმუნდის" ვარსკვლავმა sport.pl-ს.

პოლონელთა ექსთავკაცმა ყოფილ შეგირდს იმავე ვებგვერდზე თავშეკავებული პასუხი გასცა: "რობერტი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და აქვს უფლება, რომ მძიმე შეცდომები დაუშვას. მე მას ყველაფერს ვაპატიებ. არადა, მუდამ ვცდილობდი, რომ მას მაქსიმალურად დავხმარებოდი. განა მარტო მას, ყველას"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა