ლონდონის თამაშებისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის
ლონდონის თამაშებისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის - გახსნის ცერემონიამდე 10 დღე რჩება. ათასობით სპორტსმენმა და ოფიციალურმა პირმა დაიწყო ბრიტანეთის დედაქალაქში ჩასვლა, მაგრამ თამაშების ორგანიზების მხრივ, კვლავაც რჩება არაერთი კითხვის ნიშანი.

გუშინ ლონდონის აეროპორტმა "ჰითროუმ" 120 ათასი მგზავრი მიიღო - ათი ათასით მეტი, ვიდრე ზაფხულის ჩვეულებრივ დღეს.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიგრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა დამიან გრინმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის სასაზღვრო კონტროლის ძალები, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, "ოლიმპიურ რეჟიმში" იწყებს მუშაობას. მანვე პირობა დადო, რომ პიკის საათებში "ჰითროუზე" საპასპორტო კონტროლის ყველა ფანჯარა ღია იქნება.

აეროპორტში სპორტსმენებს დახვდებიან მოხალისეები, რომლებიც ავტობუსისკენ გზის გაკვალვაში დაეხმარებიან სტუმრებს. აეროპორტიდან სპორტსმენები ლონდონის აღმოსავლეთით, ოლიმპიური სოფლისკენ გაემართებიან. ოლიმპიადის დღეებში სოფელში 16 ათასი სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს.

გუშინვე დაიწყო მუშაობა დოპინგ-ლაბორატორიამ. უკვე ჩატარდა პირველი ტესტები. სულ ოლიმპიადის მსვლელობისას დაახლოებით 6 ათას სინჯს აიღებენ. შემოწმდება თამაშების მონაწილეთა თითქმის ნახევარი, მათ შორის, ოლიმპიადის ყველა გამარჯვებული და პრიზიორი.

16 ივლისს თამაშების ორგანიზატორები სერიოზულ პრობლემებსაც წააწყდნენ, კერძოდ, ლონდონისკენ მიმავალ ტრასებზე გრანდიოზული საცობები წარმოიქმნა.

ამის მიზეზი გახდა ტრასებზე "ოლიმპიური" ზოლების შემოღება, რომლებიც ოლიმპიადის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ წესები, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ამ ზოლებში მოძრაობას კრძალავს, მხოლოდ 27 ივლისს შევა ძალაში, როცა ოფიციალურად დაიწყება ზაფხულის მორიგი თამაშები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო