4 ტურის შემდეგ უდანაკარგოთა რიცხვი ოთხამდე შემცირდა. ესენი არიან: მამადოვი - ყუფარაძე, ნიგალიძე - კალაშიანი
სამი ტურის შემდეგ ათი სამოსანი - ასეთი იყო 16 ივლისს ფოთში, ნანა ალექსანდრიას თასის ღია გათამაშებაზე ლიდერთა მდგომარეობა.

წარმატებით ითამაშეს შოთა აზალაძემ, გიგა ყუფარაძემ, ჰოვიკ ჰაირაპეტიანმა, დავიდ კალაშიანმა (ორივე - სომხეთი), ზაურ მამადოვმა (აზერბაიჯანი), გაიოზ ნიგალიძემ, ზვიად ფაციამ, აკაკი შალამბერიძემ, ირაკლი ბერაძემ და ფარიდ ზეინალოვმა (აზერბაიჯანი), რომლებმაც მესამე გამარჯვება ჩაიწერეს გათამაშების ცხრილში.

მე-4 ტურში მათი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: დავით კალაშიანი - შოთა აზალაძე 1:0, გიგა ყუფარაძე - ირაკლი ბერაძე 1:0, აკაკი შალამბერიძე - ჰოვიკ აირაპეტიანი 0,5:0,5, გაიოზ ნიგალიძე - ზვიად ფაცია 1:0, ფარიდ ზეინალოვი - ზაურ მამადოვი 0:1.

ამდენად, 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოთა რიცხვი ოთხამდე შემცირდა. ესენი არიან: მამადოვი - ყუფარაძე, ნიგალიძე - კალაშიანი, რომლებიც 17 ივლისს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ივერი ჭიღლაძეს, მაკა ფურცელაძეს, ჰოვიკ ჰაირაპეტიანს, აკაკი შალამბერიძეს, გიორგი ხელაიას, დავით მაღალაშვილსა და მიხაილო ოლექსიენკოს (უკრაინა) 3,5:3,5 ქულა აქვთ.

8-წლიან გოგონებშიც ორი ტურის პარტიები გაიმართა. შესანიშნავად ითამაშეს ევროპის თასის წლევანდელმა მფლობელმა დიანა ლომაიამ და ლილე გუმბერიძემ, რომლებმაც მონაგარი ორ-ორი ქულით გაიმდიდრეს: ლომაიამ ჯალა ბეილაგოვას (აზერბაიჯანი) და ელენე წოწორიას სძლია, ხოლო გუმბერიძემ - მარიამ მამფორიას და ბეილაგოვას აჯობა. მე-5 ტურში სწორედ ლომაია და გუმბერიძე შეხვდებიან ერთმანეთს.

ბიჭებში სამი მონაწილე დარჩა უდანაკარგოდ. ესენი არიან: ნიკოლოზ კაჭარავა, ახმად ახმადზადე (აზერბაიჯანი) და გორ გრიგორიანი (სომხეთი), რომლებმაც გუშინ უმუდ ასლანოვს (აზერბაიჯანი), რაფი ხაზარიანს (სომხეთი) და დავით გაბუნიას მოუგეს და 4-4 ქულით მეწინავეობენ.

10-წლიან გოგონებში ლიდერთა მესამე ტურის პაექრობები ასე დამთავრდა: ანასტასია სიდამონიძე - სადაგათ აბასოვა (აზერბაიჯანი) 1:0, კრისტინე სმბათიანი (სომხეთი) - მარიამ ბაბაიანი (სომხეთი) 0:1, მანე ჰოვანისიანი (სომხეთი) - თამარ ლაგაზაური 1:0. სიდამონიძეს, ბაბაიანსა და ჰოვანისიანს 3-3 ქულა ჰქონდათ.

მეოთხე ტურში პირველი მარცხი იწვნია სიდამონიძემ - თეთრი ფიგურებით მაია ბეჭვაიას დანებდა. ბაბაიანი და ჰოვანისიანი დაზავდნენ და 3,5-3,5 ქულით დაწინაურდნენ. 5-მა მოჭადრაკემ 3-3 ქულას მოუყარა თავი.

ბიჭებში ნიკოლოზ პეტრიაშვილი გამოირჩა, რომელმაც ზედიზედ დაამარცხა არარატ მურადიანი (სომხეთი) და ანტონ ნადირაძე. ქართველ მოჭადრაკეს ოთხიდან 4 ქულა აქვს. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან გიორგი კუხალეიშვილი, ჰაკობ ჰაკობიანი (სომხეთი) და მათე თოდაშვილი.

12-წლიან გოგონებს ერთი ლიდერი ჰყავთ - მარიამ ავეტისიანი (სომხეთი), რომელმაც მე-4 ტურში თანამემამულე ანი ივანიანს მოუგო და უდანაკარგოდ გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

ბიჭებში მეწინავეთა მე-4 ტურის პარტიები ასე დამთავრდა: გურამ კოკაია - დავით გვენეტაძე 0,5:0,5, აშოტ ფარვანიანი - მჰერ იეზაიანი (ორივე - სომხეთი) 1:0, კოკა ბუკია - ნიკოლოზ ცომაია 1:0, გურამ ჭელიძე - გიორგი თავზარაშვილი 1:0. ოთხი ტურის შემდეგ 3,5-3,5 ქულით პირველ-მესამე ადგილებს კოკაია, ბუკია და ფარვანიანი ინაწილებენ.

ხურციძე ფიდეს გრანპრიზე ითამაშებს

17 ივლისს სომხურ ჯერმუკში დაიწყება ფიდეს გრანპრის მორიგი ეტაპის გათამაშება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 12 წარმომადგენელი წრიული სისტემით იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის.

მათ შორის იქნება თბილისელი დიდოსტატი ნინო ხურციძე (2456). იგი წინააღმდეგობას გაუწევს ისეთ სახელოვან მოჭადრაკეებს, როგორებიც არიან: ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2598), გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონი ჟაო სიუ (ჩინეთი, 2556), ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2537), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2518), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2516), ჟუან ლუფეი (ჩინეთი, 2483), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2480), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2450), ბათჰუიაგ მონგონტუული (მონღოლეთი, 2447) და ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 2417).

საგულისხმოა, რომ მკრტიჩიანი და ხურციძე ტურნირს მას შემდეგ დაემატნენ, რაც შეჯიბრებას გაურკვეველი მიზეზებით მსოფლიოს (2008-10) და ევროპის (2004) ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და მსოფლიოს ჩემპიონი (2001-04) ჟუ ჩენი (ყატარი) გამოაკლდნენ.

გრანპრის გათამაშებას 420 ქულით (სამი ტურნირის შემდეგ) ჰოუ იფანი მეწინავეობს. მეორე-მესამე ადგილებზე ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 375) და კატერინა ლაგნო (260) არიან.

ჯერმუკის ტურნირზე სათამაშო დღეებია 17-22, 24-28 ივლისი.

ამსტერდამის "ოქროს კლასიკა"

40 სვლაზე 2,5 საათი და შემდგომ პარტიის გადადებით - ასეთია საჭადრაკო რეგლამენტი ამსტერდამში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირისა, რომლის ორგანიზატორიცაა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია (პრეზიდენტი ემილ სუტოვსკი).

შეჯიბრებაში ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი მონაწილეობს წრიული სისტემით. მათ შორისაა ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა, რომელმაც ზედიზედ ორი პარტია წააგო.

I ტური. გატა კამსკი (აშშ)-ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი) 1:0, ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-ბაადურ ჯობავა (საქართველო) 1:0, კრიშნან სასიკირანი (ინდოეთი)-ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0:1.

II ტური. ჯობავა-სასიკირანი 0:1, ლე ქუანგ ლიემი-ივანჩუკი 0:1, ემილ სუტოვსკი (ისრაელი)-კამსკი 0,5:0,5.

III ტური. ივანჩუკი-სუტოვსკი 0,5:0,5, სასიკირანი-ლე ქუანგ ლიემი 0:1.

მუზიჩუკისა და ჯობავას შეხვედრაში სლოვენიელმა ისარგებლა "ოქროს კლასიკის" დებულებით და 41-ე სვლაზე პარტია გადადო.

იოლი ანალიზითაც ნათელია, რომ ამ პოზიციაში მეტოქეები დღეს მშვიდობიანად დაშორდებიან ერთმანეთს, რადგან თეთრებს სვლების გამეორების (ლg7, ლh8+) მეტი სასიკეთო არაფერი გააჩნიათ. არადა, ერთ მომენტში ჯობავას აშკარად მოსაგები პოზიცია ჰქონდა და ვერ გამოიყენა.

სამი ტურის შემდეგ: ივანჩუკი - 2,5, კამსკი -1,5, მუზიჩუკი - 1 (+1 პარტია), სასიკირანი, სუტოვსკი, ლე ქუანგ ლიემი - 1-1, ჯობავა - 0 (+1) ქულა. 17 ივლისი გადადებული პარტიების დასრულების დღეა. 18 ივლისს კი, მე-4 ტურში ითამაშებენ: ლე ქუანგ ლიემი-მუზიჩუკი, სუტოვსკი-სასიკირანი, კამსკი-ივანჩუკი.

"ქართველთა გუნდი" მესამეზეა

კონიაში გრძელდება მოჭადრაკეთა თურქეთის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 14 კლუბი წრიული სისტემით იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის.

მსოფლიოს საუკეთესო დიდოსტატებთან უწევთ პაექრობა ქართველ მოჭადრაკეებს, რომლებიც ხუთი გუნდის ღირსებას იცავენ. განსაკუთრებით ყოჩაღობს მიხეილ მჭედლიშვილის, მერაბ გაგუნაშვილის, ლუკა პაიჭაძის და ქეთი წაწალაშვილის "ტარსუს ზეკა". გუშინდელ ორ ტურში მან საერთო მონაგარს 3 ქულა შესძინა და 9 ქულით (40,5) "ანკარა გაზისთან" (40,5) და "ადანასთან" (35) ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

უდანაკარგოდ, ანუ 14 ქულით (49) პირველობს სტამბულის "ბეშიქთაში". მას ქულით (45,5) ჩამორჩება და მეორეზეა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის კლუბი (ლიდერთა შემადგენლობაში ჩვენებურები არ თამაშობენ). 8 (38)-8 (35) ქულით საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ საქართველოს ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილის "პერასფორი" და ნაზი პაიკიძის "მანიშა".

ორი ქულით (28,5) მეთორმეტე ადგილზეა ლევან ფანცულაიას "ისეკი" (სტამბული). არადა, ქართველთან ერთად მის შემადგენლობაში გამოდიან მაიკლ ადამსი, რუსტამ კასიმჟანოვი, იუდით პოლგარი და ეკატერინა ატალიკი.

ერთი ქულით (27) ბოლოსწინა ადგილი უკავია "დენიზლი პამუკალს". სოფიკო გურამიშვილმა გუნდს შვიდი შესაძლებლიდან ექვსი ქულა შესძინა, მაგრამ ერთი კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, ხომ გაგიგონიათ.

ჩვენებურთა მონაგარი 7 ტურის შემდეგ: გურამიშვილი-6 (7-დან), ხოტენაშვილი-4,5 (7), მჭედლიშვილი-4 (7), პაიკიძე-4 (5), ფანცულაია-3,5 (4), პაიჭაძე-3,5 (4), გაგუნაშვილი-2,5 (6), წაწალაშვილი-2,5 (4) ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აკ
სმმადარი?
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა