ზე რაგბის რეგულარული გათამაშება სამხრეთაფრიკული დურბანის "სტორმერზის" გამარჯვებით დასრულდა
ზე რაგბის რეგულარული გათამაშება სამხრეთაფრიკული დურბანის "სტორმერზის" გამარჯვებით დასრულდა. თუმცა თითქმის მთელი ტურნირის განმავლობაში ახალზელანდიური ჰემილთონის "ჩიფსი" ლიდერობდა, რომელიც საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა. ბოლო ტურში პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობაც გაირკვა.

ძალიან გაუმართლა ზე რაგბის გათამაშების შარშანდელ გამარჯვებულს, ავსტრალიური ბრისბენის "რედსს". "წითლების" პლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი არსებობდა, რადგან მისი კონკურენტი კანბერას "ბრამბიზი" შინ ეთამაშებოდა ერთ-ერთ აუტსაიდერს, ახალზელანდიური ოქლენდის "ბლუზს".

ყველა, ცხადია, მასპინძელთა გამარჯვებას ელოდა, თუმცა მოვლენები აბსოლუტურად საწინააღმდეგო სცენარით განვითარდა.

ოქლენდელებმა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უმოტივაციონი იყვნენ, შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს და მეტოქეს სტუმრად დამაჯერებლად სძლიეს - 30:16. ეს "ბლუზის" მხოლოდ მე-4 გამარჯვება იყო მიმდინარე გათამაშებაში.

კანბერელთა წაფორხილებამ ხელ-ფეხი გაუხსნა ბრისბენის "რედსს", რომელიც შინ სიდნეის "ვორათაზს" დაუპირისპირდა და ჰაერივით საჭირო გამარჯვებას მიაღწია - 32:16. "წითლებმა" უმოტივაციო მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. შედეგად ერთი პრემიალური ქულაც მიითვალეს და პლეი ოფში, ანუ ნახევარფინალის

შესარჩევ ეტაპზე გააღწიეს.

არადა, ზე რაგბის მოქმედმა ჩემპიონებმა ტურნირზე ასპარეზობა ძალზედ ცუდად დაიწყეს. ტრავმების გამო "წითლებს" ლიდერები ვილი გენია და ქუადე კუპერი აკლდათ. მას შემდეგ კი, რაც ორივე გამოჯანმრთელდა, "რედსი" თავის თავს დაემსგავსა, ძველებურად სწრაფად და ეფექტურად ამოქმედდა.

აგერ, რეგულარული გათამაშების მიწურულს ფორტუნამაც გადმოხედა და კარგი შანსი აქვს, შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვას.

"რედსის" მეტოქე გადამწყვეტ ეტაპზე სამხრეთაფრიკული დურბანის "ნატალ შარქსი" იქნება, რომელმაც ბოლო ტურში თანამემამულე, ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" დაამარცხა 34:15. "ზვიგენების" ეს წარმატება, ცხადია, მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. დურბანელები ბოლო წლებში მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და ასეა ამჯერადაც. თუმცა "ნატალ შარქსს", სავარაუდოდ, სტუმრად ჩემპიონების დამარცხება ძალზედ გაუჭირდება. მით უფრო, რომ ტრავმის გამო მგეზავი და მთავარი მექულე პატრიკ ლამბიე დააკლდება.

მიმდინარე გათამაშებაში "ზვიგენები" "წითლებს" საკუთარ მოედანზე შეხვდნენ და 27:22 მოუგეს. ეს მატჩი 17 მარტს გაიმართა. მას შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი მაინც მოედანზე კონკრეტულ მატჩში გადაწყდება.

ნახევარფინალის შესარჩევი ეტაპის მეორე წყვილში ახალზელანდიური ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" შინ მიიღებს სამხრეთაფრიკულ პრეტორიის "ბლუ ბულზს".

"ჯვაროსნებმა", რომელიც ზე რაგბის გათამაშების ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, ბოლო ტურში შინ დაამარცხეს ავსტრალიური პერთის "ფორსი" - 38:24.

"ლურჯმა ხარებმა" კი რეგულარული გათამაშების ბოლო შეხვედრა პრეტორიაში გამართეს და იოჰანესბურგის "ლაიონზს" 37:20 სძლიეს. რაგბის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ზე რაგბის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული, შესაძლოა, სწორედ "კრუსეიდერზსა" და "ბლუ ბულზს" შორის საუკეთესო გახდეს.

A ჯგუფი

ბრამბიზი-ბლუზი 16:30, რედსი-ვორათაზი 32:16

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 58 ქულა, 2. რედსი - 58, 3. ვორათაზი - 35, 4. მელბურნ რებლზი - 32, 5. ფორსი - 27.

B ჯგუფი

ჰარიკენზი-ჩიფსი 28:25, კრუსეიდერზი-ფორსი 38:24

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 64 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 61, 3. ჰარიკენზი - 53, 4. ჰაილენდერზი - 46, 5. ბლუზი - 32.

C ჯგუფი

სტორმერზი-მელბურნ რებლზი 26:21, ნატალ შარქსი-ჩიტაზი 34:15, ბლუ ბულზი-ლაიონზი 37:20.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 66 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 59, 3. ნატალ შარქსი - 59, 4. ჩიტაზი - 38, 5. ლაიონზი - 25.

საბოლოო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 66 ქულა, 2. ჩიფსი - 64, 3. კრუსეიდერზი 61, 4. ბლუ ბულზი - 59, 5. ნატალ შარქსი - 59, 6. რედსი - 58. 7. ბრამბიზი - 58, 8. ჰარიკენზი - 57, 9. ჰაილენდერზი - 50, 10. ჩიტაზი - 38, 11. ვორათაზი - 35, 12. ბლუზი - 32, 13. რებლზი - 32, 14. ფორსი - 27, 15. ლაიონზი - 25.

ნახევარფინალის შესარჩევი

რედსი-ნატალ შარქსი, კრუსეიდერზი-ბლუ ბულზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა