"ჩელსი" ოკეანის გაღმა გაფრინდა, რათა სეზონისწინა მოსამზადებელი პირველი ეტაპი გაიაროს
"ჩელსი" ოკეანის გაღმა გაფრინდა, რათა სეზონისწინა მოსამზადებელი პირველი ეტაპი გაიაროს.

"ლურჯებს" ცხრა ფეხბურთელი აკლიათ. აქედან ხუთს ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშეს - ეშლი კოული, ჯონ ტერი, ფლორან მალუდა, რაულ მეირელეში და ფერნანდო ტორესი. ისინი გუნდს რამდენიმე დღეში ამერიკაშივე შეუერთდებიან.

რაც შეეხება დანარჩენ 4 კაცს, ისინი ნაკრებებთან ერთად ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშებენ - რაიან ბერტრანდი, დენიელ სტარიჯი (დიდი ბრიტანეთი), ორიოლ რომეუ და... ხუან მატა (ესპანეთი). უკანასკნელმა, მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

ამხელა დანაკლისის შესავსებად რობერტო დი მატეომ დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა - ჯამალ ბლექმენი, ტოდ კეინი, პატრიკ ბემფორდი, ლუკას პიაზონი და ნატანიელ ჩალობა. "ჩელსი" პირველ თამაშს სიეტლში ხვალ "სიეტლ საუნდერსთან" გამართავს.

გუნდთან ერთად არის მიკაელ ესიენი, ფეხბურთელი, ვინც ბოლო ორი სეზონი ტრავმების გამო გუნდთან ერთად სეზონისთვის მომზადებას ვერ ახერხებდა. განელმა სულ ახლახან მოირჩინა ჯვარედინი იოგების ტრავმა და ძალიან ბედნიერია.

"წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვმჯობინდი და გუნდთან ერთად ვიწყებ მზადებას. იმედია, ამ ციკლს ტრავმების გარეშე ჩავატარებ. როცა ამას ვერ ახერხებ, კონდიციების აღდგენა მერე ძალიან ძნელი ხდება. სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები," - თქვა ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა